Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება" - შანაი ბრუკის მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები
"ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება" - შანაი ბრუკის მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

30 ივ­ლისს თბი­ლის­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­ო­რე დღეს ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გლი­სურს ას­წავ­ლი­და, მთაწ­მინ­დის ფერ­დზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

შა­ნაი ბრუ­კის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნა­ის ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რის დროს მე­გო­ბარ­მა შა­ნა­ის სი­ტყვე­ბი გა­ი­გო­ნა: "გთხოვთ, გა­მიშ­ვით, უბ­რა­ლოდ გა­მიშ­ვით".

AMBEBI.GE-ს სან­დო წყა­რო საქ­მის გა­უხ­მა­უ­რე­ბელ დე­ტა­ლებს უმ­ხელს:

"რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, ასე ვთქვათ, "ნა­ო­მა­რია" და ნა­ჭი­და­ვე­ბი. მას მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. არ ვიცი, სა­ი­დან გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ გო­გო­ნას სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აქვს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ დას­ტურ­დე­ბა.

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ქალი სხვა ად­გი­ლა­საა მოკ­ლუ­ლი და მე­რეა იმ ად­გი­ლას ჩაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლი გვა­მის გა­და­მალ­ვას ცდი­ლობ­და, ამი­ტომ ჰქონ­და მას ტო­ტე­ბი ზე­მო­დან დაყ­რი­ლი. ისიც იკ­ვე­თე­ბა, რომ გო­გო­ნა იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მოკ­ლუ­ლი, ანუ არც ისე შორს იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც მისი გვა­მი იპო­ვეს.

და­ზი­ა­ნე­ბებ­სა და მკვლე­ლო­ბის ია­რაღს რაც შე­ე­ხე­ბა, რა­ი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კი არა, მა­ღა­ზი­ა­ში რომ იყი­დე­ბა, "პლასტმა­სის" ტა­რი­ა­ნი და­ნით აქვს კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ეტყო­ბა, თავ­დამ­სხმე­ლი აში­ნებ­და და ეჭი­და­ვე­ბო­და, ის კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და. ქალს ხე­ლის თი­თე­ბიც და­სე­რი­ლი აქვს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ ჰგავს და­გეგ­მილ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ მკვლე­ლო­ბას. მსხვერ­პლს არც თა­ვის და არც გულ-მკერ­დის არე­ში არ აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

შსს ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, სსკ-ს 108-ე მუხ­ლით აწარ­მო­ებს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შა­ნაი ბრუ­კის კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი გა­მო­კი­თხეს. ბრუ­კის მე­გობ­რის ად­ვო­კა­ტის, ლაშა ტყე­შე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ყვე­ლა, ვინც ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეს იც­ნობ­და. შსს სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
5

ძალიან უსირცხვინო ინტერვიუა...მალე სავარაუდოდ იმასაც იტყვის ეს ე.წ "მეგობარი" რომ ამ გოგონამ გამოიწვია და ეჩხუბა ის თავს იცავდაო.

დ გ
2

აბა ოპოზიციურ არხებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ცრუ ინფორმაციის გაცემაზე უნდა დაჯარიმდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება" - შანაი ბრუკის მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

"ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება" - შანაი ბრუკის მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

30 ივლისს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გაუჩინარდა. მეორე დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა, მთაწმინდის ფერდზე გარდაცვლილი იპოვეს.

შანაი ბრუკის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაის ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ტელეფონით საუბრის დროს მეგობარმა შანაის სიტყვები გაიგონა: "გთხოვთ, გამიშვით, უბრალოდ გამიშვით".

AMBEBI.GE-ს სანდო წყარო საქმის გაუხმაურებელ დეტალებს უმხელს:

"როგორც ირკვევა, გოგონა, ასე ვთქვათ, "ნაომარია" და ნაჭიდავები. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ამბავი გაუპატიურების შესახებ, მაგრამ გეტყვით, რომ გოგონას სექსუალური ძალადობის კვალი არ აქვს, გაუპატიურება არ დასტურდება.

ისიც ცნობილია, რომ ქალი სხვა ადგილასაა მოკლული და მერეა იმ ადგილას ჩაყვანილი. როგორც ჩანს, მკვლელი გვამის გადამალვას ცდილობდა, ამიტომ ჰქონდა მას ტოტები ზემოდან დაყრილი. ისიც იკვეთება, რომ გოგონა იმავე ტერიტორიაზეა მოკლული, ანუ არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მისი გვამი იპოვეს.

დაზიანებებსა და მკვლელობის იარაღს რაც შეეხება, რაიმე პროფესიონალური კი არა, მაღაზიაში რომ იყიდება, "პლასტმასის" ტარიანი დანით აქვს კისრის არეში ჭრილობები მიყენებული. ეტყობა, თავდამსხმელი აშინებდა და ეჭიდავებოდა, ის კი წინააღმდეგობას უწევდა. ქალს ხელის თითებიც დასერილი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ეს არ ჰგავს დაგეგმილ და პროფესიონალის მიერ შესრულებულ მკვლელობას. მსხვერპლს არც თავის და არც გულ-მკერდის არეში არ აქვს ჭრილობები", - გვეუბნება წყარო.

შსს ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში შანაი ბრუკის კოლეგები და მეგობრები გამოკითხეს. ბრუკის მეგობრის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, გამოკითხვაზე იმყოფებოდა ყველა, ვინც ავსტრალიის მოქალაქეს იცნობდა. შსს სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს.