სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება... ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის" - ანგელა მერკერი
“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება... ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის" - ანგელა მერკერი

"ევ­რო­კავ­ში­რი მზად უნდა იყოს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­თვის, თუ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­სა და მის გარ­შე­მო, ან პო­ლო­ნე­თი-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­დე­ბა" - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ან­გე­ლა მერ­კელ­მა პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან, მა­ტე­უშ მო­რა­ვი­ეც­კის­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბე­ლა­რუ­სის მიერ პო­ლო­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მიგ­რან­ტე­ბის „ია­რა­ღად“ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ჯა­რე­ბის გან­ლა­გე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი ერ­თი­ა­ნი უნდა იყოს.

“ნე­ბის­მი­ე­რი აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ძვი­რად დაჯ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა და დას­ძი­ნა, რომ უპი­რა­ტე­სო­ბა ყო­ველ­თვის სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას უნდა მი­ე­ნი­ჭოს.

რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ზრდის, რის გა­მოც კი­ე­ვი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ნატო გა­მოთ­ქვა­მენ შეშ­ფო­თე­ბას, რომ რუ­სეთ­მა, შე­საძ­ლოა, ახა­ლი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. კრემ­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს და მცდარს უწო­დებს.

უტრუხუნე
12

ჩვენთან მიმართებაში, როცა რუსები შემოვარდნენ, ჯერ შეშფოთდნენ, მერე აღშფოთდნენ და როცა დაწყნარდნენ, პამპრესები და წყალი მოგვაშველეს. ჰოდა უკრაინასთან დაკავშირებითაც იგივე იქნება. ან არადა, შეშფოთება-აღშფოთებას ერთად გამოხატავენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება... ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის" - ანგელა მერკერი

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება... ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის" - ანგელა მერკერი

"ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის, თუ აღმოსავლეთ უკრაინასა და მის გარშემო, ან პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე ვითარება გამწვავდება" - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა პოლონელ კოლეგასთან, მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ მიგრანტების „იარაღად“ გამოყენებისა და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს.

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება“, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ უპირატესობა ყოველთვის სიტუაციის განმუხტვას უნდა მიენიჭოს.

რუსეთი უკრაინის საზღვართან საკუთარი ძალების რაოდენობას ზრდის, რის გამოც კიევი, შეერთებული შტატები და ნატო გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ახალი თავდასხმა განახორციელოს. კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს და მცდარს უწოდებს.