პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება - პროცესზე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება - პროცესზე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ბრალ­დე­ბულ ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ი­ნიშ­ნა.

სხდო­მა 8 აპ­რილს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ნიკა მე­ლი­ა­სათ­ვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მე­ლი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, თუ რა ეტა­პი­დან გაგ­რძელ­დე­ბა სხდო­მე­ბი, ან რა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ექ­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, ეს მის­თვის უც­ნო­ბია. ის არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, და­ეს­წრე­ბა თუ არა თა­ვად ნიკა მე­ლია მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს.

ცნო­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 17 თე­ბერ­ვალს შე­ე­ფარ­და.

ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. 2019 წლის 27 ივ­ნისს, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წეს­და და სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 2020 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გუ­შინ მი­მარ­თა. უწყე­ბას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი 88 ხმით მო­უხ­სნა.

ნიკა მე­ლია 23 თე­ბერ­ვალს, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უკან იხევს?!
25

ვნახოთ ვნახოთ, პოლიტიკურ პატიმარს როგორ სასამართლოს მოუწყობს? დასავლეთი ყველაფერს ხედავს და ვერ მოატყუებ!

ვაი
9

ისე უცნაურია კაცი ჯერ გასამართლებული არ არის, კობახიძე და ღარიბაშვილი იძახიან კრიმინალიაო. მაგას უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა ქვია და მელიას შეუძლია უჩივლოს. ფაქტები იმდენია არ გაუჭირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება - პროცესზე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება - პროცესზე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, თუ რა ეტაპიდან გაგრძელდება სხდომები, ან რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, ეს მისთვის უცნობია. ის არ ფლობს ინფორმაციას, დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის სასამართლო პროცესს.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ვაჟა ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა "იმედის" 3 ექიმს ბრალი წარუდგინა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?