საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლები სტალინმა დამიხვრიტა, წლების შემდეგ კი მისი მუზეუმის სამუშაოებს ვაწარმოებდი" - როგორ გახდა კარდენახიდან წამოსული ობოლი ბიჭი ცნობილი ინჟინერი
"მშობლები სტალინმა დამიხვრიტა, წლების შემდეგ კი მისი მუზეუმის სამუშაოებს ვაწარმოებდი" - როგორ გახდა კარდენახიდან წამოსული ობოლი ბიჭი ცნობილი ინჟინერი

"ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ 84 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შევ­ძე­ლი ბოდ­ბე­ში ჩას­ვლა და მად­ლო­ბის გა­დახ­და. 84 წლის წინ, 7 წლის ბავ­შვი, მშობ­ლებ­დახ­ვრე­ტი­ლი და რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი, სწო­რედ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტრის დე­და­ო­ებ­მა შე­მი­ფა­რეს. ახლა ვუხ­დი მათ მად­ლო­ბას თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით. რო­გორც კი სა­ბო­ლო­ოდ გა­მოვ­კეთ­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალ ბოდ­ბე­ში და იმ ად­გილს მო­ვი­ნა­ხუ­ლებ, სა­დაც ბავ­შვო­ბი­სას შე­მი­ფა­რეს, მად­ლო­ბას ვე­ტყვი" - ასე და­ი­წყო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი 91 წლის ვა­ლე­რი­ან (ვა­ლი­კო) შა­კი­აშ­ვილ­მა.

კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­ჟი­ნერ-მშე­ნე­ბე­ლი 4 ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. აშე­ნებ­და გორ­ში, კას­პში, ბორ­ჯომ­ში, ცხინ­ვალ­ში. თვლის, რომ კარ­და­ნა­ხე­ლი ობო­ლო ბიჭი გორ­ში ბედ­მა ჩა­იყ­ვა­ნა, ბედ­მა, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის იმ მეგ­ზურს შე­ახ­ვედ­რა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, იმ ბედ­მა, რო­მელ­მაც 1937 წელს მშობ­ლებ­დახ­ვრე­ტილს, სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მი­ა­ღე­ბი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ვა­ლე­რი­ან (ვა­ლი­კო) შა­კი­აშ­ვი­ლი

"40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გორს ვა­შე­ნებ­დი. მტკვრის ხი­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქის მთელ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბის (ფოს­ტა, უნი­ვერ­მა­ღი, სას­ტუმ­რო "ინ­ტუ­რის­ტის" შე­ნო­ბა) მშე­ნებ­ლო­ბა­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ბე­დის ირო­ნია კი ის არის, რომ 1937-ში მშობ­ლებ­დახ­ვრე­ტი­ლი, წლე­ბის შემ­დეგ, უკვე მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რი, გორ­ში, სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის სა­მუ­შა­ო­ებს ვა­წარ­მო­ებ­დი. სტა­ლინ­მა დახ­ვრი­ტა ჩემი მშობ­ლე­ბი, მე კი მისი მუ­ზე­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩემი მშობ­ლე­ბი 1937 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს, "სა­მე­უ­ლის დად­გე­ნი­ლე­ბით" დახ­ვრი­ტეს.

მა­შინ კა­ხეთ­ში გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში, კარ­დე­ნახ­ში ვცხოვ­რობ­დით. 7 წლის ვი­ყა­ვი და თა­ვის­თა­ვად არა­ფე­რი ვი­ცო­დი არც შინ­სა­ხკომ­ზე, არც სა­მე­უ­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე და არც სტა­ლინ­სა თუ სხვა რა­მე­ზე... წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტრის დე­და­ო­ებ­მა წა­მიყ­ვა­ნეს და შე­მი­ფა­რეს. იმ პე­რი­ოდ­ში უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბაც გა­და­ვი­ტა­ნე - თა­ვის ტვი­ნის ან­თე­ბა, ენ­ცე­ფა­ლი­ტი. იშ­ვი­ა­თია, ადა­მი­ან­მა ისე გა­და­ი­ტა­ნოს ეს და­ა­ვა­დე­ბა, რომ კვა­ლი არ და­ტო­ვოს, მაგ­რამ მე გა­დავ­რჩი, დე­და­ო­ებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ჩემს გა­და­სარ­ჩე­ნას, მი­პატ­რო­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1957 წლის 23 აპ­რილს, ორი ათე­უ­ლი წლის წინ დახ­ვრე­ტი­ლი მა­მა­ჩე­მი გა­ა­მარ­თლეს... ამის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ა­ში მა­მა­ჩე­მი კი­დევ სამ­ჯერ გა­მარ­თლდა. მე, პი­რა­დად, მაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლის სტა­ტუ­სი. წლე­ბის შემ­დეგ, უკვე მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნერს, გორ­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სა­დაც იმ პე­რი­ოდ­ში ბამ­ბე­უ­ლის ქსო­ვი­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ტი შენ­დე­ბო­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი აქ, სა­დაც ნუნუ ფი­დაშ­ვილს შევ­ხვდი და სხვა­გან წას­ვლა აღარც მი­ფიქ­რია.

რო­გორც გი­თხა­რით, 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გორს ვა­შე­ნებ­დი, ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა სამ­მარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე - მთა­ვარ ინ­ჟინ­რად, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად, ტრეს­ტის მმარ­თვე­ლად, ვა­შე­ნებ­დი გორ­ში, კას­პში, ბორ­ჯომ­ში, ცხინ­ვალ­ში პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბა ავა­შე­ნეთ, ზნა­ურ­ში კი, მა­შინ­დე­ლი რა­ი­აღ­მას­კო­მის შე­ნო­ბა - ეკ­ლა­რის ქვით" - გვიყ­ვე­ბა შა­კი­აშ­ვი­ლი.

მისი მე­უღ­ლე, 87 წლის ნუნუ ფი­დაშ­ვი­ლი-შა­კი­აშ­ვი­ლი ქი­მი­კო­სია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­რის კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და. ქი­მი­კოს-ანა­ლი­ტი­კო­სის ერთ-ერთი გა­მო­გო­ნე­ბა იმ­ჟა­მინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ავი­ა­ცი­ა­ში და­ი­ნერ­გა, რის­თვი­საც გო­რის კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს და თა­ვად ქი­მი­კოს­საც სო­ლი­დუ­რი პრე­მია მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია იქ­მნე­ბო­და და ნუნუ ფი­დაშ­ვილ-შა­კი­აშ­ვილს სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის­თვის მი­ღე­ბუ­ლი პრე­მია მთლი­ა­ნად გა­და­უ­რი­ცხავს გვარ­დი­ის ფონდში.

ასა­კო­ვან­მა ცოლ-ქმარ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ "გორ­მე­დის" გო­რის კო­ვიდკ­ლი­ნი­კა 15 იან­ვარს და­ტო­ვა.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბო­დათ მკურ­ნა­ლო­ბა. "ორი­ვე პა­ცი­ენტს 27 იან­ვრი­დან უტარ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში, ქალ­ბა­ტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, ფიქ­სირ­დე­ბო­და ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის 70%-იანი და­ზი­ა­ნე­ბა, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის ბლოკ­ში და მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, პნევ­მო­ნია გა­წო­ვის ფა­ზა­შია და პა­რა­მეტ­რე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ინ­სულტგა­და­ტა­ნი­ლია, სა­ხე­ზე იყო გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, მო­ციმ­ცი­მე არით­მია, თუმ­ცა, შევ­ძე­ლით და ამ­ჟა­მად ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ცოლ-ქმარ­მა კლი­ნი­კის სტა­ცი­ო­ნა­რი და­ტო­ვა", - გა­ნა­ცხა­და "გორ­მე­დის" ექიმ­მა თე­რა­პევტმა მაია წი­ქა­რი­ძემ. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი - 91 წლის ვა­ლე­რი­ან შა­კი­აშ­ვი­ლი და 87 წლის ნუნუ შა­კი­აშ­ვი­ლი "გორ­მე­დის" კო­ვიდკ­ლი­ნის პერ­სო­ნალ­მა ტკბი­ლე­უ­ლით და ყვა­ვი­ლე­ბით გა­ა­ცი­ლა.

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

ალექს
1

მეტი საქმე არ ქონდა სტალინს, ესენი ეხვრიტა, ზვმაბაბ ქნა ეგა , ზვამბამ -ბერიამ ! ჰმ , ეს ყალბი ისტორიები !

ავტორი:

"მშობლები სტალინმა დამიხვრიტა, წლების შემდეგ კი მისი მუზეუმის სამუშაოებს ვაწარმოებდი" - როგორ გახდა კარდენახიდან წამოსული ობოლი ბიჭი ცნობილი ინჟინერი

"მშობლები სტალინმა დამიხვრიტა, წლების შემდეგ კი მისი მუზეუმის სამუშაოებს ვაწარმოებდი" - როგორ გახდა კარდენახიდან წამოსული ობოლი ბიჭი ცნობილი ინჟინერი

"ძალიან განვიცდი, რომ 84 წლის განმავლობაში ვერ შევძელი ბოდბეში ჩასვლა და მადლობის გადახდა. 84 წლის წინ, 7 წლის ბავშვი, მშობლებდახვრეტილი და რეპრესირებული, სწორედ წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის დედაოებმა შემიფარეს. ახლა ვუხდი მათ მადლობას თქვენი საშუალებით. როგორც კი საბოლოოდ გამოვკეთდები, აუცილებლად ჩავალ ბოდბეში და იმ ადგილს მოვინახულებ, სადაც ბავშვობისას შემიფარეს, მადლობას ვეტყვი" - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 91 წლის ვალერიან (ვალიკო) შაკიაშვილმა.

კვალიფიციური ინჟინერ-მშენებელი 4 ათეული წლის განმავლობაში არაერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობდა. აშენებდა გორში, კასპში, ბორჯომში, ცხინვალში. თვლის, რომ კარდანახელი ობოლო ბიჭი გორში ბედმა ჩაიყვანა, ბედმა, რომელმაც ცხოვრების იმ მეგზურს შეახვედრა, რომელთან ერთადაც კოვიდი დაამარცხა, იმ ბედმა, რომელმაც 1937 წელს მშობლებდახვრეტილს, სტალინის სახლ-მუზეუმის მშენებლობაში მიაღებინა მონაწილეობა.

ვალერიან (ვალიკო) შაკიაშვილი

"40 წლის განმავლობაში გორს ვაშენებდი. მტკვრის ხიდიდან დაწყებული, ქალაქის მთელ ცენტრალურ ქუჩაზე არსებული თითქმის ყველა შენობის, საცხოვრებელი კორპუსების თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების (ფოსტა, უნივერმაღი, სასტუმრო "ინტურისტის" შენობა) მშენებლობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

ბედის ირონია კი ის არის, რომ 1937-ში მშობლებდახვრეტილი, წლების შემდეგ, უკვე მშენებელ-ინჟინერი, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სამუშაოებს ვაწარმოებდი. სტალინმა დახვრიტა ჩემი მშობლები, მე კი მისი მუზეუმის მშენებლობის დასრულებაში ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი მშობლები 1937 წლის 2 ოქტომბერს, "სამეულის დადგენილებით" დახვრიტეს.

მაშინ კახეთში გურჯაანის რაიონში, კარდენახში ვცხოვრობდით. 7 წლის ვიყავი და თავისთავად არაფერი ვიცოდი არც შინსახკომზე, არც სამეულის დადგენილებაზე და არც სტალინსა თუ სხვა რამეზე... წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის დედაოებმა წამიყვანეს და შემიფარეს. იმ პერიოდში უმძიმესი დაავადებაც გადავიტანე - თავის ტვინის ანთება, ენცეფალიტი. იშვიათია, ადამიანმა ისე გადაიტანოს ეს დაავადება, რომ კვალი არ დატოვოს, მაგრამ მე გადავრჩი, დედაოებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემს გადასარჩენას, მიპატრონეს.

მოგვიანებით, 1957 წლის 23 აპრილს, ორი ათეული წლის წინ დახვრეტილი მამაჩემი გაამართლეს... ამის შემდეგ, სხვადასხვა ინსტანციაში მამაჩემი კიდევ სამჯერ გამართლდა. მე, პირადად, მაქვს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსი. წლების შემდეგ, უკვე მშენებელ-ინჟინერს, გორში მუშაობა შემომთავაზეს, სადაც იმ პერიოდში ბამბეულის ქსოვილების კომბინატი შენდებოდა. ასე აღმოვჩნდი აქ, სადაც ნუნუ ფიდაშვილს შევხვდი და სხვაგან წასვლა აღარც მიფიქრია.

როგორც გითხარით, 40 წლის განმავლობაში გორს ვაშენებდი, ვმუშაობდი სხვადასხვა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციაზე - მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველად, ვაშენებდი გორში, კასპში, ბორჯომში, ცხინვალში პედაგოგიური ინსტიტუტის შენობა ავაშენეთ, ზნაურში კი, მაშინდელი რაიაღმასკომის შენობა - ეკლარის ქვით" - გვიყვება შაკიაშვილი.

მისი მეუღლე, 87 წლის ნუნუ ფიდაშვილი-შაკიაშვილი ქიმიკოსია. წლების განმავლობაში გორის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. ქიმიკოს-ანალიტიკოსის ერთ-ერთი გამოგონება იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ავიაციაში დაინერგა, რისთვისაც გორის კვლევით ინსტიტუტს და თავად ქიმიკოსსაც სოლიდური პრემია მიუღიათ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში, დაახლოებით 30 წლის წინ, ქართული ეროვნული გვარდია იქმნებოდა და ნუნუ ფიდაშვილ-შაკიაშვილს სამეცნიერო ნაშრომისთვის მიღებული პრემია მთლიანად გადაურიცხავს გვარდიის ფონდში.

ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა სამედიცინო ქსელ "გორმედის" გორის კოვიდკლინიკა 15 იანვარს დატოვა.

კორონავირუსით ინფიცირებულებს 20 დღის განმავლობაში უტარდებოდათ მკურნალობა. ,,ორივე პაციენტს 27 იანვრიდან უტარდებოდა მკურნალობა ჩვენს კლინიკაში, ქალბატონის მდგომარეობა იყო მძიმე, ფიქსირდებოდა ფილტვის ქსოვილის 70%-იანი დაზიანება, მოთავსებული იყო ინტენსიური თერაპიის ბლოკში და მკურნალობის შედეგად მდგომარეობა დასტაბილურდა, პნევმონია გაწოვის ფაზაშია და პარამეტრები დამაკმაყოფილებელია.

ამავდროულად, აღნიშნული პაციენტი ინსულტგადატანილია, სახეზე იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, თუმცა, შევძელით და ამჟამად ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ცოლ-ქმარმა კლინიკის სტაციონარი დატოვა", - განაცხადა ,,გორმედის" ექიმმა თერაპევტმა მაია წიქარიძემ. გამოჯანმრთელებული ცოლ-ქმარი - 91 წლის ვალერიან შაკიაშვილი და 87 წლის ნუნუ შაკიაშვილი ,,გორმედის" კოვიდკლინის პერსონალმა ტკბილეულით და ყვავილებით გააცილა.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა