საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს და მერე გამოაქვეყნოს ის "სტატისტიკა", რაც მოესურვება" - ვინ როგორ ეხმაურება პრემიერის განცხადებას?
"ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს და მერე გამოაქვეყნოს ის "სტატისტიკა", რაც მოესურვება" - ვინ როგორ ეხმაურება პრემიერის განცხადებას?

უკვე არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც კო­მენ­ტა­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლად მი­იჩ­ნევს.

ცი­ტა­ტა პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბი­დან:

"თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბა და "დელ­ტას“ და სხვა შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სხვა სუ­რა­თი იყო, მაგ­რამ "ომიკ­რო­ნის დროს“, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა არ მუ­შა­ობს. ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პირს ჩვე­უ­ლებ­რივ ემარ­თე­ბა "ომიკ­რო­ნი“. მა­გა­ლი­თად, მე ვარ ერთი მა­გა­ლი­თი - მქონ­და სხვა შტა­მი გა­სულ წელს, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი აც­რი­ლი "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით, მაგ­რამ მა­ინც და­მე­მარ­თა "ომიკ­რო­ნი“. მინ­და გი­თხრათ, რომ აბ­სო­ლუ­ტურ შემ­თხვე­ვებ­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი". ამ ცი­ტა­ტის მი­ხედ­ვით პრე­მი­ე­რი თით­ქოს გუ­ლის­ხმობს, რომ ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ანს ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან არ იცავს, თუმ­ცა ფრა­ზა აშ­კა­რად ორაზ­რო­ვა­ნი და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია.

"ილი­ა­უ­ნის" პრო­ფე­სო­რის, ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის აზ­რით კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით პრე­მი­ე­რი ცდი­ლობს, სა­ჯა­რო კონ­ფლიქ­ტში შე­ვი­დეს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს­თან. ამას კი იმის­თვის აკე­თებს, რომ იგი თა­ნა­მა­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნოს.

"რა­ტომ თქვა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი სი­სუ­ლე­ლე? ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი, შავ­რაზ­მუ­ლი, პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის "კო­ჭის გა­გო­რე­ბით" ამის ახ­სნა ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ღა­რი­ბაშ­ვილს და მთავ­რო­ბას აწუ­ხებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ვიდ-სტა­ტის­ტი­კა, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს უხერ­ხებს მა­ნამ, სა­ნამ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ღა­რი­ბაშ­ვილს სურს სა­ჯა­რო კონ­ფლიქ­ტი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს­თან, რომ იგი შეც­ვა­ლოს (ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ხე­ლით) და მერე გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ის "სტა­ტის­ტი­კა", რაც მო­ე­სურ­ვე­ბა. თქვენ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი პრე­ტენ­ზია გქონ­დეთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან, მაგ­რამ არ უნდა აყ­ვეთ ღა­რი­ბაშ­ვილს, რომ ამას მი­აღ­წი­ოს. ბა­ტონ ამი­რან­საც, იმე­დი მაქვს, ნერ­ვე­ბი ეყო­ფა." - წერს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში"

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის” თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე მავ­ნებ­ლო­ბას უწო­დებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც სამ­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ე­რი სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით ან­ტი­ვაქ­სე­რებს ახა­ლი­სებს.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა არის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით მავ­ნებ­ლო­ბა და საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს. რო­გორც ჩანს, პრე­მი­ე­რი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ვაქ­ცი­ნა არის იმის­თვის, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­დეს და ადა­მი­ა­ნებ­მა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნონ, თუ ისი­ნი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით სა­უ­ბა­რი ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ ვერ აღიქ­ვამს ვი­თა­რე­ბას ადეკ­ვა­ტუ­რად. პრე­მი­ე­რის ეს გან­ცხა­დე­ბა ახა­ლი­სებს ან­ტი­ვაქ­სე­რებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არ აქვთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რა სა­შიშ ვირუს­თან გვაქვს საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლიც.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­მი­ე­რი ამ­ბობს - დიდი ამ­ბა­ვი თუ ვაქ­ცი­ნას არ გა­ი­კე­თებთ და მოკ­ვდე­ბით, ამა­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, მე კი ორ­ჯერ ვარ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლიო - ასე­თი იყო და­ახ­ლო­ე­ბით მისი გან­ცხა­დე­ბა, ცხა­დია, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო. არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა არაფ­რად უღირს, ამას აკე­თებს ერთი მიზ­ნით, რომ ჩა­ი­წე­როს ქუ­ლე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი წა­ა­ხა­ლი­სოს,"- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის მიერ ვაქ­ცი­ნა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მისი თქმით, გან­ცხა­დე­ბა კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად გავ­რცელ­და. იხი­ლეთ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბა სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 111 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kakha
0

რა ავქცინა, ხალხო, რა ვერ მორჩით, რეალურ სურათს შეხედეთ, ვაქცინა ატ იცავს და აღარ აღიარებენ აღარც კოვიდ პასპორტებს, რა სისულელე გააკეთეს ახლა ხვდებიან, სხვის სიკვდილოს ხარჯზე მხოლოდ ფულები იშოვენ...

 

tngh
4

"ნაც-ოპოზიციის" დემაგოგია, უკვე სასაცილო გახდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს და მერე გამოაქვეყნოს ის "სტატისტიკა", რაც მოესურვება" - ვინ როგორ ეხმაურება პრემიერის განცხადებას?

"ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს და მერე გამოაქვეყნოს ის "სტატისტიკა", რაც მოესურვება" - ვინ როგორ ეხმაურება პრემიერის განცხადებას?

უკვე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელსაც კომენტატორთა უმრავლესობა ანტივაქსერულად მიიჩნევს.

ციტატა პრემიერის განცხადებიდან:

"თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და "დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ "ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება "ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი". ამ ციტატის მიხედვით პრემიერი თითქოს გულისხმობს, რომ ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან არ იცავს, თუმცა ფრაზა აშკარად ორაზროვანი და დაუზუსტებელია.

"ილიაუნის" პროფესორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილმა ანტივაქსერული განცხადება გააკეთა. ჭიაბერაშვილის აზრით კი, აღნიშნული ქმედებით პრემიერი ცდილობს, საჯარო კონფლიქტში შევიდეს ამირან გამყრელიძესთან. ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ იგი თანამადებობიდან გადააყენოს.

"რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე? ანტივაქსერული, შავრაზმული, პრორუსული ძალებისთვის "კოჭის გაგორებით" ამის ახსნა ძალიან ზედაპირული იქნებოდა. ღარიბაშვილს და მთავრობას აწუხებს ოფიციალური კოვიდ-სტატისტიკა, რომელსაც ვერაფერს უხერხებს მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს. ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს (ჯანდაცვის მინისტრის ხელით) და მერე გამოაქვეყნოს ის "სტატისტიკა", რაც მოესურვება. თქვენ შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მაგრამ არ უნდა აყვეთ ღარიბაშვილს, რომ ამას მიაღწიოს. ბატონ ამირანსაც, იმედი მაქვს, ნერვები ეყოფა." - წერს ჭიაბერაშვილი "ფეისბუქში"

"რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მავნებლობას უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი საკუთარი განცხადებით ანტივაქსერებს ახალისებს.

"პრემიერ-მინისტრის განცხადება არის პირდაპირი მნიშვნელობით მავნებლობა და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. როგორც ჩანს, პრემიერი ვერ აცნობიერებს, რომ ვაქცინა არის იმისთვის, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს და ადამიანებმა მარტივად გადაიტანონ, თუ ისინი დაინფიცირდებიან. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით საუბარი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად. პრემიერის ეს განცხადება ახალისებს ანტივაქსერებს და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ სრული ინფორმაცია რა საშიშ ვირუსთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც.

"ფაქტობრივად, პრემიერი ამბობს - დიდი ამბავი თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ და მოკვდებით, ამაზე არ ვნერვიულობ, მე კი ორჯერ ვარ ვაქცინირებულიო - ასეთი იყო დაახლოებით მისი განცხადება, ცხადია, უპასუხისმგებლო. არ არსებობს მსოფლიოში მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც საუბრობს დანაშაულებრივად, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ- მინისტრი. ფაქტობრივად, ის ადასტურებს, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფრად უღირს, ამას აკეთებს ერთი მიზნით, რომ ჩაიწეროს ქულები და კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფები წაახალისოს,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

პრემიერის მიერ ვაქცინაზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა. იხილეთ გიორგობიანის განმარტება სრულად