საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი
"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც 2021 წელს აშშ-ის „მწვა­ნე ბა­რა­თი“ მო­ი­გო, ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ევ­რო­ნი­უ­სი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მათი სა­ვი­ზო გა­ნა­ცხა­დე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის, მათ გა­უჩ­ნდათ შიში, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­დას­ვლის შანსს და­კარ­გა­ვენ.

ად­ვო­კა­ტი კერ­ტის მო­რი­სო­ნი, რო­მე­ლიც მო­სარ­ჩე­ლე­ებს წარ­მო­ად­გენს, „ტვი­ტერ­ში“ წერს, რომ სა­ჩი­ვა­რი კო­ლუმ­ბი­ის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 141 ქვეყ­ნის 24 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი­თაა შე­სუ­ლი.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად 55 000 „მწვა­ნე ბა­რათს“ გას­ცემს. თუმ­ცა ვი­ზის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, შე­საძ­ლოა, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბის შან­სი სრუ­ლი­ად და­კარ­გოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წლის ათა­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც გა­ნუ­ცხა­დეს, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მათი შეს­ვლის ვადა ამო­ი­წუ­რა, აშშ-ის მთავ­რო­ბას ჯერ კი­დევ სა­სა­მარ­თლოს გზით ებ­რძვის.

2021 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის სარ­ჩელ­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პროგ­რა­მის მკაც­რი ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი უარს ეუბ­ნე­ბი­ან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. ამას­თან, მათი გან­მარ­ტე­ბით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ბოლო დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­ცხა­დის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის DV კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დო­ნის პრი­ო­რი­ტე­ტის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­ზე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
59

ეგი გინდათ ქართველებს ?

America
49

აუ ამერიკა ჩემი ოცნებაა და ზოგიერთის ქართული ოცნებაა :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

ათასობით ადამიანმა, რომელმაც 2021 წელს აშშ-ის „მწვანე ბარათი“ მოიგო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ამ მოქალაქეებს განუცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მათი სავიზო განაცხადები პრიორიტეტული არ არის, მათ გაუჩნდათ შიში, რომ შეერთებულ შტატებში გადასვლის შანსს დაკარგავენ.

ადვოკატი კერტის მორისონი, რომელიც მოსარჩელეებს წარმოადგენს, „ტვიტერში“ წერს, რომ საჩივარი კოლუმბიის საოლქო სასამართლოში 141 ქვეყნის 24 000-ზე მეტი მოქალაქის სახელითაა შესული.

შეერთებული შტატები, სპეციალური გათამაშების საშუალებით, ყოველწლიურად 55 000 „მწვანე ბარათს“ გასცემს. თუმცა ვიზის ვადის ამოწურვის შემთხვევაში გამარჯვებულმა, შესაძლოა, პროგრამის ფარგლებში აშშ-ში გამგზავრების შანსი სრულიად დაკარგოს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ათასობით გამარჯვებული, რომელსაც განუცხადეს, რომ შეერთებულ შტატებში მათი შესვლის ვადა ამოიწურა, აშშ-ის მთავრობას ჯერ კიდევ სასამართლოს გზით ებრძვის.

2021 წლის გამარჯვებულების სარჩელში კი აღნიშნულია, რომ პროგრამის მკაცრი ვადების მიუხედავად, საკონსულოები უარს ეუბნებიან გასაუბრებაზე. ამასთან, მათი განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დამუშავებისთვის DV კატეგორიის ვიზებისთვის ყველაზე დაბალი დონის პრიორიტეტის მინიჭებასთან დაკავშირებით ვიზების დროულად მიღებას შეუძლებელს ხდის.

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"

ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან