გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყანას განსხავებული მახასიათებლების მქონე ვირუსთან უწევს ბრძოლა.
"ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ. ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა. პრინციპში, ახალი ტიპის, მაგრამ ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ვირუსის წინაშე ვდგავართ, რომელიც უფრო ფატალური და უფრო გადამდებია“, - აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ "ლოქდაუნის“ 18 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.
აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია. სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათს, 3 აპრილს, იმუშავებენ. აღდგომის დღეებში მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები.
აცრას რაღა აზრი აქვს, თუ ამდენი ახალი შტამი "ჩნდება"?
მოკლედ, ქრისტე და ეკლესია გულს უხეთქავთ ამ ანტიგლობალისტებს.ქვეყნებს რა გამოლევს,ინგლისის მერე რომელიმე ქვეყანას აირჩევენ და ასე დაუსრულებელ პანდემიის რეჟიმში გვამყოფებენ ეს ვერაგები, ავსტრიაში 300 000 ტესტი კეთდება საშუალოდ ყოველდღე, დაინფიცირებულების რაოდენობა აწიეს ხელოვნურად უსიმპტომო კოვიდინფიცირებულების ხარჯზე, 1 სიტყვა აღარ დაიჯერება ამათი