სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით, იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი
"წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით, იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას აფა­სებს და ექი­მე­ბის კრი­ტი­კა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა:

" - ჯა­მუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი (გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი + აქ­ტი­უ­რი + ახა­ლი) აჭარ­ბებს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს; დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს რი­ცხვი უფრო მა­ღა­ლია მათ ხარ­ჯზე, ვინც არ ჩა­ი­ტა­რა ტეს­ტი­რე­ბა და/ან უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნა

- ამ ეტაპ­ზე მი­ნი­მუმ ერთი დო­ზით აც­რი­ლი - თით­ქმის 1 მი­ლი­ო­ნი - ამ ორ რი­ცხვს ვერ და­ვა­ჯა­მებთ, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ფარ­ვაა - ანუ ბევ­რი გა­და­ტა­ნი­ლი აიც­რა და პი­რი­ქით - ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც კი (1,5 მი­ლი­ო­ნი ნა­წი­ლობ­რივ იმუ­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი) იდე­ა­ლუ­რი შტორ­მია შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამ იმუ­ნი­ტეტს და­უსხლტა, უფრო ად­ვი­ლად გა­და­ე­ცე­მა და მე­ტად მრავ­ლდე­ბა, გავ­რცელ­დეს დარ­ჩე­ნილ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში

- გუ­შინ 74 გარ­დაც­ვლი­ლი და­ფიქ­სირ­და შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ფონ­ზე, თუ CFR-მაც გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­აგ­რძე­ლა - ეს უდა­ვოდ მი­უ­თი­თებს სის­ტე­მის/მედ­პერ­სო­ნა­ლის გა­დატ­ვირ­თვა­ზე და ეს ტენ­დენ­ცია თუ გაგ­რძელ­და, უკვე სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვისს ვერ მი­ი­ღე­ბენ არა მარ­ტო კო­ვი­დი­ა­ნე­ბი, არა­მედ სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი

- ამ ფონ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, რო­მელ შტამს ვებ­რძვით; თუ ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ 100-მდე რან­დო­მუ­ლი ნი­მუ­შის სეკ­ვე­ნი­რე­ბა მა­ინც მოხ­დეს, რომ ვი­ცო­დეთ, დელ­ტა, დელ­ტა პლუ­სი ან თუნ­დაც რამე ახა­ლი შტა­მი ხომ არ ცირ­კუ­ლი­რებს ჩვენ­თან

- დელ­ტა უკა­ნას­კნე­ლი შტა­მი, სამ­წუ­ხა­როდ, არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი (ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი) არის საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და ვირუსს მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვის მუ­ტა­ცია არ მოს­ვლია (ანუ მის წი­ნა­პარ MERS-ს არ დამ­სგავ­სე­ბუ­ლა), ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის მიღ­წე­ვა უნდა მოხ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ფექ­ცი­ის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის კომ­ბი­ნა­ცი­ის ფონ­ზე, მარ­ტო ერთს ან მე­ო­რეს ამის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ აქვს;

პან­დე­მი­ის ეფექ­ტუ­რი დას­რუ­ლე­ბის შან­სი არ­ცერთ არ­სე­ბულ პრე­პა­რატ­საც არ აქვს და, მე­ეჭ­ვე­ბა, ეს წა­მალ­მა გა­და­წყვი­ტოს რო­დეს­მე - რად­გა­ნაც მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ანუ მთავ­რო­ბა, ინერ­ტუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სი­კე­თის და ასე­ვე რის­კე­ბის ახ­სნა­ში, ამ ნი­შას სხვე­ბი, მათ შო­რის ჩემი კო­ლე­გე­ბი ავ­სე­ბენ, ამი­ტომ აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნე­ე­ბი ისი­ნი ხდე­ბი­ან, რაც ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა!"

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 514 744-ს. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 6 771 პირი ემსხვერ­პლა.

22 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 962 165 აცრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

სულ მცი­რე 1 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 675 978 ადა­მი­ა­ნი - მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 23.7%.

სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 286 187 ადა­მი­ა­ნი - მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 10.0%

21 აგ­ვის­ტოს აიც­რა 23 303 ადა­მი­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 2021 წლის 15 მარტს და­ი­წყო. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში აცრა მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნე­ბით: „ფა­ი­ზე­რი", "ას­ტრა­ზე­ნე­კა", "სი­ნო­ფარ­მი", "სი­ნო­ვა­კი".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქ.
0

ერთი ნაწილი ხელისუფლებას საყვედურობს, არ ზრუნავს მოსახლეობის ვაქცინაციაზე, მეორე ნაწილი პირიქით ლანძღავს, ნუ გვაძალებთ აცრასო. რომელს დავუჯეროთ?

ერმონია
1

რაო, რა მინდაო ამ პატიოსანმა კაცმა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით, იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი

"წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით, იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და ექიმების კრიტიკასაც ეხმაურება:

" - ჯამურად დადასტურებული შემთხვევები (გამოჯანმრთელებული + აქტიური + ახალი) აჭარბებს ნახევარ მილიონს; დიდი ალბათობით ეს რიცხვი უფრო მაღალია მათ ხარჯზე, ვინც არ ჩაიტარა ტესტირება და/ან უსიმპტომოდ გადაიტანა

- ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილი - თითქმის 1 მილიონი - ამ ორ რიცხვს ვერ დავაჯამებთ, რადგან მნიშვნელოვანი გადაფარვაა - ანუ ბევრი გადატანილი აიცრა და პირიქით - ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებითაც კი (1,5 მილიონი ნაწილობრივ იმუნური ადამიანი) იდეალური შტორმია შექმნილი იმისთვის, რომ ვირუსი, რომელიც ამ იმუნიტეტს დაუსხლტა, უფრო ადვილად გადაეცემა და მეტად მრავლდება, გავრცელდეს დარჩენილ პოპულაციაში

- გუშინ 74 გარდაცვლილი დაფიქსირდა შედარებით დაბალი ახალი შემთხვევების ფონზე, თუ CFR-მაც გაუარესება გააგრძელა - ეს უდავოდ მიუთითებს სისტემის/მედპერსონალის გადატვირთვაზე და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, უკვე სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებენ არა მარტო კოვიდიანები, არამედ სხვა პაციენტები

- ამ ფონზე წარმოდგენა არ გვაქვს, რომელ შტამს ვებრძვით; თუ ჯერ არ გაკეთებულა, კარგი იქნება, რომ 100-მდე რანდომული ნიმუშის სეკვენირება მაინც მოხდეს, რომ ვიცოდეთ, დელტა, დელტა პლუსი ან თუნდაც რამე ახალი შტამი ხომ არ ცირკულირებს ჩვენთან

- დელტა უკანასკნელი შტამი, სამწუხაროდ, არ იქნება, მაგრამ დამაიმედებელი ამბავი ის არის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი (ინფექციის შემდგომი) არის საკმაოდ ხანგრძლივი და ვირუსს მაღალი სიკვდილობის გამოწვევის მუტაცია არ მოსვლია (ანუ მის წინაპარ MERS-ს არ დამსგავსებულა), ამიტომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა უნდა მოხდეს ვაქცინაციის და ბუნებრივი ინფექციის მიერ გამოწვეული იმუნიტეტის კომბინაციის ფონზე, მარტო ერთს ან მეორეს ამის თეორიული შანსიც არ აქვს;

პანდემიის ეფექტური დასრულების შანსი არცერთ არსებულ პრეპარატსაც არ აქვს და, მეეჭვება, ეს წამალმა გადაწყვიტოს როდესმე - რადგანაც მთავარი პასუხისმგებელი, ანუ მთავრობა, ინერტულია ვაქცინაციის სიკეთის და ასევე რისკების ახსნაში, ამ ნიშას სხვები, მათ შორის ჩემი კოლეგები ავსებენ, ამიტომ აგრესიის სამიზნეები ისინი ხდებიან, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა!"

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".