სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონლაინკაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია - მისი რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე" - ანა დოლიძე
"ონლაინკაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია - მისი რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე" - ანა დოლიძე

"ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სია - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რე­პუ­ტა­ცია, დღეს, რო­გორც პრე­მი­ე­რის, არის ნუ­ლო­ვან ნიშ­ნულ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მო­ვის­მი­ნეთ" - ამის შე­სა­ხებ "ხალ­ხის­თვის" ლი­დერ­მა ანა დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით რე­პუ­ტა­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს.

"დღეს პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს იყო მო­თხოვ­ნა, რო­მელ­საც ათი ათა­სო­ბით ამომ­რჩე­ვე­ლი და ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა ითხოვს უკვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აპარ­პა­შა ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბი, მი­ლი­არ­დო­ბით ლარი მი­ე­დი­ნე­ბო­და ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის ჯი­ბე­ში ჩვე­ნი ჯი­ბი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და და­ი­ღუ­პა თა­ო­ბე­ბი. რა­ტომ გა­ა­კე­თა დღეს ეს გან­ცხა­დე­ბა? - იმი­ტომ, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა არის გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რე­პუ­ტა­ცია, დღეს, რო­გორც პრე­მი­ე­რის არის ნუ­ლო­ვან ნიშ­ნულ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც მო­ვის­მი­ნეთ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან. ამი­ტომ ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის აკ­რძალ­ვა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის არის მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუ არა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­კი­თხა­ვია.

უნი­ჭო პო­პუ­ლიზ­მის კარ­გი მა­გა­ლი­თია და ეს უკავ­შირ­დე­ბა მის პი­როვ­ნულ შე­ფა­სე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ, ყვე­ლა­ნა­ირ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს რე­პუ­ტა­ცი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად, იმა­საც იტყვის, რომ ხვალ გავფრინ­დე­ბით მარსზე, ეს არის უნი­ჭო პო­პუ­ლიზ­მი", - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­მი­ე­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე იგეგ­მე­ბა ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდა, რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის 25 წლამ­დე აწე­ვა, მე­ო­რე ეტაპ­ზე კი სა­ერ­თოდ აკ­რძალ­ვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

ჯობია შენ შენს რეპუტაციაზე იფქრო და ღარიბაშვილს თავი დაანებო, საინტერესოა, საიდან იცი მისი რეპუტაციის რეიტინგი? ინიღბები, თორემ შენც პიწავარდნილი ნაცი ხარ....

dd
4

ამ გოგოს რომ ამკობთ ერტი რომელიმე რას წარმოდაგენთ,რამე ღირსეული თყ გაგიკეთებიათ.ფული კი ჯოჯოხეთს ანათებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ონლაინკაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია - მისი რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე" - ანა დოლიძე

"ონლაინკაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია - მისი რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე" - ანა დოლიძე

"ონლაინკაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია - ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ" - ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი მსგავსი განცხადებებით რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს.

"დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც ათი ათასობით ამომრჩეველი და ჩვენი მოძრაობა ითხოვს უკვე წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში სწორედ ამ ხელისუფლებამ აპარპაშა ონლაინ კაზინოები, მილიარდობით ლარი მიედინებოდა ონლაინ კაზინოების ჯიბეში ჩვენი ჯიბიდან წლების განმავლობაში და დაიღუპა თაობები. რატომ გააკეთა დღეს ეს განცხადება? - იმიტომ, რომ ეს განცხადება არის გაჭირვების ტალკვესი, ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია.

უნიჭო პოპულიზმის კარგი მაგალითია და ეს უკავშირდება მის პიროვნულ შეფასებას ივანიშვილის მიერ, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეპუტაციის გადასარჩენად, იმასაც იტყვის, რომ ხვალ გავფრინდებით მარსზე, ეს არის უნიჭო პოპულიზმი", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა.