საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე" - რომან გოცირიძე
"ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე" - რომან გოცირიძე

"ივა­ნიშ­ვი­ლის ორი ფა­ვო­რი­ტი ქალი - მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ი­ნე­ლა, გა­დაყ­ლა­პა" - ასე შე­ა­ფა­სა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა.

მისი თქმით, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გა­დად­გო­მა მოწ­მობს იმას, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია და შე­თან­ხმე­ბა.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მი­დან მე­ო­რე დღე­საც კი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს კო­მენ­ტა­რი ან შე­ფა­სე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, რი­თაც, გო­ცი­რი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბა, რომ მას პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბა აქვს.

"ეს კი­დევ მო­რი­გი აურ­ზა­უ­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში, მო­რი­გი პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი მი­დის და ამ­ბობს, რომ რჩე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭო­ში - ეს არის ფორ­მა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­დღაც წავა. ჩვენ ვი­ცით, სად წა­ვი­და მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვიცე-პრე­მი­ე­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იყო, რომ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო, ვიდ­რე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის? თუმ­ცა, ხომ გაქ­რა? ივა­ნიშ­ვი­ლის ორი ფა­ვო­რი­ტი ქალი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ი­ნე­ლა, გა­დაყ­ლა­პა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მთავ­რო­ბა­ში არ არის ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია, თან­ხმო­ბა თუნ­დაც ამ პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­კი­თხებ­ში. ამ მთავ­რო­ბამ, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ტი­კა­რა­ძე იყო, - რო­გო­რა­დაც არ უნდა გვინ­დო­დეს მისი შე­ცო­დე­ბა, რად­გან ის ბოლო ეტაპ­ზე და­უ­პი­რის­პირ­და ღა­რი­ბაშ­ვილს ამ კო­ვიდ­პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით, ისე­ვე, რო­გორც ჰუ­მა­ნუ­რად მო­იქ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით, რო­დე­საც მან კო­მი­სია შექ­მნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ნა­ხევ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში მის გა­დაყ­ვა­ნას შე­უ­წყო ხელი - ეს არ ამარ­თლებს იმ პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­მაც 12 700 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო დღეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე და ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში. სა­ქარ­თვე­ლო არის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით უკვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში მერ­ვე ად­გილ­ზე და ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით მე­ო­თხე ად­გილ­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მომ­ყვა­ნის და მთე­ლი ამ გუნ­დის არის. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ აი­ცი­ლებს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ფული გა­იფ­ლან­გა და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცა, კი­დევ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, არა­ვინ იცის. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მოკ­ვდე­ბა კი­დევ 1000 კაცი წლის ბო­ლომ­დე.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე არა მარ­ტო გუნ­დის, ოჯა­ხის წევ­რი იყო, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ნის­ტრი გა­დად­გა, რო­მელ­საც ასე­თი სფე­რო მიჰ­ყავ­და, თა­ნაც ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს ქვე­ყა­ნა­ში და ხმა არ ამო­უ­ღია ღა­რი­ბაშ­ვილს. ერთი დღე გა­ვი­და, არც მად­ლო­ბა, არც კო­მენ­ტა­რი, ან საყ­ვე­დუ­რი, "ღირ­სია, რომ წა­ვი­და,“ "მე ან­ტი­ვაქ­სე­რი ვარ და კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის ჩემს პო­ლი­ტი­კას არ და­ე­თან­ხმა,“ - გატ­რუ­ნუ­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გვე­უბ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მას, ტი­კა­რა­ძის დე­მარ­ში იქ­ნე­ბო­და თუ მისი პო­ზი­ცი­ე­ბი, მას ივა­ნიშ­ვი­ლი­სა­გან ნდო­ბა აქვს. ივა­ნიშ­ვილს, რომ ნდო­მო­და, და­ი­ცავ­და ტი­კა­რა­ძეს და გა­აგ­დებ­და ღა­რი­ბაშ­ვილს. რა­ტომ არ უშ­ვებს ღა­რი­ბაშ­ვილს? - მას სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, ეს არის "უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი,“ ამ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ბოლო, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს და იქით ეტყვის "მად­ლო­ბა, ბა­ტონ ბი­ძი­ნას.“ მისი მსგავ­სი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბით და დიდი აზარ­ტით, ამ კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც კი ძა­ლი­ან ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა. ამი­ტომ, მას ის სჭირ­დე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ზე მორ­ჩი­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის გამ­კე­თე­ბე­ლი. ამი­ტომ გა­წი­რა თა­ვი­სი სა­ახ­ლობ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის“ დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან, მისი შე­ფა­სე­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და არა ექი­მი.

"ტი­კა­რა­ძის და­ნიშ­ვნა იყო საბ­ჭო­უ­რი ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი უნდა იყოს ექი­მი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი უნდა იყოს აგ­რო­ნო­მი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი უნდა იყოს პრო­ფე­სო­რი და ა.შ. მი­ნის­ტრი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა. ექი­მი არის მკურ­ნა­ლი და უმ­კურ­ნა­ლოს ავად­მყო­ფებს. [ლე­ვან რა­ტი­ა­ნი] არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბის მქო­ნე რას და­დის სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბებ­ზე?! - ის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მან მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე, შემ­დეგ გაც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ში“, - აღ­ნიშ­ნა რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

შენა იმოტოლა კუპონი მოინელე და ორი ქალი რა არი ერთი კაცისათვის, მიშას დუჟინობით მოუნელებია ?!

სიმართლე მწარეა
1

ისე, ბატონო ჩემო, ჩემგან რა გესწავლებათ მეფის ტოლა კაცს და ჯერ ყლაპავენ და მერე ინელებენ, ეს ერთი, მეორე ე.ი. თქვენი შიშით საკადრო პოლიტიკა არ უნდა განხორციელდეს?? ყველაფერი თქვენ და თქვენნაირებს უნდა უნდა შეგუთანხმონ. თუ გული იმაზე გისკდებათ ჩაჩოჩებულები, რომ ხართ და თქვენი ფასი ნულის ტოლი გახდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე" - რომან გოცირიძე

"ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე" - რომან გოცირიძე

"ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა" - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოწმობს იმას, რომ "ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს ერთიანი პოზიცია და შეთანხმება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომიდან მეორე დღესაც კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კომენტარი ან შეფასება არ გაუკეთებია, რითაც, გოცირიძის თქმით, საზოგადოებას ეუბნება, რომ მას პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნდობა აქვს.

"ეს კიდევ მორიგი აურზაურია "ქართული ოცნების“ გუნდში, მორიგი პოლიტსაბჭოს წევრი მიდის და ამბობს, რომ რჩება პოლიტსაბჭოში - ეს არის ფორმალური განცხადება. ეს ნიშნავს, რომ სადღაც წავა. ჩვენ ვიცით, სად წავიდა მაია ცქიტიშვილი, რომელიც ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, რომლის კვალიფიკაცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრის? თუმცა, ხომ გაქრა? ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში არ არის ერთიანი პოზიცია, თანხმობა თუნდაც ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ამ მთავრობამ, რომლის შემადგენლობაში ტიკარაძე იყო, - როგორადაც არ უნდა გვინდოდეს მისი შეცოდება, რადგან ის ბოლო ეტაპზე დაუპირისპირდა ღარიბაშვილს ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ჰუმანურად მოიქცა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, როდესაც მან კომისია შექმნა და ფაქტობრივად, ციხის საავადმყოფოდან ნახევრად სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას შეუწყო ხელი - ეს არ ამართლებს იმ პოლიტიკას, რომელმაც 12 700 ადამიანი მოკლა. საქართველო დღეს არის ყველაზე მძიმე და ცუდ მდგომარეობაში პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველო არის სიკვდილიანობით უკვე მთელ მსოფლიოში მერვე ადგილზე და ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრის მომყვანის და მთელი ამ გუნდის არის. ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებს იმ პასუხისმგებლობას, რომ პანდემიის განმავლობაში ასეულობით მილიონი ფული გაიფლანგა და ამდენი ადამიანი დაიხოცა, კიდევ რა მოხდება მომავალში, არავინ იცის. შეიძლება ვთქვათ, რომ მოკვდება კიდევ 1000 კაცი წლის ბოლომდე.

ეკატერინე ტიკარაძე არა მარტო გუნდის, ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მინისტრი გადადგა, რომელსაც ასეთი სფერო მიჰყავდა, თანაც ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ხმა არ ამოუღია ღარიბაშვილს. ერთი დღე გავიდა, არც მადლობა, არც კომენტარი, ან საყვედური, "ღირსია, რომ წავიდა,“ "მე ანტივაქსერი ვარ და კოვიდპასპორტების ჩემს პოლიტიკას არ დაეთანხმა,“ - გატრუნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დემონსტრაციულად გვეუბნება საზოგადოებას, რომ მას, ტიკარაძის დემარში იქნებოდა თუ მისი პოზიციები, მას ივანიშვილისაგან ნდობა აქვს. ივანიშვილს, რომ ნდომოდა, დაიცავდა ტიკარაძეს და გააგდებდა ღარიბაშვილს. რატომ არ უშვებს ღარიბაშვილს? - მას სჭირდება ადამიანი, ეს არის "უკანასკნელი მოჰიკანი,“ ამ შემადგენლობაში ბოლო, რომელიც ნებისმიერ დავალებას ბიძინა ივანიშვილისგან სიამოვნებით მიიღებს და იქით ეტყვის "მადლობა, ბატონ ბიძინას.“ მისი მსგავსი შემსრულებელი, მონური მორჩილებით და დიდი აზარტით, ამ კაბინეტის შემადგენლობაშიც კი ძალიან ძნელად მოიძებნება. ამიტომ, მას ის სჭირდება, როგორც ყველაზე მორჩილი და ნებისმიერი საქმის გამკეთებელი. ამიტომ გაწირა თავისი საახლობლო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე "პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის, ლევან რატიანის კანდიდატურა განიხილება, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რადგან, მისი შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და არა ექიმი.

"ტიკარაძის დანიშვნა იყო საბჭოური ტრადიციის გაგრძელება, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ექიმი, სოფლის მეურნეობის მინისტრი უნდა იყოს აგრონომი, განათლების მინისტრი უნდა იყოს პროფესორი და ა.შ. მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. ექიმი არის მკურნალი და უმკურნალოს ავადმყოფებს. [ლევან რატიანი] არის პროფესიონალი ადამიანი, თუმცა, პოლიტიკური სიმპათიების მქონე რას დადის საარჩევნო ყრილობებზე?! - ის სიყვარული, რომელიც მან მოიპოვა თავისი საქმიანობის რაღაც ეტაპზე, შემდეგ გაცვალა პოლიტიკურ კონიუნქტურაში“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.