საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია" - გიორგი გახარია
"არავის ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია" - გიორგი გახარია

და­ვი­წყებთ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბით, გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით და ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნებთ რო­გორ უნდა იზ­რუ­ნო ხალ­ხთან ერ­თად და აშე­ნო სა­ხელ­მწი­ფო. რაც მთა­ვა­რია - ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია! , - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჩხო­რო­წყუ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პარ­ტი­ის ხედ­ვებ­ზე ისა­უბ­რა.

გა­ხა­რი­ამ „ოც­ნე­ბა­ში“ დარ­ჩე­ნილ „ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზეც“ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის მცდე­ლო­ბებ­ზეც ისა­უბ­რა.

„ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნია იქით მხა­რეს, ჩვენც ხომ იქე­დან მო­ვე­დით - ჩვენც ხომ „ოც­ნე­ბის“ ნა­წი­ლი ვი­ყა­ვით. იქ ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა, მაგ­რამ უკვე უფრო სწრა­ფად არის ბევ­რი რამე გა­სა­კე­თე­ბე­ლი, უფრო ეფექ­ტი­ა­ნად, უფრო კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ერ­თმა­ნე­თის ჭა­მას, გი­ნე­ბას და ლან­ძღვას თავი უნდა და­ვა­ნე­ბოთ და უნდა ვთქვათ - ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ იმის­თვის, რომ ჩვენ შვი­ლებს ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი შე­ვუქ­მნათ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა მიხ­ვდეს, რომ მისი მუ­ქა­რე­ბის არა­ვის ეში­ნია.

„კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ - არა­ვის არ ვე­ო­მე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ არც არა­ვი­სი გვე­ში­ნია. ვე­რა­ნა­ი­რი მუ­ქა­რე­ბით, რა­ღაც სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბე­ბით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ, სა­ერ­თოდ ვე­რა­ვის! მინ­და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ვუ­თხრა - იცო­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის გვერ­დით ვდგა­ვარ და აბა, მო­ვიდ­ნენ და ვინ­მეს და­ე­მუქ­რონ! ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს გა­ბე­დავს ამ ქვე­ყა­ნა­ში რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის და­ში­ნე­ბას იმით, რომ სამ­სა­ხურს და ხელ­ფასს და­კარ­გავს! ეს არის უღირ­სო­ბა უბ­რა­ლოდ.

„ნა­ცე­ბი“ იმ 2012 წელს სხვას არა­ფერს აკე­თებ­დნენ. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მჯე­რა და ვიცი, რომ იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს - გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში. სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ჩვენ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, ხელი გა­ვუ­წო­დოთ და ვუ­თხრათ, რომ გვეს­მის ყვე­ლა­ფე­რი და მოვა დრო, რო­დე­საც ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ და ერ­თად უნდა ვიბ­რძო­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მხარ­დამ­ჭე­რებს პარ­ტი­ის ხედ­ვა გა­აც­ნო და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ კონ­კრე­ტუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლავს მათ­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის გან­სა­ზღვრას.

„არ შე­იძ­ლე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში გლეხს, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მშრო­მელ ადა­მი­ანს უჭირ­დეს ისე, რო­გორც უჭირს დღეს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა - არა­სო­დეს ასე არ ყო­ფი­ლა. თი­თო­ე­ულ რა­ი­ონს, თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ან ძვე­ლი ფუნ­ქცია უნდა აღ­ვუდ­გი­ნოთ, ან ახა­ლი უნდა შევ­ძი­ნოთ და ამა­ში ჩვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა კი არ გვჭირ­დე­ბა, დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თებს, წლე­ბის წინ რომ ებ­რძო­ლათ „ნა­ცე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ ისე, რო­გორც ახლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან, ქვე­ყა­ნა დღეს სხვა­გან იქ­ნე­ბო­და და ბევ­რად უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და“, აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რია.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც და­ა­ა­ნონ­სა.

„ჩვენ და­ვი­წყებთ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბით, შემ­დგომ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით და რო­გორ უნდა ხალ­ხთან ერ­თად იზ­რუ­ნო და აშე­ნო სა­ხელ­მწი­ფო, ამის მა­გა­ლითს ვაჩ­ვე­ნებთ ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც ყვე­ლას და და ქვეყ­ნის გა­რე­თაც. რაც მთა­ვა­რია - ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია!“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ესები
1

ჟერარ დეპარდიეს დეიდაშვილს გავს. "არც არავის ვემონები, არც ვბატონობ არავიის" 

ედიკა
0

ეხ, ეხ ჩემო გახარია! ჩხოროწყუ, შეიძლება შენია, მააგრამ; ჩვენ უკვე გყვავდი პირველ პირად, გეკეთებინა, უფრო კარგად, უფრო ხარისხიანად, უფრო კეთილსინდისიერად, ვინ გიშლიდა??? და თუ გიშლიდა, თქვი შე კაცო კეთილსინდისიერად, პერსონალურად დაასახელე ის ხალხი, თუ ჯგუფი და როგორ გიშლიდნენ ხელს ისიც თქვი. აბა ეგრე რომ ამბობ ჰაერზე, იქითაც არიან კარგებიო, ჩვენ ხომ ვაართ და ვაართო. ფაქტები გვინდა ხალხს ფაქტები და დსკვნებს როგორმე ჩვენ, თვითონ გამოვიტანთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არავის ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია" - გიორგი გახარია

"არავის ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია" - გიორგი გახარია

დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, გავაგრძელებთ საპარლამენტო არჩევნებით და ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო. რაც მთავარია - ჩვენ ეს შეგვიძლია! , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტიის ხედვებზე ისაუბრა.

გახარიამ „ოცნებაში“ დარჩენილ „ღირსეულ ადამიანებზეც“ და ხელისუფლების მიერ პარტიის მხარდამჭერების შევიწროების მცდელობებზეც ისაუბრა.

„ბევრი კარგი ადამიანია იქით მხარეს, ჩვენც ხომ იქედან მოვედით - ჩვენც ხომ „ოცნების“ ნაწილი ვიყავით. იქ ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა, მაგრამ უკვე უფრო სწრაფად არის ბევრი რამე გასაკეთებელი, უფრო ეფექტიანად, უფრო კეთილსინდისიერად არის გასაკეთებელი. ერთხელ და სამუდამოდ ერთმანეთის ჭამას, გინებას და ლანძღვას თავი უნდა დავანებოთ და უნდა ვთქვათ - ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ღირსეული მომავალი შევუქმნათ“, - განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მისი მუქარების არავის ეშინია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ - არავის არ ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია. ვერანაირი მუქარებით, რაღაც სამსახურიდან გაგდებებით ვერავის შეაშინებენ, საერთოდ ვერავის! მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა - იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის გვერდით ვდგავარ და აბა, მოვიდნენ და ვინმეს დაემუქრონ! ვერავინ ვერასოდეს გაბედავს ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის დაშინებას იმით, რომ სამსახურს და ხელფასს დაკარგავს! ეს არის უღირსობა უბრალოდ.

„ნაცები“ იმ 2012 წელს სხვას არაფერს აკეთებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა და ვიცი, რომ იქ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს - განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურში ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ხელი გავუწოდოთ და ვუთხრათ, რომ გვესმის ყველაფერი და მოვა დრო, როდესაც ამ ქვეყნის მომავალზე ერთად უნდა ვიზრუნოთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს პარტიის ხედვა გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონებში სიღარიბის დასაძლევად პარტია „საქართველოსთვის“ კონკრეტული მუნიციპალიტეტების დონეზე განიხილავს მათთვის ეკონომიკური ფუნქციების განსაზღვრას.

„არ შეიძლება სამეგრელოში გლეხს, კეთილსინდისიერ მშრომელ ადამიანს უჭირდეს ისე, როგორც უჭირს დღეს. ეს არ შეიძლება - არასოდეს ასე არ ყოფილა. თითოეულ რაიონს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ან ძველი ფუნქცია უნდა აღვუდგინოთ, ან ახალი უნდა შევძინოთ და ამაში ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა კი არ გვჭირდება, დახმარება გვჭირდება. ზოგიერთებს, წლების წინ რომ ებრძოლათ „ნაცების“ წინააღმდეგ ისე, როგორც ახლა ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან, ქვეყანა დღეს სხვაგან იქნებოდა და ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა“, აღნიშნა გახარია.

გიორგი გახარიამ პარტიის მუნიციპალური არჩევნების შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.

„ჩვენ დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, შემდგომ გავაგრძელებთ საპარლამენტო არჩევნებით და როგორ უნდა ხალხთან ერთად იზრუნო და აშენო სახელმწიფო, ამის მაგალითს ვაჩვენებთ ქვეყნის შიგნითაც ყველას და და ქვეყნის გარეთაც. რაც მთავარია - ჩვენ ეს შეგვიძლია!“ - განაცხადა გახარიამ.