სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად
უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის (და არამ­ხო­ლოდ) ნაც­ნო­ბი და ძვირ­ფა­სია. ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი არ გა­მო­ი­ცე­მო­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ამ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა გა­და­წყვი­ტა და ქარ­თველ მკი­თხველს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლი მო­უმ­ზა­და. 7 ტო­მი­დან 6 ტომს მწერ­ლის 5 რო­მა­ნი და­ი­კა­ვებს, მე-7 ტომ­ში კი მწერ­ლის ნო­ვე­ლე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი მო­იყ­რის თავს.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ას სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“უკვე დღე­ი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­კი­თხოთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუს­ში“ და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი.

„მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის“ თა­ვე­ბი და­წე­რის­თა­ნა­ვე ქვეყ­ნდე­ბო­და ჟურ­ნალ „მნა­თობ­ში“. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მწე­რალ­მა წი­ნას­წარ არ იცო­და, რო­გორ დას­რულ­დე­ბო­და თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მა­ტი­კა, რაც ძვე­ლი და ახა­ლი დრო­ის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, იმ პე­რი­ო­დის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი გახ­ლდათ. ამას ემა­ტე­ბო­და რო­მან­ში მო­ცე­მუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ინ­ტრი­გე­ბი, ღა­ლა­ტი, თავ­და­დე­ბა, გა­ო­რე­ბა... - ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

რო­მა­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დიდი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო, ნა­წი­ლი კი აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­და. ცხა­დი იყო, რომ რო­მა­ნი საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რას ვერ გა­და­ურ­ჩე­ბო­და და ერთხანს ასეც მოხ­და. რო­გორც ვი­ცით, იმ პე­რი­ოდ­ში ცე­კას დად­გე­ნი­ლე­ბით ორი ეპი­ზო­დი ამო­ი­ღეს, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი შეც­ვა­ლეს, ასე­ვე ბე­რი­ას სა­ხე­ლი და­ა­მა­ტეს (კერ­ძოდ, თა­რაშ ემ­ხვა­რი ბე­რი­ას­თან აპი­რებს მის­ვლას, რათა უთხრას, რომ სტა­ლი­ნის გზაა მხო­ლოდ). სა­ბედ­ნი­ე­როდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ვან­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით შეც­ვლი­ლი ად­გი­ლე­ბი პირ­ვან­დელ სა­ხეს და­უბ­რუნ­და. რო­მა­ნი კი დღემ­დე რჩე­ბა ერ­თგვარ ეპი­კურ წყა­როდ, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვი­თა­რე­ბას, ახა­ლი დრო­ის მწა­რე რე­ა­ლო­ბას, კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ბნელ მხა­რე­ებს გვიჩ­ვე­ნებს.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ მკი­თხველ­ში. მწერ­ლის 7-ტო­მე­უ­ლი ძვირ­ფა­სი შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარს და კლა­სი­კას აფა­სებს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის „შავ­ჩო­ხი­ა­ნი ჭი­რი­სუფ­ლის“, პატ­რი­ო­ტი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა ახა­ლი გა­მო­ცე­მით მალე და­ი­კა­ვებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე ღირ­სე­ულ ად­გილს.

შე­გახ­სე­ნებთ, კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ უკვე გა­მო­ვი­და. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

სოლომონი
1

რაღა დროს მთვარის მოტაცებაა?!?! სადაცაა ქვეყანას მოგვტაცებენ..

ავტორი:

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება ყველა ქართველისთვის (და არამხოლოდ) ნაცნობი და ძვირფასია. ობიექტური მიზეზების გამო 10 წლის განმავლობაში მწერლის ნაწარმოებები არ გამოიცემოდა. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ამ დანაკლისის შევსება გადაწყვიტა და ქართველ მკითხველს კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეული მოუმზადა. 7 ტომიდან 6 ტომს მწერლის 5 რომანი დაიკავებს, მე-7 ტომში კი მწერლის ნოველები და მოთხრობები მოიყრის თავს.

კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ მოიკითხოთ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ და პრესის გავრცელების ჯიხურებში. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

„მთვარის მოტაცების“ თავები დაწერისთანავე ქვეყნდებოდა ჟურნალ „მნათობში“. როგორც ამბობენ, მწერალმა წინასწარ არ იცოდა, როგორ დასრულდებოდა თავისი პერსონაჟების ცხოვრება. თანამედროვე პრობლემატიკა, რაც ძველი და ახალი დროის დაპირისპირებაში გამოიხატა, იმ პერიოდის აქტუალური საკითხი გახლდათ. ამას ემატებოდა რომანში მოცემული სასიყვარულო ინტრიგები, ღალატი, თავდადება, გაორება... - ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რომანი გამოსვლისთანავე დიდი განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებული იყო, ნაწილი კი აღშფოთებას გამოთქვამდა. ცხადი იყო, რომ რომანი საბჭოთა ცენზურას ვერ გადაურჩებოდა და ერთხანს ასეც მოხდა. როგორც ვიცით, იმ პერიოდში ცეკას დადგენილებით ორი ეპიზოდი ამოიღეს, რამდენიმე ადგილი შეცვალეს, ასევე ბერიას სახელი დაამატეს (კერძოდ, თარაშ ემხვარი ბერიასთან აპირებს მისვლას, რათა უთხრას, რომ სტალინის გზაა მხოლოდ). საბედნიეროდ, მოგვიანებით მავანთა ინიციატივით შეცვლილი ადგილები პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. რომანი კი დღემდე რჩება ერთგვარ ეპიკურ წყაროდ, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარებას, ახალი დროის მწარე რეალობას, კომუნისტური იდეოლოგიის ბნელ მხარეებს გვიჩვენებს.

კ. გამსახურდიას რომანები და ნოველები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. მწერლის 7-ტომეული ძვირფასი შენაძენი იქნება ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს და კლასიკას აფასებს. ჩვენი ქვეყნის „შავჩოხიანი ჭირისუფლის“, პატრიოტი მწერლის შემოქმედება ახალი გამოცემით მალე დაიკავებს ქართველი მკითხველის წიგნის თაროებზე ღირსეულ ადგილს.

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ უკვე გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა

1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად