საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში
"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

12-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, 2021 წლის 21 იან­ვარს, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - რუ­სე­თის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არა­ერ­თი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, უკვე სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ფორმ­და.

მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი მხა­რე თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, რუ­სე­თი მე­ო­რე დღეა ამ­ტკი­ცებს, რომ მას სა­სა­მარ­თლო­ში არ წა­უ­გია ამი­ტომ, რუ­სულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლომ სტრას­ბურ­გში რუ­სეთს მო­უ­გო, მაგ­რამ "რუ­სეთს არ წა­უ­გია".

რუ­სუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბის თა­ნახ­მად­ვე, მო­პა­სუ­ხე მხა­რე, ანუ რუ­სე­თის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ან­თი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ეს­ხმოდ­ნენ თავს სამ­ხრეთ ოსე­თე­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, ცხინ­ვალ­ზე თავ­დას­ხმის გამო ქარ­თვე­ლებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ".

სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის და­ვას გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ­თა მხრი­და­ნაც მოჰ­ყვა. ოსე­ბი და აფხა­ზე­ბი და­აბ­ნია იმან, რომ რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მო­რიგ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენ­თან რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და გუ­გუ­ნებს, მაგ­რამ წა­გე­ბუ­ლის მო­გე­ბად წარ­მო­ჩე­ნა? ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ხომ არ ვცხოვ­რობთ?!"

"რუ­სე­თი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლობს და ირ­წმუ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან ჩვენ და­ვი­ცა­ვით ად­გი­ლობ­რი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაო, თან ირი­ბად გვა­ნიშ­ნებს, ეს ყო­ველ­თვის უნდა გახ­სოვ­დე­თო, მაგ­რამ თუ წლე­ბია ამას გვე­უბ­ნე­ბი­ან, სამ­ტკი­ცე­ბე­ლი რა იყო აქ? და თუ მარ­თლა ასეა, მაშ რა უხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც ორი დღეა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ის­ტო­რი­ულს უწო­დებს?! სა­ინ­ტე­რე­სოა, სად არის სი­მარ­თლე" - წე­რენ ოსე­ბი და აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მარ­თა­ლია, რუ­სეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ორი­ვე რე­გი­ო­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ რე­გი­ო­ნე­ბის სუს­ტი და კო­რუფ­ცი­უ­ლი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის" გამო, ვერც ერ­თმა მმარ­თველ­მა ვერ შეძ­ლო, "აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უფრო მე­ტად სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მე­ტიც, სა­ხელ­მწი­ფო ნიშ­ნე­ბიც კი არ გვაქვს და ამას რუ­სე­ბიც პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბი­ან... ახლა ბო­ლომ­დე ჩვენს ხელ­ში ხარ­თო, გვი­თხრეს" - წერს მუ­რა­დი ტუჟ­ბა.

"რაც გა­ვი­გე, რუ­სე­თის მომ­ხრე­ე­ბი წუ­ხან, სა­ქარ­თვე­ლომ დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ა­ყალ­ბაო. კი­დევ გა­ვი­გე ის, რომ ქარ­თვე­ლე­ბი დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ. დაბ­რუნ­დეს ეს ხალ­ხი თა­ვის სახ­ლებ­ში, ოღონდ ის ნა­წი­ლი, ვინც ტყვი­ას არ გვეს­რო­და, მათ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ, ცა­რი­ე­ლი სახ­ლე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც შე­ივ­სე­ბა. ამა­ზე ჩვენს ხომ ვსა­უბ­რობ­დით ადრე, მაგ­რამ აქ უფრო სხვა პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც ჩვენ, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს არა­ვინ გვე­ტყვის" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"ახლა ვინ რას იტყუ­ე­ბა და ვინ სი­მარ­თლეს ამ­ბობს ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბია, მაგ­რამ რაც უნდა სამ­წუ­ხა­რო იყოს იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რით მი­ღე­ბუ­ლი, ჩვენ­თვის მა­ინც ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან რუ­სე­თი ამ მე­ქა­ნიზმს ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე წნე­ხის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი, მომ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა - კი­დევ კარ­გი, რუ­სეთ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, ისევ თქვე­ნი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­სო" - წერს ალი­კა კა­კუ­ტია.

“თუ მსოფ­ლიო თვალს და­ხუ­ჭავს იმა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წელს ცხინ­ვალ­ში ჩა­ი­დი­ნა, მა­შინ გა­მო­დის, მარ­თლა უსა­მარ­თლოა ეს სამ­ყა­რო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს აქ და­აბ­რუ­ნებს, თუმ­ცა, მე წი­ნა­აღ­დე­გი არ ვარ ის ხალ­ხი დაბ­რუნ­დეს, ვი­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ არ უბ­რძო­ლია. ისე­დაც გა­მორ­ბი­ან აქეთ იქ არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნის გამო..." - წერს ელე­ნა ჩო­ჩი­ე­ვა.

“ვიდ­რე ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ებ­რძვის, ცი­ხე­ში ყრის და სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა, ქარ­თვე­ლებ­მა დრო იხელ­თეს, ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით, მა­სა­ლე­ბი გა­ა­ყალ­ბეს და ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ კი არ და­გეს­ხით თავს, რუ­სეთ­მა ერ­თნა­ი­რად და­ა­ზი­ა­ნა ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი­ცო..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით, “გუ­ლან გიჩი".

შე­გახ­სე­ნებთ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­ტა­ნილ სა­ჩი­ვარ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სეთ­მა და­არ­ღვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხ­ლე­ბი, ანუ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, კერ­ძო და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა და წა­მე­ბის აკ­რძალ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nowhere man
0

რუსეთი საუკუნეებია აგრძელებს სიცრუის ტირაჟირბას და ამას ისე ფილიგრანულად და დახვეწილად აკეთებს

ნინი
0

ოსებს არაფერი არ გაქვთ სალაპარაკო გვიღალატეთ ოსებმა ქართველებს და ათასწლიანი ქართული მიწები რუსებს მიართვით

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

12-წლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელსაც საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს - რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევა, უკვე სამართლებრივად გაფორმდა.

მაშინ, როდესაც ქართული მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, რუსეთი მეორე დღეა ამტკიცებს, რომ მას სასამართლოში არ წაუგია ამიტომ, რუსულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები სათაურით - "საქართველომ სტრასბურგში რუსეთს მოუგო, მაგრამ "რუსეთს არ წაუგია".

რუსული მხარის განცხადებით, სასამართლოს განმარტების თანახმადვე, მოპასუხე მხარე, ანუ რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ “საქართველოს მოქალაქეები თავიანთი უსაფრთხოებისთვის ესხმოდნენ თავს სამხრეთ ოსეთელებს, რომლებიც თავის მხრივ, ცხინვალზე თავდასხმის გამო ქართველებზე შურისძიებას ცდილობდნენ".

საქართველო რუსეთის დავას გამოხმაურებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მხრიდანაც მოჰყვა. ოსები და აფხაზები დააბნია იმან, რომ რუსული არხები საქართველოს წინააღმდეგ მორიგ გამარჯვებაზე საუბრობენ.

"გასაგებია, რომ ჩვენთან რუსული პროპაგანდა გუგუნებს, მაგრამ წაგებულის მოგებად წარმოჩენა? ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ?!"

"რუსეთი ჩვენი მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს და ირწმუნება, ქართული აგრესიისგან ჩვენ დავიცავით ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობაო, თან ირიბად გვანიშნებს, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთო, მაგრამ თუ წლებია ამას გვეუბნებიან, სამტკიცებელი რა იყო აქ? და თუ მართლა ასეა, მაშ რა უხარია საქართველოს, რომელიც ორი დღეა ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს?! საინტერესოა, სად არის სიმართლე" - წერენ ოსები და აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მართალია, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა ორივე რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ რეგიონების სუსტი და კორუფციული "ხელისუფლებების" გამო, ვერც ერთმა მმართველმა ვერ შეძლო, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობა უფრო მეტად საერთაშორისოდ აღიარებული ყოფილიყო, მეტიც, სახელმწიფო ნიშნებიც კი არ გვაქვს და ამას რუსებიც პირდაპირ გვეუბნებიან... ახლა ბოლომდე ჩვენს ხელში ხართო, გვითხრეს" - წერს მურადი ტუჟბა.

"რაც გავიგე, რუსეთის მომხრეები წუხან, საქართველომ დოკუმენტები გააყალბაო. კიდევ გავიგე ის, რომ ქართველები დაბრუნებას ითხოვენ. დაბრუნდეს ეს ხალხი თავის სახლებში, ოღონდ ის ნაწილი, ვინც ტყვიას არ გვესროდა, მათ არაფერი დაუშავებიათ, ცარიელი სახლების ნაწილი მაინც შეივსება. ამაზე ჩვენს ხომ ვსაუბრობდით ადრე, მაგრამ აქ უფრო სხვა პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენ, უბრალო ადამიანებს არავინ გვეტყვის" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ახლა ვინ რას იტყუება და ვინ სიმართლეს ამბობს ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ რაც უნდა სამწუხარო იყოს იმის აღიარება, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიზირებულია და ამერიკის მხარდაჭერით მიღებული, ჩვენთვის მაინც ძალიან ცუდია, რადგან რუსეთი ამ მექანიზმს ჩვენ ხელისუფლებაზე წნეხისთვის გამოიყენებს, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, ჩვენი ხელისუფლება კი, მომგებიან პოზიციაში იქნება - კიდევ კარგი, რუსეთთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვისო" - წერს ალიკა კაკუტია.

“თუ მსოფლიო თვალს დახუჭავს იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს ცხინვალში ჩაიდინა, მაშინ გამოდის, მართლა უსამართლოა ეს სამყარო... დარწმუნებული ვარ, არ არსებობს არავითარი მექანიზმი, რომელიც ქართველებს აქ დააბრუნებს, თუმცა, მე წინააღდეგი არ ვარ ის ხალხი დაბრუნდეს, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ არ უბრძოლია. ისედაც გამორბიან აქეთ იქ არსებული უმძიმესი ეკონომიკური ფონის გამო..." - წერს ელენა ჩოჩიევა.

“ვიდრე ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას ებრძვის, ციხეში ყრის და სასტიკად უსწორდება, ქართველებმა დრო იხელთეს, ამერიკის დახმარებით, მასალები გააყალბეს და ახლა გვეუბნებიან, ჩვენ კი არ დაგესხით თავს, რუსეთმა ერთნაირად დააზიანა ქართველები და ოსებიცო..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით, “გულან გიჩი".

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები, ანუ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და წამების აკრძალვის ვალდებულება.