ავტორი:

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

დღეს, 29 ივნისს, "საავტორო უფლებათა ასოციაციის" მიერ შექმნილი ინოვაციური ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. MusMus-ი არის საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ შექმნილი პირველი ლეგალური მუსიკალური ონლაინპლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა საავტორო უფლებებით მოსარგებლეებმა (კაფე-ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა) გაახოვანონ საკუთარი სივრცეები ლიცენზირებული მუსიკით.

MusMus-ი იძლევა წვდომას მრავალ მილიონ მუსიკალურ ნაწარმოებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოსარგებლეებს შეეძლებათ შექმნან მათთვის სასურველი ფლეილისთები, დააჯგუფონ ისინი წინასწარ განსაზღვრული დროით და დისტანციურად მართონ მუსიკა. ასევე, სხვა ფლატფორმებისგან განსხვავებით (მაგალითად, YouTube) გაახმოვანონ სივრცეები წყვეტის და სარეკლამო ჭრების გარეშე.

ქართველ არტისტებს საშუალება ექნებათ თავად ატვირთონ საკუთარი ტრეკები პორტალზე, რომლებიც ინტეგრირდება საერთაშორისო ბაზაში.

MusMus-ის მეშვეობით საავტორო უფლებათა ასოციაცია ზუსტად აღრიცხავს შესრულებულ ნაწარმოებებს და გაანაწილებს შეგროვებულ ჰონორარს არტისტებზე.

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს