მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?
ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე, 44-დღი­ა­ნი ომის დამ­თავ­რე­ბი­დან სამი თვე ხდე­ბა და სომ­ხეთ­ში უფრო და უფრო ხში­რად გა­ის­მის მო­წო­დე­ბა რე­ვან­შის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად...

ამ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე სომ­ხე­თი მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შვიდ სხვა რა­ი­ონ­ში 12 500 კვკმ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლებ­და, ომში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ კი მას სა­გამ­გებ­ლოდ მხო­ლოდ 2 500 კვკმ დარ­ჩა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დე­და­ქა­ლა­ქი სტე­ფა­ნა­კერ­ტი და კი­დევ ორი-სამი ქა­ლა­ქი კვლავ სომ­ხე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია, რაც ერე­ვანს უტო­ვებს იმედს, ყა­რა­ბა­ღის დიდი ნა­წი­ლი და­იბ­რუ­ნოს. სომ­ხეთ­ში ოპო­ზი­ცია მი­ტინგს მი­ტინგზე მარ­თავს და არც მთავ­რო­ბის სახ­ლში შეჭ­რის მცდე­ლო­ბებ­ზე ამ­ბობს უარს. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, გა­დად­გეს სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფა­ში­ნი­ა­ნი, რად­გან სწო­რედ მას აბ­რა­ლე­ბენ ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე ომში და­მარ­ცხე­ბას.

ფა­ში­ნი­ა­ნის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრო­ბას რომ დიდი დღე არ უწე­რია, ისე­დაც ნა­თე­ლია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მისი ყოფ­ნა ხელს აძ­ლევს პუ­ტინს, რათა სწო­რედ ფა­ში­ნი­ან­მა შე­ას­რუ­ლოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 10 ნო­ემ­ბრის სამმხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ერევ­ნის მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, მათი ქვეყ­ნის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი კა­პი­ტუ­ლა­ცია და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის დათ­მო­ბაა, ამი­ტომ სა­ნამ ბაქო სომ­ხეთ­თან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი რუ­კე­ბით გა­ნა­ახ­ლებს, ფა­ში­ნი­ანს, ალ­ბათ, თა­ვის სა­ვარ­ძელ­ში და­ტო­ვე­ბენ, მერე კი სომ­ხე­თის სა­თა­ვე­ში ისევ პრო­რუ­სუ­ლი ძალა დაბ­რუნ­დე­ბა პუ­ტი­ნის მე­გობ­რის, ექ­სპრე­ზი­დენტ რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

ილ­ჰამ ალი­ე­ვი კარ­გად ხვდე­ბა, რომ ამ ომში მისი მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე პუ­ტი­ნის ფა­რუ­ლი თან­ხმო­ბა, ადრე თუ გვი­ან, აზერ­ბა­ი­ჯანს უკან მო­უბ­რუნ­დე­ბა, რად­გან ყა­რა­ბა­ღის გა­ურ­კვე­ვე­ლი სტა­ტუ­სი და იქ შე­სუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი მოს­კო­ვის­თვის ბა­ქო­ზე სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის სა­უ­კე­თე­სო ბერ­კე­ტია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ვე­ღარ შეძ­ლებს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ყა­რა­ბა­ღის დარ­ჩე­ნი­ლი სომ­ხუ­რი ნა­წი­ლის თა­ვის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან იქ უკვე ფეხი მო­ი­კი­დეს რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და ეს სი­ტუ­ა­ცია რა­ღა­ცით წა­ა­გავს ცხინ­ვალ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, როცა იქ 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუსი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი იდ­გნენ და ად­გი­ლობ­რივ სე­პა­რა­ტიზმს აგუ­ლი­ა­ნებ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
32

ან ერთმა ან მეორემ რუსეთს თუ კითხეს რამე???

არა ტროლი
84

დიდი ეკონომიური პერსპექტივები ექნებათ სომხებს, ძალიან დიდი , მალე ნახავთ თუ როგორ ააყვავებენ სომხეთს .სრული სერიოზულობით ვამბობ. ყველამ იხეირა საქართველოს გარდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

ყარაბაღის მესამე, 44-დღიანი ომის დამთავრებიდან სამი თვე ხდება და სომხეთში უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოწოდება რევანშისთვის მოსამზადებლად...

ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე სომხეთი მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის შვიდ სხვა რაიონში 12 500 კვკმ ტერიტორიას აკონტროლებდა, ომში დამარცხების შემდეგ კი მას საგამგებლოდ მხოლოდ 2 500 კვკმ დარჩა. მიუხედავად ამისა, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეფანაკერტი და კიდევ ორი-სამი ქალაქი კვლავ სომხების განკარგულებაშია, რაც ერევანს უტოვებს იმედს, ყარაბაღის დიდი ნაწილი დაიბრუნოს. სომხეთში ოპოზიცია მიტინგს მიტინგზე მართავს და არც მთავრობის სახლში შეჭრის მცდელობებზე ამბობს უარს. მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რადგან სწორედ მას აბრალებენ ყარაბაღის მესამე ომში დამარცხებას.

ფაშინიანის პრემიერმინისტრობას რომ დიდი დღე არ უწერია, ისედაც ნათელია, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყნის სათავეში მისი ყოფნა ხელს აძლევს პუტინს, რათა სწორედ ფაშინიანმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულებით ერევნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ეს ვალდებულებები, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, მათი ქვეყნის ერთპიროვნული კაპიტულაცია და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაა, ამიტომ სანამ ბაქო სომხეთთან სახელმწიფო საზღვარს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკებით განაახლებს, ფაშინიანს, ალბათ, თავის სავარძელში დატოვებენ, მერე კი სომხეთის სათავეში ისევ პრორუსული ძალა დაბრუნდება პუტინის მეგობრის, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით.

ილჰამ ალიევი კარგად ხვდება, რომ ამ ომში მისი მოქმედების თავისუფლებაზე პუტინის ფარული თანხმობა, ადრე თუ გვიან, აზერბაიჯანს უკან მოუბრუნდება, რადგან ყარაბაღის გაურკვეველი სტატუსი და იქ შესული რუსული სამხედრო კონტინგენტი მოსკოვისთვის ბაქოზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის საუკეთესო ბერკეტია. აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებს ძალის გამოყენებით ყარაბაღის დარჩენილი სომხური ნაწილის თავის იურისდიქციაში დაბრუნებას, რადგან იქ უკვე ფეხი მოიკიდეს რუსმა სამხედროებმა და ეს სიტუაცია რაღაცით წააგავს ცხინვალში შექმნილ ვითარებას, როცა იქ 16 წლის განმავლობაში რუსი ე.წ. სამშვიდობოები იდგნენ და ადგილობრივ სეპარატიზმს აგულიანებდნენ...წაიკითხეთ სრულად

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში" - იენს სტოლტენბერგი

ბილ გეითსი ასახელებს თარიღს, როდესაც მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება - "კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა"