კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა
რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია - მისი რჩე­უ­ლი 38 წლის თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლია.

"ინ­სტაგ­რამ­ზე" ნინი ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, თუმ­ცა მის სა­ხეს სა­გულ­და­გუ­ლოდ ფა­რავ­და. ახ­ლა­ხანს კი, ზურა ხა­ჩი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ნინი შეყ­ვა­რე­ბულს და­ბა­დე­ბის დღეს ტორ­ტით ულო­ცავს და ასე გამ­ჟღავ­ნდა ქარ­სე­ლა­ძის სა­ი­დუმ­ლო.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მას უკვე ჰყავ­და ოჯა­ხი, მე­უღ­ლეს და­შორ­და და ორი შვი­ლი ჰყავს. ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ იძებ­ნე­ბა, თუმ­ცა მისი მიკ­ვლე­ვა საიტ Одноклассник-ზე შევ­ძე­ლით.

წყა­რო AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ თაზო 3 წლის იყო, როცა მამა და­ე­ღუ­პა, დედა კი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და და ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მო­ბილ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძემ გა­ზარ­და.

თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი პა­ნა­მის იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში ფი­გუ­რი­რებს, სა­დაც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სია. ამ სი­ა­ში ვხვდე­ბით ისეთ ცნო­ბილ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, კობა ნა­ყო­ფია და სხვე­ბი...

კონ­კრე­ტუ­ლად რა ბიზ­ნესს ფლობს ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, ან ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობს, ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა "პა­ნა­მის" დო­კუ­მენ­ტებ­ში ასე­ვე იძებ­ნე­ბა მისი მა­მო­ბი­ლის - თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძი­სა და ნა­ხე­ვარძმის ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძის გვა­რე­ბი.

ბიზ­ნეს­მე­ნი თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე

ნი­ჟა­რა­ძე­ებს ეკუთ­ვნო­დათ ფო­თის პორ­ტში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის და მშრა­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც წლი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­გე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ხეს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე, კე­ზე­რაშ­ვილს ბრა­ლიც წა­რედ­გი­ნა.

მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ "თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე ფლობ­დნენ კომ­პა­ნია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რო­მე­ლიც 2002 წლი­დან სს "კორ­პო­რა­ცია ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­თან” გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეწე­ო­და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გე­მე­ბი­დან რკი­ნიგ­ზის ვა­გო­ნებ­ში გა­დატ­ვირ­თვას. ასე­ვე, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძი­სა და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძის წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნი­ლი იყო "MISSION INVESTMENT LIMITED“, რო­მე­ლიც მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და ფო­თის პორ­ტში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით და იღებ­და შე­მო­სა­ვალს ამ უფ­ლე­ბის გა­ცე­მის­თვის. გარ­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი­სა, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე, 2010 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, 52.5%-იან წილს ფლობ­და შ.პ.ს "მე­ტა­ლექსში“, რო­მე­ლიც 2003 წლი­დან 2028 წლამ­დე იჯა­რით ფლობ­და ფო­თის პორ­ტის N5 ნავ­მი­სად­გომს, სა­ი­და­ნაც ახორ­ცი­ე­ლებ­და მშრა­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას.

ეს იყო ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში მო­ექ­ცა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2010 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, ე.წ. პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში შეხ­ვდა ბიზ­ნეს­მენ თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძეს და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა ხსე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში მისი და მისი შვი­ლის კუთ­ვნი­ლი წი­ლე­ბის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მო­ბა. მო­თხოვ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2010 წლის 15 აგ­ვის­ტო­დან 17 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, თბი­ლის­ში, მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და მის გარე პე­რი­მეტრზე, უკა­ნო­ნოდ გან­ლაგ­და შსს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძეს არ აძ­ლევ­დნენ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ მას­ზე მუდ­მივ თვალ­ყურს და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას" - იუ­წყე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა 2015 წელს.

თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და:" რო­დე­საც კე­ზე­რაშ­ვილ­მა ნი­ჟა­რა­ძე "პიქ­სე­ლის" შე­ნო­ბა­ში და­ი­ბა­რა, და­ე­მუქ­რა, თუ მის ბიზ­ნესს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­ზე დრო­უ­ლად არ გა­ა­ფორ­მებ­და,“სის­ხლის გუ­ბე­ებს" და­ა­ყე­ნებ­და. მის­თვის უთ­ქვამს, საქ­მის კურ­სში არი­ან ადე (ანუ ადე­იშ­ვი­ლი) და მე­რა­ბიშ­ვი­ლიო. კე­ზე­რაშ­ვილ­მა სოდ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ით­ვი­სა ნი­ჟა­რა­ძის ქო­ნე­ბა, ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნა სოდ-ი, რო­მელ­საც იმ პე­რი­ოდ­ში ჭე­ლი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მან ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­უ­სახ­ლა ნი­ჟა­რა­ძეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­უ­ფა­რა­ვად უთხრეს ბიზ­ნეს­მენს, გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შენი ლიკ­ვი­და­ცია გვაქვს და­ვა­ლე­ბუ­ლიო" - ამ­ბობ­და ხა­ჭა­პუ­რი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში. ად­ვო­კა­ტის თქმით, ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქო­ნე­ბა და­კარ­გა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ღე­რალ ნინი ქარ­სე­ლა­ძეს, ის მის ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს. ჩვენს კი­თხვას მან ასე უპა­სუ­ხა: "ახლა არ შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი, არ მი­ნა­ხავს რას წე­რენ, არ მცა­ლია მა­გის­თვის და არ წა­მი­კი­თხავს. ბი­ძა­ჩემს, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს..."

თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­გე­ბად ნი­ნის მა­მი­ნაც­ვალს ზურა ხა­ჩი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

"ნი­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ეს ნი­ნის საქ­მეა და ვის­თა­ნაც ის ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა, იქ ვიქ­ნე­ბით...

- დიახ, თუმ­ცა ამ ადა­მი­ან­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ პა­ნა­მის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში იძებ­ნე­ბა, რო­გორც მი­ლი­ო­ნე­რი...

- ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. მე არა­ვის ფულს არ ვით­ვლი და პირ­ვე­ლად მეს­მის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და მი­ვე­სალ­მე­ბი მათ ბედ­ნი­ე­რე­ბას".

ნინი ქარ­სე­ლა­ძეს არა­სო­დეს მოს­წონ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და წლე­ბის წინ ზუკა ხუ­რო­ძეს­თან რო­მა­ნის გამო, მომ­ღე­რალს რთუ­ლი დღე­ე­ბის გა­და­ტა­ნამ მო­უ­წია. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ ნინი ქორ­წინ­დე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვა­ჟის ოჯახ­მა ნინი მა­მის წარ­სუ­ლის გამო და­ი­წუ­ნა. წლე­ბის შემ­დეგ ნინი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ზუ­კას შე­სა­ხებ იხ­სე­ნებ­და, რომ ისი­ნი ორი წელი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბულს ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და, ეს­მო­და ზუ­კას მშობ­ლე­ბი მისი მი­სა­მარ­თით ცუდ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
35

ნიჟარაძე შევარდნაძის დროიდან იყო ფერადი და შავი ლითონების ჯართის ექსპორტიორი თურქეთში და კაპიკს არ იხდიდა ბიუჯეტში. კეზერაშვილმა გადასახადების დამალვის გამო დაატერორა და წაართვა ბიზნესი. ასე, რომ ნიჟარაძეც კაი თაღლითია. 

დ გ
34

და სარძლოზე ათასჯერ უკეთესი ოჯახიშვილები და კარგი განათლებული გოგონები არსებობენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

მომღერალი ნინი ქარსელაძე შეყვარებულია - მისი რჩეული 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია.

"ინსტაგრამზე" ნინი ხშირად აქვეყნებდა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა მის სახეს საგულდაგულოდ ფარავდა. ახლახანს კი, ზურა ხაჩიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინი შეყვარებულს დაბადების დღეს ტორტით ულოცავს და ასე გამჟღავნდა ქარსელაძის საიდუმლო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით წარმოშობით ბათუმელი ჯახუტაშვილი ბავშვობიდან თბილისში ცხოვრობს. მას უკვე ჰყავდა ოჯახი, მეუღლეს დაშორდა და ორი შვილი ჰყავს. ჯახუტაშვილის ფოტოები არც ერთ სოციალურ ქსელში არ იძებნება, თუმცა მისი მიკვლევა საიტ Одноклассник-ზე შევძელით.

წყარო AMBEBI.GE-ს უყვება, რომ თაზო 3 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა, დედა კი მეორედ დაოჯახდა და ჯახუტაშვილი ფაქტობრივად მამობილმა, ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ გაზარდა.

თაზო ჯახუტაშვილის სახელი და გვარი პანამის იმ დოკუმენტებში ფიგურირებს, სადაც გამოქვეყნებულია ქართველი მილიონერების სია. ამ სიაში ვხვდებით ისეთ ცნობილ სახელებსა და გვარებს, როგორებიცაა: ბიძინა ივანიშვილი, დავით იაკობაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია და სხვები...

კონკრეტულად რა ბიზნესს ფლობს ჯახუტაშვილი, ან ამჟამად რას საქმიანობს, ცნობილი არ არის, თუმცა "პანამის" დოკუმენტებში ასევე იძებნება მისი მამობილის - თამაზ ნიჟარაძისა და ნახევარძმის ზურაბ ნიჟარაძის გვარები.

ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე

ნიჟარაძეებს ეკუთვნოდათ ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც ცნობილია, ნიჟარაძეები აღნიშნული ბიზნესის წართმევაში "ნაციონალების" ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ სახეს დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდნენ და აღნიშნულ საქმეზე, ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, კეზერაშვილს ბრალიც წარედგინა.

მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ "თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან” გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო ,,MISSION INVESTMENT LIMITED“, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის. გარდა ზემოთ ხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს ,,მეტალექსში“, რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს დავით კეზერაშვილი თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა. მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას" - იუწყებოდა პროკურატურა 2015 წელს.

თამაზ ნიჟარაძის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებდა:" როდესაც კეზერაშვილმა ნიჟარაძე "პიქსელის" შენობაში დაიბარა, დაემუქრა, თუ მის ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე დროულად არ გააფორმებდა,“სისხლის გუბეებს" დააყენებდა. მისთვის უთქვამს, საქმის კურსში არიან ადე (ანუ ადეიშვილი) და მერაბიშვილიო. კეზერაშვილმა სოდ-ის მაღალჩინოსნების დახმარებით მიითვისა ნიჟარაძის ქონება, იარაღად გამოიყენა სოდ-ი, რომელსაც იმ პერიოდში ჭელიძე ხელმძღვანელობდა. მან ხუთი თვის განმავლობაში ჩაუსახლა ნიჟარაძეს პოლიციელები, რომლებმაც დაუფარავად უთხრეს ბიზნესმენს, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო" - ამბობდა ხაჭაპურიძე ინტერვიუში. ადვოკატის თქმით, ნიჟარაძეების ოჯახმა ათეულობით მილიონი დოლარის ქონება დაკარგა.

რაც შეეხება მომღერალ ნინი ქარსელაძეს, ის მის ახალ შეყვარებულზე საუბარს თავს არიდებს. ჩვენს კითხვას მან ასე უპასუხა: "ახლა არ შემიძლია საუბარი, არ მინახავს რას წერენ, არ მცალია მაგისთვის და არ წამიკითხავს. ბიძაჩემს, მერაბ ჟორდანიას კორონავირუსი აქვს..."

თაზო ჯახუტაშვილის შესახებ ინფორმაციის გასაგებად ნინის მამინაცვალს ზურა ხაჩიძეს დავუკავშირდით:

"ნინის პირად ცხოვრებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ნინის საქმეა და ვისთანაც ის ბედნიერი იქნება, იქ ვიქნებით...

- დიახ, თუმცა ამ ადამიანზე გავრცელდა ინფორმაცია რომ პანამის საიდუმლო დოკუმენტებში იძებნება, როგორც მილიონერი...

- ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ადამიანი. მე არავის ფულს არ ვითვლი და პირველად მესმის ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი ადამიანია და მივესალმები მათ ბედნიერებას".

ნინი ქარსელაძეს არასოდეს მოსწონდა პირად ცხოვრებაზე საუბარი და წლების წინ ზუკა ხუროძესთან რომანის გამო, მომღერალს რთული დღეების გადატანამ მოუწია. მაშინ ამბობდნენ, რომ ნინი ქორწინდებოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვაჟის ოჯახმა ნინი მამის წარსულის გამო დაიწუნა. წლების შემდეგ ნინი ერთ-ერთ ინტერვიუში ზუკას შესახებ იხსენებდა, რომ ისინი ორი წელი იყვნენ შეყვარებულები და ამ დროის განმავლობაში, როდესაც შეყვარებულს ტელეფონზე ესაუბრებოდა, ესმოდა ზუკას მშობლები მისი მისამართით ცუდ რაღაცებს ამბობდნენ. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.