"უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ აგრესიას დაინახავს ნატო რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტ ჯარისკაცს გადაისვრის აღმოსავლეთ ნაწილში.
"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საპირისპიროს იწვევს და არა იმას, რაც რუსეთს სურს, რადგან რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი ნატო-ს ჯარისკაცის გადასროლა მოხდება ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დონბასზე სამხედრო კონტროლის განხორციელებამდე აღმოსავლეთში ალიანსის კონტიგენტი არ გვყავდა.
2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ განვათავსეთ ჯარისკაცები ჩვენს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ასევე, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, თუ ნატო-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზეზები, რის გამოც ნატო-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, რუსეთისთვის იმის ჩვენებაა, რომ თუკი ის კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ნატო კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს.
ჯერ შეშფოთებულია. დაველოდოთ აღშფოთებას.
აქცენტს აღშფოთებაზე რომ აკეთებთ, მე ის ადამიანები მყავს მხედველობაში ეგრეთწოდებული რუსეთუმეები რომ არიან,, არ იქნებოდა ურიგო მეტად განათლებული ყოფილიყავით. ,ეხლა რა მაქვს მხედველობაში ეს ფორმაა დიპლომატიის, სიტყვა აღშფოთება.ზუსტად რომ გაიგოთ ერთ -ერთი ფორმაა, ნეგატიურის გამოხატვის. სხვათა შორის ვისაც რუსეთი სიკეთის განსახიერება გგონიათ, იგივე სიტყვას იყენებს ხშირად, ამერიკის წინაშე, მაგალითად როცა ამერიკელებს დემოკრატია დაუწუნეს, ეგ სიტყვა იხმარეს ახშფოთებული ვაართო , შემდეგ ზანგი რომ მოკლეს პოლიციელებმა იგივე სიტყვა იხმარეს ახშფოთებული ვაართო. ასე რომ როცა რაღაცის დაწერა გინდათ კარგათ შეისწავლეთ გამონათქვამები და ისე გამოთქვით თქვენი ნააზრი. თქვენ საყვარელ რუსეთსაც კი მოეწონა ეგ სიტყვა და უცხოელებს ბაძავენ, როცა მათ დაჭირდებათ.