პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა
საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინფრო­ამ­ცი­ით, შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად 11 პირი და­ა­კა­ვეს და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

შსს-ს ცნო­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არი­ან: 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჰ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.კ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ლ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ნ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ი. და 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე ჯ.ჰ.-მ, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დი, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც დრო­ის ხან­გრძლივ პე­რი­ოდ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით ვაჭ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბა­სა და ჯგუ­ფი წევ­რებს შო­რის გა­ნა­წი­ლე­ბას. უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ეტა­პობ­რი­ვად ჩარ­თეს არა­ერ­თი უცხო ენე­ბის მცოდ­ნე პირი, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ პო­ტენ­ცი­ურ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და სთა­ვა­ზობ­დნენ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის უნაღ­დო ანა­რიშს­წო­რე­ბით შე­ძე­ნას. და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მათ დის­ტან­ცი­უ­რად არე­გის­ტრი­რებ­დნენ შე­სა­ბა­მის ვებგ­ვერ­დზე, რის შემ­დგო­მაც მა­თი­ვე სა­ხე­ლით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შე­ძე­ნას, რა დრო­საც უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ გა­დახ­დი­ლი თან­ხის შე­სა­ბა­მი­სი ელ.ვა­ლუ­ტის არა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, არა­მედ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდომ ან­გა­რი­შებ­ზე ასახ­ვას. ზე­მო­აღ­წე­რი­ლი ხერ­ხით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ უცხო ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ის, ავ­სტრი­ის, ჩი­ნე­თის, ნი­დერ­ლან­დე­ბი­სა და ნორ­ვე­გი­ის ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლად თან­ხებს. ამ ეტა­პი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 620 000 ევ­როს.

ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ნა­წილ­მა მო­ახ­დი­ნა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია, კერ­ძოდ კი შე­ი­ძი­ნეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ყა­და­ღე­ბუ­ლია.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ასე­ვე მო­ძი­ე­ბულ იქნა და ყა­და­ღა და­ე­დო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის - ჯ.ჰ.-ს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბულ 2 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის თან­ხა­საც.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა-შე­ნახ­ვა-გა­მო­ყე­ნე­ბის, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 157-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, ასე­ვე, 194-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
2

კი არ ძარცვავდნენ თაღლითურად ფულს ათეთრებდნენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა

საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფროამციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.ჰ., 1997 წელს დაბადებული კ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1994 წელს დაბადებული გ.ლ., 1996 წელს დაბადებული ვ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.გ., 1986 წელს დაბადებული ქ.ი. და 1997 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას. ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს.

ამავდროულად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც გამოძიების მიერ დაყადაღებულია.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"გვაპატიეთ, ხალხნო, თუკი შეგიძლიათ...ერთი დღე არ გაგვიხარია..." - რუსუდან კერვალიშვილი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება - პროცესზე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - "დაკავებულია მისი მეზობელი"