სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს - როგორ დაემშვიდობა გერმანია ლიდერს, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა (ფოტო, ვიდეო)
ანგელა მერკელი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს - როგორ დაემშვიდობა გერმანია ლიდერს, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა (ფოტო, ვიდეო)

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ან­გე­ლა მერ­კე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას მომ­დევ­ნო კვი­რა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვებს და ამით მისი 16-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა დას­რულ­დე­ბა.

ბერ­ლინ­ში მერ­კე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­ცი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და ის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით გა­ა­ცი­ლეს. ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და 52 პო­ლი­ტი­კო­სი - ის მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლებ­საც მერ­კე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ეკა­ვათ თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ან­გე­ლა მერ­კელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვი­თაც მი­მარ­თა, თუმ­ცა ეს იყო მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­მად­ლო­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბა. მან ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებს.

"მმარ­თვე­ლო­ბის 16 წელი სავ­სე იყო ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბით, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით“, - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

ცნო­ბის­თვის, სამ­მა გერ­მა­ნულ­მა პარ­ტი­ამ - სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა, თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა და "მწვა­ნე­ებ­მა“ ქვეყ­ნის ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ­ლის ლი­დე­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ოლაფ შოლ­ცი იქ­ნე­ბა. კო­ა­ლი­ცი­ას ხა­ტოვ­ნად "შუქ­ნი­შა­ნი“ უწო­დეს, მას­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით: წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე.

2021 წლის 26 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თუ­ლი ბუნ­დეს­ტა­გის (პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის) შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, მე-2 - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა, მე-3 - "მწვა­ნე­ებ­მა“ და მე-4 - "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა“. და რად­გან ან­გე­ლა მერ­კე­ლის პარ­ტი­ამ - "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა“ - უარი გა­ნა­ცხა­დეს ახალ მთავ­რო­ბა­ში შეს­ვლა­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თეს "მწვა­ნე­ებ­თან“ და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან“.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ნა­ხეთ მერ­კე­ლის გა­ცი­ლე­ბის ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
david2101
2

გერმანია და საფრანგეთი ქვეყნები რომლებმაც გაწირეს საქართველო 2008 წელს. 

თამრიკო
0

რა შორს ვართ ასეთი კულტურისაგან პოლიტიკაში!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ანგელა მერკელი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს - როგორ დაემშვიდობა გერმანია ლიდერს, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა (ფოტო, ვიდეო)

ანგელა მერკელი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს - როგორ დაემშვიდობა გერმანია ლიდერს, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა (ფოტო, ვიდეო)

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თანამდებობას მომდევნო კვირაში ოფიციალურად დატოვებს და ამით მისი 16-წლიანი მმართველობის ეპოქა დასრულდება.

ბერლინში მერკელის პატივსაცემად გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ის უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს. ცერემონიას ესწრებოდა 52 პოლიტიკოსი - ის მინისტრები, რომლებსაც მერკელის მმართველობის დროს ეკავათ თანამდებობა.

ანგელა მერკელმა საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა, თუმცა ეს იყო მხოლოდ რამდენიმე სამადლობელი წინადადება. მან ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

"მმართველობის 16 წელი სავსე იყო ურთულესი გამოწვევებით, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით“, - აღნიშნა მერკელმა.

ცნობისთვის, სამმა გერმანულმა პარტიამ - სოციალ-დემოკრატებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და "მწვანეებმა“ ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს, რომლის ლიდერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება. კოალიციას ხატოვნად "შუქნიშანი“ უწოდეს, მასში შემავალი პარტიების პოლიტიკური ფერების მიხედვით: წითელი, ყვითელი, მწვანე.

2021 წლის 26 სექტემბერს გამართული ბუნდესტაგის (პარლამენტის არჩევნების) შედეგად მიღებული ხმების რაოდენობით სოციალ-დემოკრატებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მე-2 - ქრისტიან-დემოკრატებმა, მე-3 - "მწვანეებმა“ და მე-4 - "თავისუფალმა დემოკრატებმა“. და რადგან ანგელა მერკელის პარტიამ - "ქრისტიან-დემოკრატებმა“ - უარი განაცხადეს ახალ მთავრობაში შესვლაზე და ოპოზიციაში გადავიდნენ, სოციალ-დემოკრატებმა მოლაპარაკება გამართეს "მწვანეებთან“ და "თავისუფალ დემოკრატებთან“.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნახეთ მერკელის გაცილების ვიდეო: