საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, ხშირად გვქონდა ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებები... მოლაპარაკებების შემდეგ შევსულვართ ყავაზე ან დასალევად" - რას იხსენებს სერგეი შამბა?
"დიახ, ხშირად გვქონდა ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებები... მოლაპარაკებების შემდეგ შევსულვართ ყავაზე ან დასალევად" - რას იხსენებს სერგეი შამბა?

ახლა მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხს კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად აქვს კომ­პრო­მის­ზე წას­ვლის უნა­რი, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. "უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა" სერ­გეი შამ­ბამ "სპუტ­ნიკ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა არ იც­ვლე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში 90-იანი წლე­ბი­დან, ანუ იმ დრო­ი­დან რაც შამ­ბა პო­ლი­ტი­კა­შია და სხვა­დას­ხვა "თა­ნამ­დე­ბო­ბა" უკა­ვია, ე.წ. "უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა" უპა­სუ­ხა:

"დიახ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე კავ­ში­რი მქონ­და რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ ლი­დერ­თან, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებ­თან. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვსა­უბ­რობთ, დიახ, ჩვენ ხში­რად გვქონ­და ხის­ტი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. იყო ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად გვი­სა­უბ­რია, შევ­სულ­ვართ სა­დღაც ყა­ვა­ზე ან და­სა­ლე­ვად, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ისი­ნი სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ კი, ჩვენს ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დით. ახლა მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხს კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად აქვს კომ­პრო­მის­ზე წას­ვლის უნა­რი".

მი­სი­ვე თქმით, ეს­მის ისიც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს გან­წყო­ბა აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ცოტა ხნის წინ წა­ვი­კი­თხე გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბილ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მა გა­ა­კე­თეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს. ვფიქ­რობ, ამ პრო­ცესს მა­ინც აქვს პერ­სპექ­ტი­ვა, თუმ­ცა ის გრძელ­ვა­დი­ა­ნია. ოდეს­მე სი­ტუ­ა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის მო­მენ­ტი დად­გე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­შია,“- აღ­ნიშ­ნა შამ­ბამ.

შამ­ბას შე­კი­თხვა „ქარ­თულ მხა­რეს­თან“ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვეს, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ მის სი­ტყვებს არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას უკე­თე­ბენ.

"ბოლო დროს ჩემს სი­ტყვებს ამა­ხინ­ჯე­ბენ, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მსურს. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ამა­ზე თა­ვად არ წა­მო­ვა. სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბის­თვის სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო არ მო­ა­წერს ხელს. ვხე­დავთ, რომ ჟე­ნე­ვა­ში ათ წელ­ზე მე­ტია ვცდი­ლობთ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას, რად­გან ისი­ნი ამას გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის შე­თან­ხმე­ბას.

მე ვსა­უბ­რობ­დი არა იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვამ­ყა­როთ, არა­მედ იმა­ზე, რომ ის სა­ქო­ნე­ლი, რო­მე­ლიც კონ­ტრა­ბან­დის გზით შე­მო­დის აფხა­ზეთ­ში, და­ი­ბეგ­როს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შევა,“- აღ­ნიშ­ნა შამ­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
4

ერთადერთი პოლიტიკოსი ოკუპირებული აფხაზეთიდან, თავში ტვინი რომ აქვს.

ალექს
2

გასაყოფი რომ არაფერი გვქონდა და გამოვიგონეთ , იმიტომაც ვერა ვყოფთ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დიახ, ხშირად გვქონდა ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებები... მოლაპარაკებების შემდეგ შევსულვართ ყავაზე ან დასალევად" - რას იხსენებს სერგეი შამბა?

"დიახ, ხშირად გვქონდა ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებები... მოლაპარაკებების შემდეგ შევსულვართ ყავაზე ან დასალევად" - რას იხსენებს სერგეი შამბა?

ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ "სპუტნიკთან" ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა არ იცვლება ქართულ პოლიტიკურ ელიტაში 90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან რაც შამბა პოლიტიკაშია და სხვადასხვა "თანამდებობა" უკავია, ე.წ. "უშიშროების საბჭოს მდივანმა" უპასუხა:

"დიახ, ამ წლების განმავლობაში მე კავშირი მქონდა რუსეთისა და საქართველოს ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ლიდერთან, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლიტიკოსებთან. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, დიახ, ჩვენ ხშირად გვქონდა ხისტი მოლაპარაკებები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ საკმაოდ ნორმალურად გვისაუბრია, შევსულვართ სადღაც ყავაზე ან დასალევად, თუმცა, ყოველთვის ისინი საკუთარ ინტერესებს, ჩვენ კი, ჩვენს ინტერესებს ვიცავდით. ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი".

მისივე თქმით, ესმის ისიც, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობა აფხაზეთთან ურთიერთობების შეცვლასთან დაკავშირებით.

"ცოტა ხნის წინ წავიკითხე განცხადება, რომელიც საქართველოს ცნობილმა მოღვაწეებმა გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, ამ პროცესს მაინც აქვს პერსპექტივა, თუმცა ის გრძელვადიანია. ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საკითხის მოგვარება, რომლებიც საერთო ინტერესებშია,“- აღნიშნა შამბამ.

შამბას შეკითხვა „ქართულ მხარესთან“ სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მის სიტყვებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.

"ბოლო დროს ჩემს სიტყვებს ამახინჯებენ, რომ თითქოს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მსურს. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რადგან საქართველო ამაზე თავად არ წამოვა. სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო არ მოაწერს ხელს. ვხედავთ, რომ ჟენევაში ათ წელზე მეტია ვცდილობთ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას, რადგან ისინი ამას განიხილავენ როგორც სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას.

მე ვსაუბრობდი არა იმაზე, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, არამედ იმაზე, რომ ის საქონელი, რომელიც კონტრაბანდის გზით შემოდის აფხაზეთში, დაიბეგროს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა,“- აღნიშნა შამბამ.

სამძიმარი საოკუპაციო ხაზთან და ყვავილებით მორთული მავთულხლართები: როგორ ემშვიდობებიან დათა პაპას - ემოციური ფოტოები ხურვალეთიდან

"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე

კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს