სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ შტაბებს, "ქართული ოცნება" არის სრულიად დემორალიზებული" - თინა ბოკუჩავა
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ შტაბებს, "ქართული ოცნება" არის სრულიად დემორალიზებული" - თინა ბოკუჩავა

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი პა­ნი­კა მე­ტყვე­ლებს იმ გარ­და­უ­ვალ მარ­ცხზე, რო­მე­ლიც ელო­დე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხვალ, 2 ოქ­ტომ­ბრის რე­ფერნ­დუმ­ზე,- ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხვალ ოპო­ზი­ცია და­მა­ჯე­რებ­ლად იმარ­ჯვებს.

„მინ­და ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს გახ­დეს ამ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ნა­წი­ლი, ხვა­ლინ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დეს. ჩვე­ნი რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ სა­ათ­ში გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მა­სობ­რი­ვად ტო­ვე­ბენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შტა­ბებს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის სრუ­ლი­ად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, ჩა­მოშ­ლი­ლი და ამა­ზე მე­ტყვე­ლებს, მათ შო­რის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც კი ემიჯ­ნე­ბა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი -კო­ბა­ხი­ძის ის­ტე­რი­ას და აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს სხვა ტი­პის პა­სუ­ხე­ბი უნდა ჰქონ­დეს. მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში ვე­ღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ჩა­მო­შა­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა. ახლა ერ­თა­დერ­თი, რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთა­ვა­ზობს არის ქა­ო­სი და ის­ტე­რია. ხვა­ლინ­დელ რე­ფე­რენ­დუმ­ზე, ამა­ზე ყვე­ლა­ფერ­ზე ჩვენ უნდა გვქონ­დეს ძა­ლი­ან მშვი­დი და მტკი­ცე პა­სუ­ხი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბიც ვართ რომ ეს ასეც იქ­ნე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თა­დერ­თი უსუ­სუ­რი და ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი გზავ­ნი­ლი, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს აქვთ არის ის, რომ თურ­მე ნიკა მე­ლია კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნას აპი­რებს.

„გე­ტყვით რას აპი­რებს ნიკა მე­ლია - ნიკა მე­ლია გა­მარ­ჯვე­ბას აპი­რებს, ის თბი­ლის­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ან­ზორ მე­ლია ზუგ­დიდ­ში ემ­ზა­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და ოპო­ზი­ცია მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამი­ტომ ჩემო ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ა­ქე­ე­ბო, ამ ის­ტე­რი­ა­ზე ჩვენ ერ­თა­დერ­თი და ძა­ლი­ან მტკი­ცე პა­სუ­ხი უნდა გვქონ­დეს - ეს არის არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა. ერთი მხრივ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლად ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­შია და მე­ო­რე მხრივ ვხე­დავთ, რომ ხდე­ბა სა­მეგ­რო­ლო­სა და გუ­რი­ის სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, მათი გა­და­ტყორ­ცნა აჭა­რის რე­გი­ონ­ში. ერთი მხრივ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­შია, მე­ო­რე მხრივ ისი­ნი ახ­დე­ნენ მძი­მე ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბას. ეს ბუ­ნებ­რი­ვია მე­ტყვე­ლებს ქა­ოს­სა და დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რაც ახლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­გებ­ში სუ­ფევს, რო­მელ­საც ერთი დღე დარ­ჩე­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია“, - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
10

თქვენი ლიდერის ჩამოსვლამ მთელი საქოცეთი დარაზმა ოცნებისთვის ხმის მისაცემად და ძაანაც ნუ გექნება იმედი. მელია კი ხვდება, რომ მათ წისქვილზე დაასხა მიშამ წყალი მარაა გვიანია უკვე.

ამომრჩეველი
2

 არ მჯერა, რასაც ეს ქალბატონი ამბობს. მმართველი პარტიის ფანატი არ ვარ (არც არავისი, სხვათა შორის), მაგრამ რაღაც არ ველი მათგან უკან დახევასა და ძალების დათმობას. ისე, ყველაზე მარტივია, სასურველი გაასაღო რეალობად. დანარჩენი თქვენ იცით, გინდ დაიჯერეთ და გინდა ნუ დაიჯერებთ.

ავტორი:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ შტაბებს, "ქართული ოცნება" არის სრულიად დემორალიზებული" - თინა ბოკუჩავა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ შტაბებს, "ქართული ოცნება" არის სრულიად დემორალიზებული" - თინა ბოკუჩავა

“ქართული ოცნების“ დღევანდელი პანიკა მეტყველებს იმ გარდაუვალ მარცხზე, რომელიც ელოდება „ქართულ ოცნებას“ ხვალ, 2 ოქტომბრის რეფერნდუმზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.

„მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გახდეს ამ დამაჯერებელი გამარჯვების ნაწილი, ხვალინდელ არჩევნებზე აუცილებლად წავიდეს. ჩვენი რაიონული ორგანიზაციები, პრაქტიკულად, ყოველ საათში გვაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ „ქართული ოცნების“ შტაბებს. „ქართული ოცნება“ არის სრულიად დემორალიზებული, ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. სალომე ზურაბიშვილიც კი ემიჯნება ღარიბაშვილი -კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეს. მაგრამ სახელმწიფო უწყებები ამ ქვეყანაში ვეღარ ფუნქციონირებენ, იმიტომ, რომ სახელმწიფო უწყებები ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს არის ქაოსი და ისტერია. ხვალინდელ რეფერენდუმზე, ამაზე ყველაფერზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მშვიდი და მტკიცე პასუხი. დარწმუნებულებიც ვართ რომ ეს ასეც იქნება,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ერთადერთი უსუსური და ღიმილისმომგვრელი გზავნილი, რაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ არხებს აქვთ არის ის, რომ თურმე ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს.

„გეტყვით რას აპირებს ნიკა მელია - ნიკა მელია გამარჯვებას აპირებს, ის თბილისში გამარჯვებისთვის ემზადება. ანზორ მელია ზუგდიდში ემზადება გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მთელს საქართველოში გამარჯვებისთვის ემზადება. ამიტომ ჩემო ძვირფასო თანამოქალააქეებო, ამ ისტერიაზე ჩვენ ერთადერთი და ძალიან მტკიცე პასუხი უნდა გვქონდეს - ეს არის არჩევნებზე მისვლა. ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ღიმილისმომგვრელად ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაშია და მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ხდება სამეგროლოსა და გურიის საპოლიციო დანაყოფების მობილიზება, მათი გადატყორცნა აჭარის რეგიონში. ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაშია, მეორე მხრივ ისინი ახდენენ მძიმე ტექნიკის მობილიზებას. ეს ბუნებრივია მეტყველებს ქაოსსა და დემორალიზაციაზე, რაც ახლა „ქართული ოცნების“ რიგებში სუფევს, რომელსაც ერთი დღე დარჩენია ძალაუფლებაში. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.