პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?
დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?

ხარ­კო­ვის ოლ­ქში, უკ­რა­ი­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ქარ­თვე­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი", 42 წლის ლე­ვან ბუ­ლის­კე­რია, იგი­ვე "ლე­ვან გალ­სკი" და­ა­კა­ვეს. ის და რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას ცდი­ლობ­დნენ, მზე­სუმ­ზი­რე­ბის მინ­დვ­რებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა censor.net იუ­წყე­ბა.

"არც "ლე­ვან გალ­სკის" და არც მის თან­მხლებ პი­რებს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ვი­თა­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქონ­დათ. თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათი ვი­ნა­ო­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ად­გი­ნეს. ლე­ვან ბუ­ლის­კე­რია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეა. ის მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­დან უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მისი თა­ნა­მო­აზ­რე 32 წლის პირი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

მათ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის გარ­და, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბა­შიც ედე­ბათ ბრა­ლი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 5 800 გრინ­ვამ­დე ფი­ნან­სურ ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს; და­ნარ­ჩენს უკ­რი­ა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­წყვეტს.." - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ლე­ვან ბუ­ლის­კე­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტი­ტუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია და შე­კი­თხვა­ზე: "ხართ თუ არა ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი?" უპა­სუ­ხა: "დიახ, ქურ­დი ვარ".

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა უკ­რა­ი­ნა­შიც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა.

გა­სულ წელს, დი­მიტ­როვგრა­დის ცი­ხე­ში მყო­ფი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ მას სას­ჯე­ლის ვადა ამო­წუ­რუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთ თვეს ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­ა­ტა­რებ­და, რის შემ­დე­გაც, მისი დე­პორ­ტა­ცია იგეგ­მე­ბო­და.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მე­სა­მე ჯგუ­ფის სტა­ტუ­სით და­ტო­ვა, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის დას­კვნით, მას რუ­სე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნუ­ვი­თარ­და...

"კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში "ლე­ვან გალ­სკის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს" წი­ლე­ბი აქვს რამ­დე­ნი­მე პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში; ის გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობს თა­ვის მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთ­ში. ბუ­ლის­კე­რია სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლაქ გალ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მას ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში პა­ტივს სცე­მენ. ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის სტა­ტუ­სი 2012 წელს, პი­რა­დად ას­ლან უსო­ი­ა­ნის­გან, იგი­ვე ძედ ჰა­სა­ნის­გან მი­ი­ღო. ამა­ვე სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბუ­ლის­კი­რი­აც, რო­მელ­საც ასე­ვე გავ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა lenta.ru.

"იმე­დია, ამ პრინ­ცი­პულ მიდ­გო­მას ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ და ბუ­ლის­კე­რი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ "ვი­ღა­ცებს" დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ არ გა­უ­რიგ­დე­ბინ" - წე­რენ უკ­რა­ი­ნე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხრებ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
0

რატომ აპიარებთ ამ სამყაროს ნიუსებით?

გიორგი
0

მართლა ვის რაში აინტერესებს ესეთი სტატიები,კარგით რა. 38 წლის ვარ და ლამის (ჩევიცუცქო სიმონ).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?

დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?

ხარკოვის ოლქში, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", 42 წლის ლევან ბულისკერია, იგივე "ლევან გალსკი" დააკავეს. ის და რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ, მზესუმზირების მინდვრებში იმალებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა censor.net იუწყება.

"არც "ლევან გალსკის" და არც მის თანმხლებ პირებს პირადობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ ჰქონდათ. თუმცა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მათი ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს. ლევან ბულისკერია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის მიმდინარე წლის მაისიდან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭომ სანქციების სიაში შეიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, მისი თანამოაზრე 32 წლის პირი, რომლის ვინაობას უკრაინული შესაბამისი სამსახურები არ აკონკრეტებენ.

მათ კრიმინალური სამყაროს წევრობის გარდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაშიც ედებათ ბრალი, რაც დაახლოებით 5 800 გრინვამდე ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს; დანარჩენს უკრიანის პროკურატურა გადაწყვეტს.." - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ლევან ბულისკერიამ დაადასტურა, რომ ის ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტულის მატარებელია და შეკითხვაზე: "ხართ თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდი?" უპასუხა: "დიახ, ქურდი ვარ".

შეგახსენებთ, საქართველოს მსგავსად, ქურდული სამყაროს წევრობა უკრაინაშიც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.

გასულ წელს, დიმიტროვგრადის ციხეში მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდი" ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ რუსული მედია წერდა, რომ მას სასჯელის ვადა ამოწურული ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებდა, რის შემდეგაც, მისი დეპორტაცია იგეგმებოდა.

"მოგვიანებით გაირკვა, რომ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ფსიქიატრიული საავადმყოფო შეზღუდული შესაძლებლობის მესამე ჯგუფის სტატუსით დატოვა, რომელიც ექიმების დასკვნით, მას რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუვითარდა...

"კრიმინალურ წრეებში "ლევან გალსკის“ სახელით ცნობილ "კანონიერი ქურდს" წილები აქვს რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში; ის გავლენებით სარგებლობს თავის მშობლიურ აფხაზეთში. ბულისკერია საზღვრისპირა ქალაქ გალში დაიბადა და გაიზარდა. მას ადგილობრივ კრიმინალურ წრეებში პატივს სცემენ. ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2012 წელს, პირადად ასლან უსოიანისგან, იგივე ძედ ჰასანისგან მიიღო. ამავე სტატუსით სარგებლობს მისი ბიძაშვილი, ირაკლი ბულისკირიაც, რომელსაც ასევე გავლენები აქვს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" - წერს რუსული გამოცემა lenta.ru.

"იმედია, ამ პრინციპულ მიდგომას ბოლომდე შეინარჩუნებენ და ბულისკერიას თავისუფლების სანაცვლოდ "ვიღაცებს" დიდი ფულის სანაცვლოდ არ გაურიგდებინ" - წერენ უკრაინელი ინტერნეტმომხრებლები.