საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას" - ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელზე
"ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას" - ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრე­მი­ე­რი მი­ი­ღებს და "გუნ­დი ერ­თობ­ლი­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ვებს”.

კი­თხვა­ზე, ვის უწევს თა­ვად რე­კო­მენ­და­ცი­ას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე და და­უ­ჭერს თუ არა მხარს ამ პო­ზი­ცი­ა­ზე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს, ტი­კა­რა­ძე ამ­ბობს, რომ პრე­მი­ე­რი ვი­საც და­ა­სა­ხე­ლებს, მის­თვი­საც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

"პრე­მი­ე­რი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ეს ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა ჩემ­თვი­საც მი­სა­ღე­ბი და მას­თან გა­ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას”,- გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე სხვა­დას­ხვა პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­ნის­ტრის თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გან­ვლილ 2- წლი­ან პე­რი­ოდს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 11 მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გუნ­დის ყვე­ლა წევ­რი ერ­თნა­ი­რად იყოს და­ფა­სე­ბულ და შე­ფა­სე­ბუ­ლი. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა 2-წლი­ან რთულ პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ა­რეთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­უდ­გი­ნონ მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო”,- გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ 9 დე­კემ­ბერს და­ა­ა­ნონ­სა. ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წლის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას" - ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელზე

"ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას" - ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს და "გუნდი ერთობლივად გაასაჯაროვებს”.

კითხვაზე, ვის უწევს თავად რეკომენდაციას ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე და დაუჭერს თუ არა მხარს ამ პოზიციაზე არჩილ თალაკვაძეს, ტიკარაძე ამბობს, რომ პრემიერი ვისაც დაასახელებს, მისთვისაც მისაღები იქნება.

"პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება იმას, რატომ გააქტიურდა ეკატერინე ტიკარაძე სხვადასხვა პრეზენტაციის გამართვის მიმართულებით, მინისტრის თქმით, ღონისძიებები პანდემიის პირობებში განვლილ 2- წლიან პერიოდს ემსახურება.

"ჯანდაცვის სამინისტროს 11 მიმართულება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ყველა წევრი ერთნაირად იყოს დაფასებულ და შეფასებული. ეს ღონისძიებები ემსახურება 2-წლიან რთულ პერიოდს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში გავიარეთ და მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაო”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომა ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს დააანონსა. ის თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება.