სპორტი
სამართალი
სამხედრო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?
აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?

ამ ბო­ლო­ხანს მე­ტის­მე­ტად მო­ვუხ­ში­რე ზემო იმე­რეთ­ში სტუმ­რო­ბას - ზე­დი­ზედ სამ­ჯერ ვი­ყა­ვი და აშ­კა­რად ემო­ცი­ე­ბიც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მო­მე­ძა­ლა. პირ­ვე­ლად მა­მი­სე­ულ სა­ჩხე­რეს და სო­ფელ გა­მოღ­მა არ­გვეთს მი­ვა­შუ­რე, სა­დაც ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მი და მა­რა­ნი "ჭუ­რის­თა­ვი“ სტუმ­რებს ელო­და და მინ­დო­და, მეც მო­მეს­მი­ნა მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მი­ხა­რია, ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ ტო­ვებს "ჭუ­რის­თავს“...

კე­რის აღორ­ძი­ნე­ბა კი ამ ეზო­ში ბავ­შვო­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი და შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში გაზ­რდი­ლი გო­გო­ნას, დღეს უკვე ქალ­ბა­ტო­ნის, ჩემ­თვის ბავ­შვო­ბი­დან სა­ნი­მუ­შო ადა­მი­ა­ნის - მეღ­ვი­ნე და მე­ურ­ნე მაია-მა­რი­ამ ხარ­ში­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ცხა­დია, თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თა­ნად­გო­მით. ალ­ბათ, და­მერ­წმუ­ნე­ბით, რომ მეღ­ვი­ნე ქალს იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბი ჩვენ­ში, მან კი სწო­რედ ეს გზა აირ­ჩია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ინ­ტე­რე­სი­ა­ნი იყო, უფ­რო­სე­ბის მო­ყო­ლილ­საც ხში­რად უგ­დებ­და ყურს და იმახ­სოვ­რებ­და, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ინ­ჟი­ნერ-ქი­მი­კოს-ტექ­ნო­ლო­გის აქვს, მეღ­ვი­ნე­ო­ბამ რომ გა­ი­ტა­ცა, მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­ცე­მულ ცოდ­ნას, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­კი­თხუ­ლი და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურ­სზე მი­ღე­ბუ­ლიც და­ა­მა­ტა, გზა­დაგ­ზა ახ­ლაც ეც­ნო­ბა სი­ახ­ლე­ებს, თა­ვა­დაც და­უგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ღვი­ნი­სა და არ­ყის დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყო.

წლე­ბია, მე­უღ­ლეს­თან - ნუგ­ზარ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად სოფ­ლად გა­და­სახ­ლდა და მთელ დროს მამა-პა­პი­სე­ულ კე­რა­ზე მუხლჩა­უხ­რე­ლად, შრო­მა­ში ატა­რებს. სახ­ლსაც და­ე­ტყო მისი ხელი და სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­უ­ძღვა. ეგ კი არა, შარ­შან, ზა­ფხულ­ში მან და ნუგ­ზარ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით ეზო­ში ფან­ჩა­ტუ­რიც კი აა­შე­ნეს! თბი­ლის­ში გაზ­რდილ მა­ი­ა­სა და მის მე­უღ­ლე ნუგ­ზარს სამი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ და ორი­ვე ისე გა­ი­ტა­ცა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბამ, კან­ტი­კუნ­ტად თუ ჩა­მო­ირ­ბე­ნენ ქა­ლა­ქად. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მისი სოფ­ლად გა­და­სახ­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა და­ვი­წყე და უყოყ­მა­ნოდ გა­მო­მი­ცხა­და, - ამის მი­ზე­ზი, უპირ­ვე­ლე­სად, ფეს­ვე­ბი და ის სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ სო­ფელ­ში, ამ ეზო­ში მაქვს გან­ცდი­ლი და რაც დღემ­დე მომ­ყვე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე, ამე­ღორ­ძი­ნე­ბია და გა­მე­ცო­ცხლე­ბია აქა­უ­რო­ბა - ასე, უფრო ახ­ლოს ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მე ასე­თი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი; ამით, თით­ქოს, ვალ­საც ვუხ­დი მათ, რად­გან ის, რაც აქ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ძვირ­ფა­სი იყო ჩემ­თვის, მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დეს. მა­შინ ეს კერა მუ­დამ იარ­სე­ბებს. ახლა ჩემი შვი­ლე­ბი - სა­ლო­მე, თაკო და მიშო უკვე დი­დე­ბი არი­ან, უჩე­მო­დაც უძღვე­ბი­ან თა­ვის ოჯა­ხებ­სა და საქ­მე­ებს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც, მეტ-ნაკ­ლე­ბად, წა­მო­ი­ზარ­დნენ, ამი­ტომ მშვი­დად ვარ. თუ ვჭირ­დე­ბი ხოლ­მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სას­წრა­ფოდ ჩავ­დი­ვარ თბი­ლის­ში, მაგ­რამ ეს უკვე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბაო.

  • აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი მა­რა­ნი და ტრა­დი­ცი­ე­ბი

მა­ი­ამ და ნუგ­ზარ­მა ეზო­ში უძ­ვე­ლე­სი, ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის მა­რა­ნი აა­ღორ­ძი­ნეს, ძვე­ლი ჭუ­რე­ბის გვერ­დით ახა­ლიც ჩა­ყა­რეს, კი­დევ უფრო დიდი "ასა­კის“ ბე­ღე­ლი შე­ა­კე­თეს და ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მად აქ­ცი­ეს, ეზო გა­ა­ლა­მა­ზეს, ნარ­გა­ვე­ბი შე­მა­ტეს, სახ­ლსაც და­ა­შე­ნეს, გა­ა­ფარ­თო­ვეს და მისი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან პირ­და­პირ გაჰ­ყუ­რებ ულა­მა­ზეს მთებს, ერთ-ერ­თის წვერ­ზე - გო­რი­ჯვარს, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის უძ­ვე­ლეს ტა­ძარს და კლდე­ებ­ზე შე­ფე­ნილ მო­დი­ნა­ხეს ის­ტო­რი­ულ ცი­ხეს - გე­გო­ნე­ბა, ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა და იქი­დან გიხ­მობ­სო... იმ­წამს აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სი გა­გახ­სენ­დე­ბა: "ღრუბ­ლებ­ში ამაღ­ლე­ბუ­ლა,/ რო­გორც ოც­ნე­ბა კა­ცი­სა,/ შო­რი­დან ასე გგო­ნია,/ არც მი­წი­საა არც ცისა./ მოდი, ნახე და იცა­ნი,/ არც შენ ინა­ნებ არც ისა“...

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რანს, მას­ზე აჯო­ბებს, თა­ვად მა­ი­ამ გვი­ამ­ბოს:

- ეზო­ში ბევ­რი სიძ­ვე­ლე შე­მო­ვი­ნა­ხეთ და სწო­რედ ამ სიძ­ვე­ლე­ებ­მა გა­მი­ტა­ცა - ჭა, რომ­ლი­თაც დღე­საც ვსარ­გებ­ლობთ, მუ­ხის ძვე­ლი ბე­ღე­ლი, რო­მე­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და სა­რეს­ტავ­რა­ციო იყო, მაგ­რამ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ვა­კე­თეთ და გა­ვა­ლა­მა­ზეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბამ ვერ გა­უძ­ლო წლებს, მაგ­რამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ შე­მოგ­ვრჩა - ის­ტო­რი­უ­ლი, მარ­თლაც უძ­ვე­ლე­სი მა­რა­ნი, თა­ვი­სი საწ­ნახ­ლე­ბი­თა და ჭუ­რე­ბით.

ჩემი ბა­ბუ­ის - ვა­სილ ხარ­ში­ლა­ძის მამა არ­გვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი იყო და შვილს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბაც მის­ცა. XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ბა­ბუ­ამ ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა. არ­გვეთ­ში სწო­რედ ის იყო პირ­ვე­ლი წერა-კი­თხვის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი. ამი­ტო­მაც მას მწერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და იმ­ხა­ნად სო­ფელ­ში ყვე­ლა დო­კუ­მენტს ის ად­გენ­და. სხვა­თა შო­რის, მისი ვექ­სი­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნი მი­მო­წე­რე­ბი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს.

ბა­ბუა ვა­სი­ლის ოჯა­ხი ყო­ველ­თვის კარგ ღვი­ნოს აწარ­მო­ებ­და. სა­ერ­თოდ, აქ, ზემო იმე­რეთ­ში, ვა­ზის ძვე­ლი ჯი­შე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მათ შო­რი­საა - ძველ­შა­ვიც (ძელ­შა­ვი). ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა პე­რი­ო­დი­დან, მაგ­რამ ის კი ვიცი, რომ მისი ზვრე­ბი ძა­ლი­ან დიდი ხნის წი­ნა­თაც ჰქონ­დათ ჩემს წი­ნაპ­რებს. სხვა ჯი­შე­ბიც გვქონ­და, ოღონდ - თეთ­რი: ციცქა, ცო­ლი­კა­უ­რი და ქვიშ­ხუ­რი. სა­ერ­თოდ, ოჯახ­ში ღვი­ნის კულ­ტუ­რა უპი­რა­ტე­სი იყო. ამის დას­ტუ­რია ეს ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი და უნი­კა­ლუ­რი მა­რა­ნი, სა­დაც ორი, ასე­ვე, უძ­ვე­ლე­სი, საკ­მა­ოდ კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი საწ­ნა­ხე­ლი დგას: ერთი - თხი­ლის, მე­ო­რე - ცა­ცხვის. ორი და თა­ნაც - სხვა­დას­ხვა ხის საწ­ნა­ხე­ლი იშ­ვი­ა­თო­ბაა აქა­ურ ოჯა­ხებ­ში, მით უფრო - თხი­ლის. ხის საწ­ნახ­ლე­ბი, თურ­მე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყო­ფი­ლა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და მის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­უ­კე­თე­სო ხედ ცა­ცხვს მი­იჩ­ნევ­დნენ. ძვე­ლი იმერ­ლე­ბი სა­საწ­ნახ­ლე ხეს წი­ნას­წარ არ­ჩევ­დნენ, ზამ­თრის დამ­დეგს მოჭ­რიდ­ნენ და ერთ წლამ­დე ად­გილ­ზე ტო­ვებ­დნენ. მერე ნა­ჯა­ხით გათ­ლიდ­ნენ, გულს ამო­უ­ღებ­დნენ და, სა­ბო­ლო­ოდ, და­სა­მუ­შა­ვებ­ლად სახ­ლში მი­ი­ტან­დნენ ხოლ­მე.

ჩვე­ნი მა­რა­ნი სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით დგას და ესეც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, უფრო კი - იმე­რეთს ახა­სი­ა­თებს. ჩვენს მარ­ნებ­ში ქვევ­რე­ბი (იმე­რეთ­ში - ჭუ­რე­ბი) ღია ცის ქვე­შაა გან­ლა­გე­ბუ­ლი და მას ჭუ­რის­თა­ვი ჰქვია. ეს ადრე ეზოს ყვე­ლა­ზე სუფ­თა ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, სა­დაც სა­ქო­ნე­ლი ვერ უნდა შე­სუ­ლი­ყო. ამი­ტო­მაც ჰქონ­დათ შე­მო­ღო­ბი­ლი. ქვევ­რე­ბის­თვის მზეს რომ არ და­ე­ხე­და და ღვი­ნო არ წა­ეხ­დი­ნა, ჭუ­რის­თავს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, კომ­შის, თხი­ლის ან რცხი­ლის ხე­ე­ბით ჩრდი­ლავ­დნენ. უმე­ტეს­წი­ლად - კომ­შით, რად­გან მისი ფეს­ვე­ბი მი­წა­ში ღრმად და სწო­რად მი­დის, რის გა­მოც ქვევ­რებს და­ზი­ა­ნე­ბა არ ემუქ­რე­ბა.

ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს, ჩვე­ნე­ბი თხი­ლის საწ­ნა­ხელს რომ გა­ავ­სებ­დნენ, 11 კოკა (1 კოკა 40 ლიტრს უდ­რის) ყუ­რძნის წვე­ნი ჩა­მო­დი­ო­და, ცა­ცხვის საწ­ნახ­ლი­დან კი - 9 კოკა. ჩვე­ნი მარ­ნის წინ ახ­ლაც გვაქვს უძ­ვე­ლე­სი ქვევ­რე­ბი. ერთ-ერ­თზე ბა­ბუა ამ­ბობ­და, ეს 20-კო­კი­ა­ნი ჭური იმ­დე­ნად ძვე­ლია, ჩემ­მა ბა­ბუ­ა­მაც კი არ იცო­და, ვინ ჩა­აგ­დოო. ქვევ­რის სიძ­ვე­ლეს მის გვერ­დით, სა­ვა­რა­უ­დოდ, საჩ­რდი­ლობ­ლად დარ­გუ­ლი უზარ­მა­ზა­რი, დი­ა­მეტ­რით 1,5 მეტ­რის კაკ­ლის ხეც ადას­ტუ­რებ­და. რო­გორც ჩანს, ჯერ ჭური ჩა­აგ­დეს და ამის შემ­დეგ დარ­გეს კაკ­ლის პა­ტა­რა ნერ­გი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ქვევ­რი არ და­უ­ზი­ა­ნე­ბია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ კა­კალ­მა ნელ-ნელა ხმო­ბა და­ი­წყო და, სა­ბო­ლო­ოდ, სამი წლის წინ გახ­მა, ამი­ტო­მაც მოვ­ჭე­რით. მარ­ნის მე­ო­რე ნა­წილ­ში მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ახა­ლი ქვევ­რე­ბი ჩავ­ყა­რეთ, ოღონდ ის ძვე­ლებ­ზე პა­ტა­რე­ბია.

დღე­ის­თვის ძვე­ლებ­თან ერ­თად ამ ქვევ­რებ­საც ვი­ყე­ნებთ. ქვევ­რე­ბიც მო­ვა­პირ­კე­თეთ და ზო­გა­დად - მა­რა­ნიც. აქ უძ­ვე­ლე­სი ყუ­რძნის ჯი­შის - ძველ­შა­ვის ღვი­ნოს ვა­ყე­ნებთ. ეს ჯიში გა­და­შე­ნე­ბის პი­რას იყო და მინ­და, მისი ზვრე­ბი გა­ვა­შე­ნო, მეტი ძირი ჩავ­ყა­რო. ციც­კა-ცო­ლი­კო­უ­რის ვა­ზიც გვაქვს და იმე­რულ თეთრ ღვი­ნოს ვა­ყე­ნებთ. კა­ხურ ჯი­შებ­ზეც ვი­ფიქ­რეთ და მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ხეთ­ში სა­ფე­რა­ვი­სა და კა­ხუ­რი მწვა­ნის ვე­ნა­ხი შე­ვი­ძი­ნეთ, დაკ­რე­ფი­ლი ყუ­რძე­ნი იმე­რეთ­ში ჩა­მოგ­ვაქვს და ჩვენს მა­რან­ში იმე­რუ­ლი წე­სით ვა­ყე­ნებთ ღვი­ნოს, უკვე დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი წვენს ქვევ­რებ­ში ვი­ნა­ხავთ. ჭა­ჭის­გან კი, ცხა­დია, არაყს ვხდით. რო­მე­ლი წე­სით და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნოც ყვე­ლა­ზე დიდ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს ხოლ­მე, შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თვის იმ წე­სით ვა­ყე­ნებთ დიდ ქვევრში ღვი­ნოს.

  • ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მი უძ­ვე­ლეს ბე­ღელ­ში

ცოტა უც­ნა­უ­რი კი არის ბე­ღელ­ში ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მის მო­წყო­ბა, მაგ­რამ რო­გორც მაია ამ­ბობს, - მარ­თა­ლია, ბე­ღელ­მა სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო, მაგ­რამ თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია მა­ინც და­კარ­გა - ჭირ­ნა­ხუ­ლი, რა­საც მას­ში ინა­ხავ­დნენ, ვთქვათ, ხორ­ბა­ლი და ა.შ. დღეს აღარ მოგ­ვყავს. ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, ჩვე­ნი ოჯა­ხის ძვე­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი სწო­რედ აქ გა­მო­მე­ფი­ნა და ბე­ღე­ლი ეთ­ნო­მუ­ზე­უ­მად მექ­ცია. აქ მაქვს ჩემი წი­ნაპ­რე­ბის შამ­ფუ­რე­ბი, მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის შე­სა­ნა­ხი ხის სა­თავ­სო­ე­ბი, მა­ტყლის სა­ჩე­ჩე­ლი და თი­თის­ტა­რე­ბი, ძვე­ლი რა­დი­ო­ლა, ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნივ­თი - სარ­წე­ვე­ლა სა­წო­ლი, რო­მელ­შიც ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნი - დედა გა­ი­ზარ­დაო... ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ნივ­თე­ბის, რაც ამ მუ­ზე­უმ­ში შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ხოთ.

ულა­მა­ზე­სია მა­ი­ას ეზო...

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი, ზო­გა­დად - მცე­ნა­რე­ე­ბი და ამ­გვარ გრძნო­ბას მხო­ლოდ სო­ფელ­ში თუ გა­ნიც­დიო, - მე­უბ­ნე­ბა და მა­ინც უწინ­დე­ლის სი­ლა­მა­ზეს უს­ვამს ხაზს, - ბე­ბი­ას, ვა­სი­ლის მე­უღ­ლე ნინა ია­კო­ბაშ­ვილს, ულა­მა­ზეს ყვა­ვი­ლებ­თან ერ­თად, ათას­გვა­რი ჯი­შის ხე­ხი­ლი ჰქონ­და გა­შე­ნე­ბუ­ლი. ეს ჯი­შე­ბი თვი­თონ გა­მოჰ­ყავ­და, ამი­ტომ ეზო სავ­სე იყო ვაშ­ლით, ატ­მით, მსხლით, ალუ­ჩით, ტყემ­ლით, ღოღ­ნა­შო­თი, ბლით, ალუბ­ლით და ა. შ. იმ ხე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­მა, თუმ­ცა ეზოს გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მეც და­ვი­წყე - თი­ა­ნე­თის სო­ფელ საყ­დრი­ო­ნი­დან, ქალ­ბა­ტო­ნი ევა ოთა­რაშ­ვი­ლის­გან ჯუჯა კაკ­ლის ნერ­გე­ბი წა­მო­ვი­ღე და ჩავ­ყა­რე, ბევ­რნა­ი­რი ხე­ხი­ლი და ათას­გვა­რი ყვა­ვი­ლიც დავრგე. ცოტა ხან­ში, ალ­ბათ, ბე­ბია-ბა­ბუ­ის ეზოს კვლავ ძვე­ლე­ბურ სი­ლა­მა­ზეს და­ვუბ­რუ­ნებთ. ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან მიდ­გას მხარ­ში, როცა სცა­ლი­ათ, შვი­ლე­ბი და სიძე-რძა­ლიც გვი­ერ­თდე­ბი­ან. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი არი­ან და ხში­რად მსტუმ­რო­ბენ თბი­ლი­სი­დან. მა­თაც ნელ-ნელა ვა­პა­რებ მი­წის სიყ­ვა­რულს - რა­ღა­ცებს ვა­ვა­ლებ ხოლ­მე და ისი­ნიც ცდი­ლო­ბენ, და­მეხ­მა­რონ. იმე­დი მაქვს, მი­ზანს მი­ვაღ­წევ და აქა­უ­რო­ბას მა­თაც ძა­ლი­ან შე­ვაყ­ვა­რე­ბო.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცოფი.
11

ნუ წაიღეთ ტვინი ამ უაზრო პიარით რა. ასე ცხოვრობს კახეთში ხალხი, საუკუნოვსან მარნებს უვლიან და უმაგრეს ღვინოებსაც აყენებენ, მარა არ გამორბიან და კამერების წინ არ იპრანჭებიან !!!

მარიამი
0

სოფლიდან ვისაც საშუალება აქვს გამორბის, შრომა ეტაკილებათ და ასეთ სამაგალითო ადამიანებს თუ არ გავუწიეთ პროპაგანდას აბა ვიზე უნდა ვწეროთ? საიდან უნდა დაინახოს ახალგაზრდობამ რომ შრომა არ არის სათაკილო და სოფელი და ის ფესვები საიდანაც მოდიხარ უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე? უნდა დაიწეროს და მეტიც, ვინც ყველაფრის მიუხედავად არ ტოვებს საკუთარი წინაპრების დანატოვარს და აგრძელებს მის მოვლას აღორძინებას მათზეც უნდა იწერებოდეს რაც შეიძლება მეტი! 

 

აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?

აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?

ამ ბოლოხანს მეტისმეტად მოვუხშირე ზემო იმერეთში სტუმრობას - ზედიზედ სამჯერ ვიყავი და აშკარად ემოციებიც გადაჭარბებულად მომეძალა. პირველად მამისეულ საჩხერეს და სოფელ გამოღმა არგვეთს მივაშურე, სადაც ეთნომუზეუმი და მარანი "ჭურისთავი“ სტუმრებს ელოდა და მინდოდა, მეც მომესმინა მათი შთაბეჭდილებები. მიხარია, ყველა აღფრთოვანებული რომ ტოვებს "ჭურისთავს“...

კერის აღორძინება კი ამ ეზოში ბავშვობა გატარებული და შემდეგ დედაქალაქში გაზრდილი გოგონას, დღეს უკვე ქალბატონის, ჩემთვის ბავშვობიდან სანიმუშო ადამიანის - მეღვინე და მეურნე მაია-მარიამ ხარშილაძის დამსახურებაა, ცხადია, თავისი ოჯახის წევრების თანადგომით. ალბათ, დამერწმუნებით, რომ მეღვინე ქალს იშვიათად შეხვდები ჩვენში, მან კი სწორედ ეს გზა აირჩია. პატარაობიდან ინტერესიანი იყო, უფროსების მოყოლილსაც ხშირად უგდებდა ყურს და იმახსოვრებდა, უმაღლესი განათლება ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის აქვს, მეღვინეობამ რომ გაიტაცა, მემკვიდრეობით გადმოცემულ ცოდნას, სახელმძღვანელოებსა და ინტერნეტში ამოკითხული და სხვადასხვა სასწავლო კურსზე მიღებულიც დაამატა, გზადაგზა ახლაც ეცნობა სიახლეებს, თავადაც დაუგროვდა გამოცდილება და ეკოლოგიურად სუფთა ღვინისა და არყის დამზადება დაიწყო.

წლებია, მეუღლესთან - ნუგზარ ჩხეიძესთან ერთად სოფლად გადასახლდა და მთელ დროს მამა-პაპისეულ კერაზე მუხლჩაუხრელად, შრომაში ატარებს. სახლსაც დაეტყო მისი ხელი და საოჯახო მეურნეობასაც საფუძვლიანად გაუძღვა. ეგ კი არა, შარშან, ზაფხულში მან და ნუგზარმა საკუთარი ხელით ეზოში ფანჩატურიც კი ააშენეს! თბილისში გაზრდილ მაიასა და მის მეუღლე ნუგზარს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ და ორივე ისე გაიტაცა სოფლის მეურნეობამ, კანტიკუნტად თუ ჩამოირბენენ ქალაქად. რამდენიმე წლის წინ მისი სოფლად გადასახლების მიზეზების ძიება დავიწყე და უყოყმანოდ გამომიცხადა, - ამის მიზეზი, უპირველესად, ფესვები და ის სიყვარულია, რაც ამ სოფელში, ამ ეზოში მაქვს განცდილი და რაც დღემდე მომყვება. გადავწყვიტე, ამეღორძინებია და გამეცოცხლებია აქაურობა - ასე, უფრო ახლოს ვარ ადამიანებთან, ვინც ყველაფერი გააკეთა, მე ასეთი რომ ვყოფილიყავი; ამით, თითქოს, ვალსაც ვუხდი მათ, რადგან ის, რაც აქ ძალიან მიყვარდა და ძვირფასი იყო ჩემთვის, მინდა, ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდეს. მაშინ ეს კერა მუდამ იარსებებს. ახლა ჩემი შვილები - სალომე, თაკო და მიშო უკვე დიდები არიან, უჩემოდაც უძღვებიან თავის ოჯახებსა და საქმეებს, შვილიშვილებიც, მეტ-ნაკლებად, წამოიზარდნენ, ამიტომ მშვიდად ვარ. თუ ვჭირდები ხოლმე, რასაკვირველია, სასწრაფოდ ჩავდივარ თბილისში, მაგრამ ეს უკვე იშვიათად ხდებაო.

  • აღორძინებული მარანი და ტრადიციები

მაიამ და ნუგზარმა ეზოში უძველესი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის მარანი ააღორძინეს, ძველი ჭურების გვერდით ახალიც ჩაყარეს, კიდევ უფრო დიდი "ასაკის“ ბეღელი შეაკეთეს და ეთნომუზეუმად აქციეს, ეზო გაალამაზეს, ნარგავები შემატეს, სახლსაც დააშენეს, გააფართოვეს და მისი მეორე სართულიდან პირდაპირ გაჰყურებ ულამაზეს მთებს, ერთ-ერთის წვერზე - გორიჯვარს, წმინდა გიორგის სახელობის უძველეს ტაძარს და კლდეებზე შეფენილ მოდინახეს ისტორიულ ციხეს - გეგონება, ხელის გაწვდენაზეა და იქიდან გიხმობსო... იმწამს აკაკი წერეთლის ლექსი გაგახსენდება: "ღრუბლებში ამაღლებულა,/ როგორც ოცნება კაცისა,/ შორიდან ასე გგონია,/ არც მიწისაა არც ცისა./ მოდი, ნახე და იცანი,/ არც შენ ინანებ არც ისა“...

რაც შეეხება მარანს, მასზე აჯობებს, თავად მაიამ გვიამბოს:

- ეზოში ბევრი სიძველე შემოვინახეთ და სწორედ ამ სიძველეებმა გამიტაცა - ჭა, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ, მუხის ძველი ბეღელი, რომელიც დაზიანებული და სარესტავრაციო იყო, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ შევაკეთეთ და გავალამაზეთ. სამწუხაროდ, ყველა ნაგებობამ ვერ გაუძლო წლებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი რამ შემოგვრჩა - ისტორიული, მართლაც უძველესი მარანი, თავისი საწნახლებითა და ჭურებით.

ჩემი ბაბუის - ვასილ ხარშილაძის მამა არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო და შვილს კარგი განათლებაც მისცა. XX საუკუნის დასაწყისში ბაბუამ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა. არგვეთში სწორედ ის იყო პირველი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი. ამიტომაც მას მწერლად მოიხსენიებდნენ და იმხანად სოფელში ყველა დოკუმენტს ის ადგენდა. სხვათა შორის, მისი ვექსილები და სხვადასხვა საქმიანი მიმოწერები დღემდე შენახული გვაქვს.

ბაბუა ვასილის ოჯახი ყოველთვის კარგ ღვინოს აწარმოებდა. საერთოდ, აქ, ზემო იმერეთში, ვაზის ძველი ჯიშებიდან რამდენიმეა გავრცელებული და მათ შორისაა - ძველშავიც (ძელშავი). ზუსტად ვერ გეტყვით, რა პერიოდიდან, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მისი ზვრები ძალიან დიდი ხნის წინათაც ჰქონდათ ჩემს წინაპრებს. სხვა ჯიშებიც გვქონდა, ოღონდ - თეთრი: ციცქა, ცოლიკაური და ქვიშხური. საერთოდ, ოჯახში ღვინის კულტურა უპირატესი იყო. ამის დასტურია ეს ჩვენი უძველესი და უნიკალური მარანი, სადაც ორი, ასევე, უძველესი, საკმაოდ კარგად შემონახული საწნახელი დგას: ერთი - თხილის, მეორე - ცაცხვის. ორი და თანაც - სხვადასხვა ხის საწნახელი იშვიათობაა აქაურ ოჯახებში, მით უფრო - თხილის. ხის საწნახლები, თურმე, დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი და მის დასამზადებლად საუკეთესო ხედ ცაცხვს მიიჩნევდნენ. ძველი იმერლები სასაწნახლე ხეს წინასწარ არჩევდნენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიდნენ და ერთ წლამდე ადგილზე ტოვებდნენ. მერე ნაჯახით გათლიდნენ, გულს ამოუღებდნენ და, საბოლოოდ, დასამუშავებლად სახლში მიიტანდნენ ხოლმე.

ჩვენი მარანი სახლიდან მოშორებით დგას და ესეც დასავლეთ საქართველოს, უფრო კი - იმერეთს ახასიათებს. ჩვენს მარნებში ქვევრები (იმერეთში - ჭურები) ღია ცის ქვეშაა განლაგებული და მას ჭურისთავი ჰქვია. ეს ადრე ეზოს ყველაზე სუფთა ადგილი ყოფილა, სადაც საქონელი ვერ უნდა შესულიყო. ამიტომაც ჰქონდათ შემოღობილი. ქვევრებისთვის მზეს რომ არ დაეხედა და ღვინო არ წაეხდინა, ჭურისთავს, ტრადიციულად, კომშის, თხილის ან რცხილის ხეებით ჩრდილავდნენ. უმეტესწილად - კომშით, რადგან მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ქვევრებს დაზიანება არ ემუქრება.

ბავშვობიდან მახსოვს, ჩვენები თხილის საწნახელს რომ გაავსებდნენ, 11 კოკა (1 კოკა 40 ლიტრს უდრის) ყურძნის წვენი ჩამოდიოდა, ცაცხვის საწნახლიდან კი - 9 კოკა. ჩვენი მარნის წინ ახლაც გვაქვს უძველესი ქვევრები. ერთ-ერთზე ბაბუა ამბობდა, ეს 20-კოკიანი ჭური იმდენად ძველია, ჩემმა ბაბუამაც კი არ იცოდა, ვინ ჩააგდოო. ქვევრის სიძველეს მის გვერდით, სავარაუდოდ, საჩრდილობლად დარგული უზარმაზარი, დიამეტრით 1,5 მეტრის კაკლის ხეც ადასტურებდა. როგორც ჩანს, ჯერ ჭური ჩააგდეს და ამის შემდეგ დარგეს კაკლის პატარა ნერგი, რომელიც ძალიან კი გაიზარდა, მაგრამ ქვევრი არ დაუზიანებია. რამდენიმე წლის წინ ამ კაკალმა ნელ-ნელა ხმობა დაიწყო და, საბოლოოდ, სამი წლის წინ გახმა, ამიტომაც მოვჭერით. მარნის მეორე ნაწილში მე და ჩემმა მეუღლემ ახალი ქვევრები ჩავყარეთ, ოღონდ ის ძველებზე პატარებია.

დღეისთვის ძველებთან ერთად ამ ქვევრებსაც ვიყენებთ. ქვევრებიც მოვაპირკეთეთ და ზოგადად - მარანიც. აქ უძველესი ყურძნის ჯიშის - ძველშავის ღვინოს ვაყენებთ. ეს ჯიში გადაშენების პირას იყო და მინდა, მისი ზვრები გავაშენო, მეტი ძირი ჩავყარო. ციცკა-ცოლიკოურის ვაზიც გვაქვს და იმერულ თეთრ ღვინოს ვაყენებთ. კახურ ჯიშებზეც ვიფიქრეთ და მეგობრებთან ერთად კახეთში საფერავისა და კახური მწვანის ვენახი შევიძინეთ, დაკრეფილი ყურძენი იმერეთში ჩამოგვაქვს და ჩვენს მარანში იმერული წესით ვაყენებთ ღვინოს, უკვე დაღვინებული წვენს ქვევრებში ვინახავთ. ჭაჭისგან კი, ცხადია, არაყს ვხდით. რომელი წესით დაყენებული ღვინოც ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს ხოლმე, შემდეგი სეზონისთვის იმ წესით ვაყენებთ დიდ ქვევრში ღვინოს.

  • ეთნომუზეუმი უძველეს ბეღელში

ცოტა უცნაური კი არის ბეღელში ეთნომუზეუმის მოწყობა, მაგრამ როგორც მაია ამბობს, - მართალია, ბეღელმა საუკუნეებს გაუძლო, მაგრამ თავისი ძირითადი ფუნქცია მაინც დაკარგა - ჭირნახული, რასაც მასში ინახავდნენ, ვთქვათ, ხორბალი და ა.შ. დღეს აღარ მოგვყავს. ამიტომ ვიფიქრე, ჩვენი ოჯახის ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები სწორედ აქ გამომეფინა და ბეღელი ეთნომუზეუმად მექცია. აქ მაქვს ჩემი წინაპრების შამფურები, მარცვლოვანი კულტურების შესანახი ხის სათავსოები, მატყლის საჩეჩელი და თითისტარები, ძველი რადიოლა, ჩემთვის გამორჩეული ნივთი - სარწეველა საწოლი, რომელშიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი - დედა გაიზარდაო... ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნივთების, რაც ამ მუზეუმში შეგიძლიათ, ნახოთ.

ულამაზესია მაიას ეზო...

- საერთოდ, ძალიან მიყვარს მიწასთან მუშაობა, ყვავილები, ზოგადად - მცენარეები და ამგვარ გრძნობას მხოლოდ სოფელში თუ განიცდიო, - მეუბნება და მაინც უწინდელის სილამაზეს უსვამს ხაზს, - ბებიას, ვასილის მეუღლე ნინა იაკობაშვილს, ულამაზეს ყვავილებთან ერთად, ათასგვარი ჯიშის ხეხილი ჰქონდა გაშენებული. ეს ჯიშები თვითონ გამოჰყავდა, ამიტომ ეზო სავსე იყო ვაშლით, ატმით, მსხლით, ალუჩით, ტყემლით, ღოღნაშოთი, ბლით, ალუბლით და ა. შ. იმ ხეების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გახმა, თუმცა ეზოს გამრავალფეროვნება მეც დავიწყე - თიანეთის სოფელ საყდრიონიდან, ქალბატონი ევა ოთარაშვილისგან ჯუჯა კაკლის ნერგები წამოვიღე და ჩავყარე, ბევრნაირი ხეხილი და ათასგვარი ყვავილიც დავრგე. ცოტა ხანში, ალბათ, ბებია-ბაბუის ეზოს კვლავ ძველებურ სილამაზეს დავუბრუნებთ. ჩემი მეუღლე ძალიან მიდგას მხარში, როცა სცალიათ, შვილები და სიძე-რძალიც გვიერთდებიან. შვილიშვილები პატარები არიან და ხშირად მსტუმრობენ თბილისიდან. მათაც ნელ-ნელა ვაპარებ მიწის სიყვარულს - რაღაცებს ვავალებ ხოლმე და ისინიც ცდილობენ, დამეხმარონ. იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევ და აქაურობას მათაც ძალიან შევაყვარებო.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე