სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ" - რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა
"ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ" - რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ფაქ­ტზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე (მეტ­სა­ხე­ლად "ქი­ლე­რა“) ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს, მე­გის ქარ­და­ვამ და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა მოს­თხო­ვეს. ქარ­და­ვა და მუ­ხა­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­კა­ვე­ბულს აი­ძუ­ლებ­დნენ ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა სხვა პი­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლე­ბიც თით­ქოს მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტე­რაქ­ტის და­გეგ­მვა­ში. მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სა­გა­მო­ძე­ბო ორ­გა­ნომ ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია მუ­ხა­ძეს, ქარ­და­ვა­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის სა­უ­ბა­რი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით,საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ პირს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად ჩა­უ­დეს.

კად­რე­ბი მარ­თლაც უმ­ძი­მე­სია, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წა­მე­ბის ეს საქ­მე აქამ­დეც იყო ცნო­ბი­ლი და მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და. გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდრმა მ.ა. - მ ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ­დე, 2011 წელს, მის მი­მართ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი ცი­ხი­დან­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ვრცელ წე­რილ­ში ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და, თუ რა მე­თო­დე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ არ­ქა­ნი­ას 2008-2010 წლებ­ში მომ­ხდარ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას. ამ წე­რილს იმ­ჟა­მად რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ის სხვა პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამ საქ­მე­ზე 2011 -2012 წლებ­ში აქ­ტი­უ­რად წერ­და გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა“. გთა­ვა­ზობთ იმ­ჟა­მად გა­მო­ცე­მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მ.ა. -ს შო­კის­მომ­გვრე­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას, რო­მელ­შიც სა­კუ­თა­რი წა­მე­ბის ფაქტს აღ­წერ­და და რო­მე­ლიც დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დას­ტურ­და:

"#8 სა­პყრო­ბი­ლე­ში შეყ­ვა­ნის მე­ო­რე დღეს მი­თხრეს, რომ უნდა და­მე­წე­რა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე გან­ვუ­მარ­ტე, რომ აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია... მა­შინ მე­გის ქარ­და­ვამ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ჩა­იყ­ვა­ნეთ ქვე­მოთ და მო....ით, მა­გის დედა ვა­ტი­რეო...

ორი ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მეცა, რომ შარ­ვა­ლი ჩა­ე­ხა­დათ. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიე. ერთი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს, წე­სი­ე­რად და­მი­კა­ვე ეს ნა­ბიჭ­ვა­რი, უნდა მოვ...აო". უც­ბად გა­ი­ღო "კარ­მუშ­კა", სა­ი­და­ნაც იყუ­რე­ბო­და ორი პირი, ვინც მე­გის ქარ­და­ვას ახ­ლდა და ამას­თან, მი­ღებ­დნენ სუ­რათს. ამ დროს სა­კან­ში და­მაგ­დეს ია­ტაკ­ზე, შარ­ვალ­ჩახ­დი­ლი. მე ბე­ტონ­ზე თა­ვის დარ­ტყმა და­ვი­წყე. ამ დროს შე­მო­ვი­და ის ორი პირი, ერთ-ერ­თმა თავ­ზე ფეხი და­მა­დო, რომ არ ამე­წია. ამ დროს უკვე ვი­ყა­ვი შე­ბო­ჭი­ლი, მე­ო­რემ თა­ვი­სი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო მო­მა­დო და გა­და­მი­ღეს სუ­რა­თი... მი­თხრეს, თუ არ მივ­ცემ­დი აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას, მარ­თლა გა­მა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და სუ­რა­თებს ინ­ტერ­ნეტ­ში და­დებ­დნენ...”

მისი ად­ვო­კა­ტის თქმით კი: "ამის შემ­დეგ მან და­წე­რა ე.წ. აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, ანუ ის, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი ტე­რო­რის­ტულ აქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა­საც თხოვ­დნენ. ეს ნა­წე­რი მე­გის ქარ­და­ვას აუ­ტა­ნეს, ქარ­და­ვას ეს ნა­წე­რი არ მო­ე­წო­ნა და პა­ტი­მა­რი იქ ააყ­ვა­ნი­ნეს და ქა­ღალ­დი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნე­ბა იყო და­წე­რი­ლი, შე­ა­ჭა­მეს...“

პრო­კუ­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ეს მო­მენ­ტიც არის ასა­ხუ­ლი.

"კვი­რის პა­ლიტ­რის“ არ­ქივ­ში იძებ­ნებ აკი­დევ ერთი სტა­ტია, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ მხო­ლოდ მ.ა.- ს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით და მის მოგ­ვა­რეს, ლ.ა.-ს მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მოს­თხო­ვეს.

"მო­ი­თხოვ­დნენ, ხელი და­მე­დო ჩემი მოგ­ვა­რეს­თვის, მ.ა. - სთვის და კი­დევ 3 პი­რის­თვის. მათ მე სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. სა­ნაც­ვლოდ 2-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას მაკ­მა­რებ­დნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 20-წლი­ან "სროკ­ზე" გა­მიშ­ვებ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლებს წა­ლენ­ჯი­ხის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა გოჩა გო­გო­ხი­ამ და­უ­ბა­რა, ჩემს მოს­ვლამ­დე ისე და­ა­მუ­შა­ვეთ, ყვე­ლა­ფე­რი აღი­ა­რო­სო. მერე პო­ლი­ცი­ელ­მა ილუ­შა აქუ­ბარ­დი­ამ და­მი­დო ჩვე­ნე­ბა და ხე­ლის მო­წე­რას მა­ი­ძუ­ლებ­და. არ ვთან­ხმდე­ბო­დი, ამ დროს კოხ­ტა კო­დუ­ამ ვი­ღა­ცას პრე­ზერ­ვა­ტივ­წა­მოც­მუ­ლი "დუ­ბინ­კა" მო­ა­ტა­ნი­ნა... ამის შემ­დეგ ხე­ლის­მო­წე­რა­ზე დავ­თან­ხმდი, "ვა­ღი­ა­რებ­დი" ნარ­კო­ტი­კი­სა და უკა­ნო­ნო ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას. კო­დუა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ით და ასა­კო­ვა­ნი დე­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­თაც ", - ყვე­ბო­და ლ.ა.

იხი­ლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
6

მერე, მურუსიძე, ჩინჩალაძე სასამართლოში და იმ რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები რომ მერებად დასვა "ოცნებამ", ამის პასუხია?

9 წლის მერე გაგახსენდათ?
20

ბიჭო რა არის, რამდენი გაგიჭირდებათ, იმდენ ახალ საქმეს რომ იწყებთ! იზოგავთ საქმეებს არა? ამდენი ხანი სად იყავით? თქვენ მოძალადეებზე უარესები ხართ და ვისაც კიდე თქვენი ჯერათ, ისინი თქვენზე მაგარი ტორტები არიან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ" - რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა

"ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ" - რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება მოსთხოვეს. ქარდავა და მუხაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით დაკავებულს აიძულებდნენ ჩვენება მიეცა სხვა პირების შესახებაც, რომლებიც თითქოს მასთან ერთად მონაწილეობდნენ ტერაქტის დაგეგმვაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკავებულს გაუპატიურებით დაემუქრნენ.

აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად საგამოძებო ორგანომ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ასახულია მუხაძეს, ქარდავასა და ბრალდებულს შორის საუბარი.

პროკურატურის მტკიცებით,საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

კადრები მართლაც უმძიმესია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წამების ეს საქმე აქამდეც იყო ცნობილი და მედიაც აქტიურად აშუქებდა. გალის რაიონის მკვიდრმა მ.ა. - მ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლამდე, 2011 წელს, მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ციხიდანვე გაასაჯაროვა. ვრცელ წერილში ის დეტალურად აღწერდა, თუ რა მეთოდებით აიძულებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ არქანიას 2008-2010 წლებში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობის აღებას. ამ წერილს იმჟამად რეაგირება არ მოჰყოლია. ის სხვა პატიმრებთან ერთად, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამ საქმეზე 2011 -2012 წლებში აქტიურად წერდა გაზეთი "კვირის პალიტრა“. გთავაზობთ იმჟამად გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მ.ა. -ს შოკისმომგვრელი ახსნა-განმარტებას, რომელშიც საკუთარი წამების ფაქტს აღწერდა და რომელიც დღეს გამოქვეყნებული ვიდეოკადრებით ფაქტობრივად, დადასტურდა:

"#8 საპყრობილეში შეყვანის მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია... მაშინ მეგის ქარდავამ გასცა ბრძანება, ჩაიყვანეთ ქვემოთ და მო....ით, მაგის დედა ვატირეო...

ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ. წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს, წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვარი, უნდა მოვ...აო". უცბად გაიღო "კარმუშკა", საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან, მიღებდნენ სურათს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი. მე ბეტონზე თავის დარტყმა დავიწყე. ამ დროს შემოვიდა ის ორი პირი, ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი, მეორემ თავისი სასქესო ორგანო მომადო და გადამიღეს სურათი... მითხრეს, თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, მართლა გამაუპატიურებდნენ და სურათებს ინტერნეტში დადებდნენ...”

მისი ადვოკატის თქმით კი: "ამის შემდეგ მან დაწერა ე.წ. აღიარებითი ჩვენება, ანუ ის, რაც ტელევიზიით ჰქონდა მოსმენილი ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობის აღიარებასაც თხოვდნენ. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს, ქარდავას ეს ნაწერი არ მოეწონა და პატიმარი იქ ააყვანინეს და ქაღალდი, რომელზეც ჩვენება იყო დაწერილი, შეაჭამეს...“

პროკურატურის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ეს მომენტიც არის ასახული.

"კვირის პალიტრის“ არქივში იძებნებ აკიდევ ერთი სტატია, რომელის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ მ.ა.- ს აღიარებითი ჩვენებით და მის მოგვარეს, ლ.ა.-ს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.

"მოითხოვდნენ, ხელი დამედო ჩემი მოგვარესთვის, მ.ა. - სთვის და კიდევ 3 პირისთვის. მათ მე საერთოდ არ ვიცნობდი. სანაცვლოდ 2-წლიან პატიმრობას მაკმარებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 20-წლიან "სროკზე" გამიშვებდნენ. პოლიციელებს წალენჯიხის პოლიციის განყოფილების იმჟამინდელმა უფროსმა გოჩა გოგოხიამ დაუბარა, ჩემს მოსვლამდე ისე დაამუშავეთ, ყველაფერი აღიაროსო. მერე პოლიციელმა ილუშა აქუბარდიამ დამიდო ჩვენება და ხელის მოწერას მაიძულებდა. არ ვთანხმდებოდი, ამ დროს კოხტა კოდუამ ვიღაცას პრეზერვატივწამოცმული "დუბინკა" მოატანინა... ამის შემდეგ ხელისმოწერაზე დავთანხმდი, "ვაღიარებდი" ნარკოტიკისა და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. კოდუა ოჯახის წევრების ლიკვიდაციით და ასაკოვანი დედის გაუპატიურებითაც ", - ყვებოდა ლ.ა.

იხილეთ პროკურატურის გავრცელებული ვიდეო