საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძაშვილსა და მის მეუღლეს სამეზობლო დავის ნიადაგზე ესროლა" - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია 1 პირი
"ბიძაშვილსა და მის მეუღლეს სამეზობლო დავის ნიადაგზე ესროლა" - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია 1 პირი

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ გურ­ჯა­ან­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის და გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1950 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ზ. ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­ჯა­ან­ში, სა­მე­ზობ­ლო და­ვის ნი­ა­დაგ­ზე, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ბი­ძაშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს - გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ზ., ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, სო­ფელ გურ­ჯა­ა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მინ­დორ­ში და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გურ­ჯა­ან­ში მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი დღეს მოხ­და. სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან სრო­ლის შე­დე­გად ცოლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ქმა­რი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

მა­მა­კაცს კის­რის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­სას ცო­ცხა­ლი იყო, თუმ­ცა, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

უსიდისოებო რისთვის კლავთ ერთმანეთს ის მიწა იქნება თქვენ კი ვერასოდეს გაიხარებთ ვინც მცირე მიწის გულიზე ერთმანეთს სიცოცხლეს უსწრაფებთ. ფუი თქვენს კაცობას და ადამიანობას.

სასწრაფოდ
0

რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ! თორემ, ცუდად დამთავრდება ეს ყოველივე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბიძაშვილსა და მის მეუღლეს სამეზობლო დავის ნიადაგზე ესროლა" - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია 1 პირი

"ბიძაშვილსა და მის მეუღლეს სამეზობლო დავის ნიადაგზე ესროლა" - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია 1 პირი

კახეთის პოლიციამ გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს - გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გურჯაანში მკვლელობის ფაქტი დღეს მოხდა. სანადირო თოფიდან სროლის შედეგად ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარი კი საავადმყოფოში.

მამაკაცს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში შეყვანისას ცოცხალი იყო, თუმცა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.