სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე
"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

ჯარი ჩვენ არა გვყავს, პო­ლი­ცია ჩვენ არა გვყავს, პატ­რულს და­ვურ­ე­კოთ და ვუ­თხრათ, რომ ეს ხალ­ხი გა­დევ­ნეთ აქე­დან? - რა გა­ვა­კე­თოთ, უსუ­სუ­რე­ბი ვართ!, - ამის შე­სა­ხებ ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­ტონ­მა (ბუ­ლუ­ხია) მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ან­ტონ­მა აღ­ნიშ­ნა, თა­ვის ეპარ­ქი­ა­ში სას­ჯე­ლი ვის და­ა­დოს ჟურ­ნა­ლის­ტებს და „ან­გა­ჟი­რე­ბულ მრევლს“ ვერ ჰკი­თხავს.

„რა ტენ­დენ­ცი­აა ეს, რომ სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გეჭ­რე­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი და არ გაც­ლის მღვდელმთა­ვარს კრე­ბა ჩა­ა­ტა­რო?! რა ტენ­დენ­ცი­აა, რომ მღვდელმთა­ვარს, რო­მელ­საც არ ემორ­ჩი­ლე­ბა მისი დი­ა­კო­ნი, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლი იყო ორ­ჯერ რომ დამ­დგა­რიყ­ვნენ მსა­ხუ­რე­ბა­ზე და უარი გა­ნა­ცხა­დეს, მღვდელმთა­ვარს უფ­ლე­ბა არ აქვს თა­ვი­სი დი­ა­კო­ნი, რო­მე­ლიც არ ემორ­ჩი­ლე­ბა, იმას გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნოს და და­სა­ჯოს? მე ვერ ვხვდე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბას. ეს არ არის მრევ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, ეს არის ეკ­ლე­სი­ა­ში რომ ეძებს პრო­ვო­კა­ცი­ას, წი­ნას­წარ და­გეგ­მილს. ვინც იქ მი­ვი­და მარ­ტვი­ლე­ლე­ბი არ­ცერ­თი არ იყო, იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი ზოგი ქუ­თა­ი­სი­დან. რა ესაქ­მე­ბათ? ჩემს ეპარ­ქი­ა­ში სას­ჯე­ლი ვის მივ­ცე, ვის და­ვა­დო ვის უნდა შე­ვუ­თან­ხმდე, მა­პა­ტი­ეთ, ჟურ­ნა­ლის­ტებს? ან­გა­ჟი­რე­ბულ მრევლს? არ მეს­მის ეს რა არის, აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ. მით უმე­ტეს, ძა­ლა­დო­ბით შეჭ­რა მღვდელმთავ­რის პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში, როცა კრე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩანს, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი. ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც „ბალ­კო­ნი­დან“ გად­მოც­ვივ­დნენ, გა­რე­დან აღებ­დნენ კარს... იქ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­დო­დათ პრო­ვო­კა­ცია გა­მო­ეწ­ვი­ათ და ეს გა­მო­უ­ვი­დათ. ვერ ვი­გებ ეს მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბაა, მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი „ახა­ლი მრევ­ლი“ თუ რა ხდე­ბა?!

მეს­მის, რომ პრო­ტეს­ტი დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, არც ხვალ დამ­თავ­რდე­ბა, მაგ­რამ მის გა­მო­ხატ­ვა­საც თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­მო­მი­ვარ­დე? პირ­ველ რიგ­ში ჩვენ გვინ­და სი­ტუ­ა­ცია და­ლაგ­დეს, რად­გან ეკ­ლე­სია სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს. ჯარი ჩვენ არა გვყავს, პო­ლი­ცია ჩვენ არა გვყავს, პატ­რულს და­ვურ­ე­კოთ და ვუ­თხრათ რომ ეს ხალ­ხი გა­დევ­ნეთ აქე­დან? - რა გა­ვა­კე­თოთ, უსუ­სუ­რე­ბი ვართ!“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ან­ტონ­მა.

მე­უ­ფე ან­ტონ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტა ვის­გან იყო მარ­თუ­ლი მარ­ტვი­ლის ეპარ­ქი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ „აშ­კა­რაა, ვი­ღა­ცას ეს ხელს აძ­ლევს“.

„მეს­მის, რომ ყო­ფი­ლი მღვდელმთა­ვა­რი, მე­უ­ფე პეტ­რე ნაღ­ვა­წია იქ, უყ­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ფორ­მა აქვს. ჩვენ მრევლს ვუზ­რდით ეკ­ლე­სი­ას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კარგ ხეს ცუდი ნა­ყო­ფი ჰქონ­დეს? მრევ­ლის პირ­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იერ­არ­ქი­ის ცნო­ბა და სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის მორ­ჩი­ლე­ბაა. ფაქ­ტია, რომ დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ეკ­ლე­სია არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არის სი­ნო­დი. რო­დე­საც იერ­არ­ქს არ სცნობ, რო­გორ იცავ ეკ­ლე­სი­ას? ფაქ­ტი ის არის, რომ მე­უ­ფე პეტ­რეს აღ­ზრდი­ლე­ბი აკე­თე­ბენ ამას, მათ ეს რო­გორ მოს­დით სიყ­ვა­რუ­ლით თუ დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რით, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია. მე­უ­ფე პეტ­რეც უნდა ზრუ­ნავ­დეს და უთხრას ამ ხალ­ხს რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ რომ ჩვენ თავს არ ვუ­წყობთ ამას, ეს აშ­კა­რაა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ან­ტონ­მა და დას­ძი­ნა, რომ მრევ­ლის პრო­ტეს­ტი უსა­ფუძ­ვლო იყო, რად­გან მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ მღვდელმთავ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დი­აკ­ვნე­ბის დას­ჯის თა­ო­ბა­ზე.

ცნო­ბის­თვის, 7 მარტს, ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) ეპარ­ქი­ის ორ დი­ა­კონს - კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ა­სა და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა, ამ ფაქ­ტმა გუ­შინ ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მრევ­ლის ნა­წილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს შე­ფა­სე­ბით, მომ­ხდა­რი და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ძალ­მომ­რე­ო­ბით შე­იჭრ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
6

სამწუხარო ის არის რომ აღმაშენებელი არ გვყავს

www
9

ამან ხო თქვა სალომე რო გაპრეზიდენტდეს მე საქართველოდან წავალო და კიდე აქ არის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, თავის ეპარქიაში სასჯელი ვის დაადოს ჟურნალისტებს და „ანგაჟირებულ მრევლს“ ვერ ჰკითხავს.

„რა ტენდენციაა ეს, რომ საკუთარ რეზიდენციაში გეჭრება ამდენი ხალხი და არ გაცლის მღვდელმთავარს კრება ჩაატარო?! რა ტენდენციაა, რომ მღვდელმთავარს, რომელსაც არ ემორჩილება მისი დიაკონი, რომელიც მოწოდებული იყო ორჯერ რომ დამდგარიყვნენ მსახურებაზე და უარი განაცხადეს, მღვდელმთავარს უფლება არ აქვს თავისი დიაკონი, რომელიც არ ემორჩილება, იმას განაჩენი გამოუტანოს და დასაჯოს? მე ვერ ვხვდები ჩართულობას. ეს არ არის მრევლის ჩართულობა, ეს არის ეკლესიაში რომ ეძებს პროვოკაციას, წინასწარ დაგეგმილს. ვინც იქ მივიდა მარტვილელები არცერთი არ იყო, იყვნენ ჩამოსულები ზოგი ქუთაისიდან. რა ესაქმებათ? ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე, მაპატიეთ, ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს? არ მესმის ეს რა არის, აღშფოთებული ვარ. მით უმეტეს, ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როცა კრება მიმდინარეობს. ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ხალხი, რომლებიც „ბალკონიდან“ გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარს... იქ იყვნენ ჩასული ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ პროვოკაცია გამოეწვიათ და ეს გამოუვიდათ. ვერ ვიგებ ეს მოდიფიცირებული ეკლესიურობაა, მოდიფიცირებული „ახალი მრევლი“ თუ რა ხდება?!

მესმის, რომ პროტესტი დღეს არ დაწყებულა, არც ხვალ დამთავრდება, მაგრამ მის გამოხატვასაც თავისი ადგილი აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რეზიდენციაში შემომივარდე? პირველ რიგში ჩვენ გვინდა სიტუაცია დალაგდეს, რადგან ეკლესია სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მეუფე ანტონმა არ დააკონკრეტა ვისგან იყო მართული მარტვილის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები, თუმცა აღნიშნა, რომ „აშკარაა, ვიღაცას ეს ხელს აძლევს“.

„მესმის, რომ ყოფილი მღვდელმთავარი, მეუფე პეტრე ნაღვაწია იქ, უყვართ, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ჩვენ მრევლს ვუზრდით ეკლესიას, როგორ შეიძლება კარგ ხეს ცუდი ნაყოფი ჰქონდეს? მრევლის პირველი დანიშნულება იერარქიის ცნობა და საეკლესიო კანონების მორჩილებაა. ფაქტია, რომ დღეს ოფიციალური ეკლესია არის საქართველოს საპატრიარქო, ოფიციალური წარმომადგენლობა არის სინოდი. როდესაც იერარქს არ სცნობ, როგორ იცავ ეკლესიას? ფაქტი ის არის, რომ მეუფე პეტრეს აღზრდილები აკეთებენ ამას, მათ ეს როგორ მოსდით სიყვარულით თუ დათვური სამსახურით, ეს უკვე სხვა საკითხია. მეუფე პეტრეც უნდა ზრუნავდეს და უთხრას ამ ხალხს რომ ასე არ შეიძლება. ჩვენ რომ ჩვენ თავს არ ვუწყობთ ამას, ეს აშკარაა“, - განაცხადა მეუფე ანტონმა და დასძინა, რომ მრევლის პროტესტი უსაფუძვლო იყო, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება გაეპროტესტებინათ მღვდელმთავრის გადაწყვეტილება დიაკვნების დასჯის თაობაზე.

ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა, ამ ფაქტმა გუშინ ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ჟურნალისტები რეზიდენციაში ძალმომრეობით შეიჭრნენ.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე