სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ
"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

მე­დი­ა­ტორ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი 6 პუნ­ქტი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იქნა მიღ­წე­უ­ლი.

რო­გორც და­ნი­ელ­სონ­მა ხან­გრძლი­ვი აუ­დი­ენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე ნაკ­ლე­ბი პროგ­რე­სი იყო.

„პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი 6 პუნ­ქტი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი ზო­გი­ერთ მათ­გან­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო მიღ­წე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტში. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­კი­თხებს, ამა­ზე ნაკ­ლე­ბი პროგ­რე­სი იყო.

მე ხვალ ბრი­უ­სელ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი და ან­გა­რიშს წარ­ვად­გენ პრე­ზი­დენტ მი­შელ­თან. სა­ბო­ლო­ოდ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მო­საგ­ვა­რებ­ლად ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებს ენი­ჭე­ბათ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და მისი ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

მე­დი­ა­ტო­რის თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბა პოლ­ტი­კურ აქ­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და ყუ­რა­დღე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნათ.

"მე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ამ კვი­რა­ში, რო­გორც პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მისი ვი­ზი­ტი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ, რომ ევ­რო­კავ­შირს მე­დი­ა­ცი­ის როლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ევ­რო­კავ­შირ­მა და აშშ-მა დიდი სა­მუ­შაო გას­წი­ეს იმის­თვის, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ პარ­ტი­ებს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დას­რუ­ლე­ბა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებს მათი მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა კო­ვიდ პან­დე­მი­ი­სა და მისი სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბის­თვის და­ეთ­მოთ, ევ­რო­კავ­ში­რის დღის წეს­რიგ­ში მო­ეხ­დი­ნათ პროგ­რე­სი და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ეც­ვათ - ეს ნამ­დვი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რომ­ლის წი­ნა­შეც ეს ქვე­ყა­ნა დგას", - აღ­ნიშ­ნა მე­დი­ა­ტორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმე­დოვ­ნებს, რომ მხა­რე­ე­ბი ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ა­ფა­სე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას.

"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მხა­რე­ე­ბი ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ა­ფა­სე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას წინ სვლა­ზე, სა­ჭი­რო გზებ­ზე, რომ­ლე­ბიც კომ­პრო­მი­სის­თვი­საა სა­ჭი­რო, რათა მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს და მისი შე­დე­გე­ბი უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დეს. მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა, რომ ეს ისაა, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს", - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლის,კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მე­დი­ა­ტო­რო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა 15:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 9 სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 მარტს ჩა­მო­ვი­და. მას შემ­დეგ მან ცალ­კე-ცალ­კე გა­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი ოპო­ზი­ცი­ი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რებ­თან. 17 მარტს კი მისი მე­დი­ა­ცი­ით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 126 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
57

ახლაც ვერ თქვა ვინ ურევს. ნამიოკ მაინც რომ მოეცა.... ისევ ჩვენ, ხალხმა უნდა ვიმტრიოთ თავები. 

გასრიალდი ბრიუსელში და ჭამე კრუასანი უსაქმურო... 

კრისტიან დანიელსონს
0

ბატონო კრისტიან, მადლობა რომ ამდენი ძალისხმევა ჩადეთ, მაგრამ ხომ ხედავთ რომ ქვეყანა აღარავის ახსოვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

„პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო.

მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, - განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება პოლტიკურ აქტორებს საშუალებას მისცემდა ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაემახვილებინათ.

"მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მა დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ - ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას", - აღნიშნა მედიატორმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას.

"ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას წინ სვლაზე, საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვისაა საჭირო, რათა მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"