Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი 2 წელი დამთავრდა და... დამთავრდა მედლით" - თუშიშვილის ვერცხლი და მისი მეუღლის ემოციური პოსტი
"ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი 2 წელი დამთავრდა და... დამთავრდა მედლით" - თუშიშვილის ვერცხლი და მისი მეუღლის ემოციური პოსტი

გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­დეგ, მე­სა­მე სპორ­ტსმე­ნია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში თუ­შიშ­ვილ­მა რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ტა­მერ­ლან ბა­შა­ე­ვი სუფ­თა გდე­ბით და­ა­მარ­ცხა. ფი­ნალ­ში ის ჩე­ხე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ ლუ­კაშ კრპა­ლე­კის­თან და­მარ­ცხდა.

ძი­უ­დო­ის­ტის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას ით­ვლის, მათ შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბას.

სპორ­ტსმე­ნი 18 წლის იყო, რო­დე­საც "დი­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლო“ მო­ი­გო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად მზა­დე­ბა და­ი­წყო. ერთ დღეს ვარ­ჯი­შის დროს ტრავ­მა მი­ი­ღო, თუმ­ცა გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრძო­ლა წა­ა­გო და ტრავ­მა ისე გა­ურ­თულ­და, რომ საკ­მა­ოდ მძი­მე ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. იმ­ჟა­მად ექი­მე­ბი იმედს არ აძ­ლევ­დნენ, რომ ოდეს­მე მა­ინც შეძ­ლებ­და პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბას.

ეს იყო გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე არას­პორ­ტუ­ლი რვა თვე.

"რე­ჟი­მი­დან ამოვ­ვარ­დი, სულ გა­რეთ ვი­ყა­ვი და სახ­ლში გვი­ან ვბრუნ­დე­ბო­დი. ორ­გა­ნიზ­მი გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლი მქონ­და. ამის მერე ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ამა­ში ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი სპორ­ტუ­ლი შე­მარ­თე­ბა და­მეხ­მა­რა. სულ მქონ­და "ჟილ­კა", ჩემ­პი­ო­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი. მინ­დო­და, ევ­რო­პის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა, რაც ჩემი ოჯა­ხის მხარ­ში დგო­მით, შევ­ძე­ლი კი­დეც. 4-5 თვე დამ­ჭირ­და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ და­მე­წყო და მერე ფორ­მა­შიც ჩავ­დე­ქი...“ - ყვე­ბო­და გუ­რა­მი ჟურ­ნალ "გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ორი წლის წინ.

სპორ­ტსმე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მისი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი ანი პა­ი­კი­ძეა. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - 5 წლის სე­სი­ლია ჰყავს. გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლის­თვის ანი ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლია. გო­გო­ნა ჯერ კი­დევ მა­შინ შე­უყ­ვარ­და, რო­დე­საც ის და­სას­ვე­ნებ­ლად ადი­ო­და კო­ჯორ­ში.

"ანი გა­გე­ბით ეკი­დე­ბა ჩემს სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას. არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი ან კონ­ფლიქ­ტი არ გვაქვს იმის გამო, რომ შეკ­რე­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა 2-3 კვი­რა წა­ვი­დე. ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ასე­ვე ის, რომ სპორ­ტსმე­ნი სხვა ქვე­ყა­ნა­შია შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და ოჯახ­ზე არ აქვს სა­ნერ­ვი­უ­ლო...“ - ამ­ბობს თუ­შიშ­ვი­ლი.

სპორ­ტსმე­ნის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლე, ანი პა­ი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ყვე­ლას ვერ გპა­სუ­ხობთ, ემო­ცი­ე­ბის, დაბ­ნე­უ­ლო­ბის და კი­დევ არ ვიცი ამას რა ქვია. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვი­საც გულ­წრფე­ლად უხა­რია. ჩემ­თვის ეს დღე და­უ­ვი­წყა­რია და მად­ლო­ბა შენ ამის­თვის Guram Tushishvili. ამა­ყი ვარ, რომ მქვია შენი მე­უღ­ლე. ეს და­სა­წყი­სია, მად­ლო­ბა ღმერ­თს ეს ურ­თუ­ლე­სი ორი წელი დამ­თავ­რდა და დამ­თავ­რდა მედ­ლით. შენ მარ­ტო, შენ ეს შე­ძე­ლი, მად­ლო­ბა ყვე­ლას კი­დევ ერთხელ ...“ - წერს ანი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!! იმრავლეთ და გაიხარეთ!!! და საქართველოც კიდევ ბევრჯერ გაახარეთ...

meri
0

გილოცავთ! იმრავლეთ და იხარეთ, წარმატებებს გისურვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი 2 წელი დამთავრდა და... დამთავრდა მედლით" - თუშიშვილის ვერცხლი და მისი მეუღლის ემოციური პოსტი

"ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი 2 წელი დამთავრდა და... დამთავრდა მედლით" - თუშიშვილის ვერცხლი და მისი მეუღლის ემოციური პოსტი

გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის შემდეგ, მესამე სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა. ფინალში ის ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკისთან დამარცხდა.

ძიუდოისტის სპორტული კარიერა არაერთ წარმატებას ითვლის, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობას.

სპორტსმენი 18 წლის იყო, როდესაც "დიდების საქართველო“ მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. ერთ დღეს ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა გამგზავრებაზე უარი არ უთქვამს. ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლა წააგო და ტრავმა ისე გაურთულდა, რომ საკმაოდ მძიმე ოპერაცია დასჭირდა. იმჟამად ექიმები იმედს არ აძლევდნენ, რომ ოდესმე მაინც შეძლებდა პროფესიულ სპორტში დაბრუნებას.

ეს იყო გურამ თუშიშვილის ცხოვრებაში ყველაზე არასპორტული რვა თვე.

"რეჟიმიდან ამოვვარდი, სულ გარეთ ვიყავი და სახლში გვიან ვბრუნდებოდი. ორგანიზმი გაზარმაცებული მქონდა. ამის მერე ვარჯიშის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამაში ბავშვობიდან გამოყოლილი სპორტული შემართება დამეხმარა. სულ მქონდა "ჟილკა", ჩემპიონი გავმხდარიყავი. მინდოდა, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონობა, რაც ჩემი ოჯახის მხარში დგომით, შევძელი კიდეც. 4-5 თვე დამჭირდა სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო და მერე ფორმაშიც ჩავდექი...“ - ყვებოდა გურამი ჟურნალ "გზასთან“ ინტერვიუში ორი წლის წინ.

სპორტსმენი დაოჯახებულია. მისი მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგი ანი პაიკიძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი - 5 წლის სესილია ჰყავს. გურამ თუშიშვილისთვის ანი ბავშვობის სიყვარულია. გოგონა ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როდესაც ის დასასვენებლად ადიოდა კოჯორში.

"ანი გაგებით ეკიდება ჩემს სპორტულ ცხოვრებას. არანაირი დისკომფორტი ან კონფლიქტი არ გვაქვს იმის გამო, რომ შეკრებებზე შეიძლება 2-3 კვირა წავიდე. ურთიერთგაგება ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე ის, რომ სპორტსმენი სხვა ქვეყანაშია შეჯიბრებაზე და ოჯახზე არ აქვს სანერვიულო...“ - ამბობს თუშიშვილი.

სპორტსმენის გამარჯვების შემდეგ მეუღლე, ანი პაიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ყველას ვერ გპასუხობთ, ემოციების, დაბნეულობის და კიდევ არ ვიცი ამას რა ქვია. პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი, ვისაც გულწრფელად უხარია. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარია და მადლობა შენ ამისთვის Guram Tushishvili. ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. ეს დასაწყისია, მადლობა ღმერთს ეს ურთულესი ორი წელი დამთავრდა და დამთავრდა მედლით. შენ მარტო, შენ ეს შეძელი, მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ...“ - წერს ანი.