სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 320 აქტიური შემთხვევაა, ქალაქი კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს - გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე
ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 320 აქტიური შემთხვევაა, ქალაქი კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს - გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე

კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე ალ­ბათ, ბევ­რს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის შე­სა­ხებ არც სმე­ნო­და, თუმ­ცა დღეს მისი სა­ხე­ლი ყვე­ლამ იცის. უხა­ნი ის ად­გი­ლია, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, Covid-19 გაჩ­ნდა და სა­ი­და­ნაც ვირუ­სი მალე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო.

უხან­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და უმ­კაც­რე­სი კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი, აკ­რძა­ლუ­ლი იყო ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა და იქ შეს­ვლა.

დღეს კი, მა­შინ, როცა და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო აკ­რძალ­ვე­ბით ცხოვ­რობს, უხან­ში ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი ნორ­მა­ლურ ყო­ფას და­უბ­რუნ­დნენ.

უხან­ში კვლავ ძვე­ლე­ბუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ღა­მის კლუ­ბე­ბი

თუ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და­ვეყ­რდნო­ბით, ჩი­ნეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 86 882 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 4 634 ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთელ­და 81 928 პა­ცი­ენ­ტი და ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის ვირუ­სის მხო­ლოდ 320 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით ჩი­ნე­თი ახლა მსოფ­ლი­ოს მე-80 ქვე­ყა­ნაა. ბოლო 24 სა­ათ­ში იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 15 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი.

უხან­ში კი ბოლო 7 თვეა კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რო­ბენ, უმე­ტე­სო­ბა პირ­ბა­დე­საც აღარ ატა­რებს, იმარ­თე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, ღა­მის ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­ურ რიტმს და­უბ­რუნ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ უფრთხი­ან თავ­ყრი­ლო­ბებს, არც სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მო­წყო­ბას. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, უხან­ში ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც ვირუ­სის გა­ჩე­ნამ­დე, თუმ­ცა რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გორ მი­აღ­წი­ეს ამ შე­დეგს.

უნდა ით­ქვას, რომ ჩი­ნეთს უკვე აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ე­ბის Sinovac-ისა და Sinopharm-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც ერთი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ და­უმ­ტკი­ცე­ბია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნით ჩი­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უტარ­დე­ბათ მხო­ლოდ მე­დი­კო­სებ­სა და სხვა რისკ-ჯგუ­ფებს, მას­შტა­ბუ­რი ვა­ქი­ცი­ნა­ცია არ და­წყე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაც ვერ ვი­ტყვით, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით ჩი­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა ვაქ­ცი­ნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ემ­გზავრნენ უხან­ში და ად­გილ­ზე გა­მო­იკ­ვლე­ვენ ყო­ვე­ლი­ვეს. კვლე­ვას შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დეს.

მა­ნამ­დე კი ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც უხა­ნის დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
1

რა ხდება? ქვეყანა სადაც ჩინეთის ქალაქის ორი კორპუსის მოსახლეობა ცხოვრობს, რატომ არის ყოველდღე ასი ჩინეთის დოზა ინფიცირებული? 

ჩინეთი
1

ჩინეთმა კი ,,მოჭიმა,, მსოფილო, თუ მანამდე მათი ეკონომიკა სუპერ სისწრავით წიმ მიწევდა, ეხლა აჯერ უფრო წინ მიიწევს, მთელი მსოფლიო ჩინეთის საქონელს მოიხმარს, არ მანამდე აკლდათ მაგრამ ეხლა საერთოდ....

დროა უხანაში დავგეგმოთ შვებულების გატარება (თუ შეგიშვეს რა თქმა უნდა :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 320 აქტიური შემთხვევაა, ქალაქი კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს - გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე

ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 320 აქტიური შემთხვევაა, ქალაქი კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს - გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე

კორონავირუსამდე ალბათ, ბევრს ჩინეთის ქალაქ უხანის შესახებ არც სმენოდა, თუმცა დღეს მისი სახელი ყველამ იცის. უხანი ის ადგილია, სადაც ოფიციალური ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი, Covid-19 გაჩნდა და საიდანაც ვირუსი მალე მთელ მსოფლიოს მოედო.

უხანში თვეების განმავლობაში მოქმედებდა უმკაცრესი კარანტინის რეჟიმი, აკრძალული იყო ქალაქიდან გასვლა და იქ შესვლა.

დღეს კი, მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აკრძალვებით ცხოვრობს, უხანში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ადამიანები ნორმალურ ყოფას დაუბრუნდნენ.

უხანში კვლავ ძველებურად ფუნქციონირებს ღამის კლუბები

თუ ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 86 882 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 81 928 პაციენტი და ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის მხოლოდ 320 შემთხვევაა აღწერილი. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთი ახლა მსოფლიოს მე-80 ქვეყანაა. ბოლო 24 საათში იქ კორონავირუსის 15 შემთხვევაა აღწერილი.

უხანში კი ბოლო 7 თვეა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ, უმეტესობა პირბადესაც აღარ ატარებს, იმართება ხალხმრავალი წვეულებები, ღამის ცხოვრება აქტიურ რიტმს დაუბრუნდა, ადამიანები აღარ უფრთხიან თავყრილობებს, არც სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალების მოწყობას. მარტივად რომ ვთქვათ, უხანში ისე ცხოვრობენ, როგორც ვირუსის გაჩენამდე, თუმცა რთული სათქმელია, როგორ მიაღწიეს ამ შედეგს.

უნდა ითქვას, რომ ჩინეთს უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც კომპანიების Sinovac-ისა და Sinopharm-ის მეცნიერებმა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ჩინური ვაქცინა არ დაუმტკიცებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. მიუხედავად ამისა, "სინოვაკის“ ვაქცინით ჩინეთში ვაქცინაცია უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია, თუმცა ვაქცინაცია ჯერჯერობით უტარდებათ მხოლოდ მედიკოსებსა და სხვა რისკ-ჯგუფებს, მასშტაბური ვაქიცინაცია არ დაწყებულა. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ჩინეთის წარმატება ვაქცინასთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერები გაემგზავრნენ უხანში და ადგილზე გამოიკვლევენ ყოველივეს. კვლევას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

მანამდე კი ნახეთ ფოტოები, რომელზეც უხანის დღევანდელი ცხოვრებაა აღბეჭდილი.

წყარო

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"

კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

რუმინელები, მას შემდეგ, რაც ნათლობიდან რამდენიმე საათში ბავშვი გარდაიცვალა, ნათლობის წესის შეცვლას ითხოვენ