სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები
თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­გი­დას­ტურ­დე­ბათ და მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­გი­წევთ:

"სახ­ლში კო­ვი­დით მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

პირ­ველ რიგ­ში, თუ კო­ვი­დი და­გი­დას­ტურ­დათ, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მას მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტანთ არის !!ბევ­რად!! მეტი, ვიდ­რე დამ­ძი­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა; ამას­თა­ნა­ვე, მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლით გან­სხვა­ვე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას დიდი ალ­ბა­თო­ბით არ მი­ი­ღებთ.

ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­ტაქ­ტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმ­თან (რო­გორც ჩანს კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა და რჩე­ვის მი­ღე­ბა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა) ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ი­ღეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­თხე (გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არის ერთ-ერთი-გა­მო­ნაკ­ლი­სი რო­დე­საც ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბი­სას).

არ და­ლი­ოთ სი­ცხის დამ­წე­ვი, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არის 38.3°-ზე და­ბა­ლი

იმოძ­რა­ვეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი - ოთახ­ში ია­რეთ, ბუქ­ნე­ბი აკე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი რაც ფე­ხის კუნ­თებს აა­მუ­შა­ვებს - ნუ და­ლევთ ას­პი­რინს (ან ნე­ბის­მი­ერ "სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელს“) თვით­ნე­ბუ­რად, თუ უკვე გა­მო­წე­რი­ლი არ გაქვთ ექი­მის­გან სხვა ჩვე­ნე­ბით.

რა სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ვრე­კავთ 112-ში: სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა; გულ-მკერ­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი/მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, სა­ხის, ან ტუ­ჩე­ბის გა­ლურ­ჯე­ბა

კო­ვი­დი და დ ვი­ტა­მი­ნი: ბევ­რი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კველ­ვა არ­სე­ბობს დ ვი­ტა­მინ­სა და გრი­პის ვირუ­სის სიმ­ძი­მის/სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ; მი­ნი­მუმ ორმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა კავ­ში­რი დ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტ­სა და კო­ვი­დის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას შო­რის (რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა); ამი­ტომ, თუ იცით, რომ დ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაქვთ, გა­ნაგ­რძეთ ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, და­ე­ლა­პა­რა­კეთ მკურ­ნალ ექიმს

თუ თქენ ხართ კო­ვიდ-და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ან სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტის მომ­ვლე­ლი: გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი­სას, ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი; თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენტს ქონ­დეს გა­მო­ყო­ფი­ლი ოთა­ხი, სა­ა­ბა­ზა­ნო, თეთ­რე­უ­ლი და ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ცალ­კე გა­ი­რე­ცხე­ბა და ზე­და­პი­რე­ბი გა­სუფ­თავ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით; ბუ­ნებ­რი­ვია მნახ­ვე­ლის ვი­ზი­ტი ამ დროს არ უნდა მოხ­დეს.

არ­ცერ­თი ტეს­ტი და არც ერთი ექი­მი სრულ­ყო­ფი­ლი არ არის! თუ თქვენ გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან და გაქვთ ტი­პი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, უარ­ყო­ფი­თი ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­შიც ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის და­სა­ცა­ვი" - წერს მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
110

უფრო მეტ და ხარისხიან რჩევას მოველოდი დოქტორისგან ვიდრე იმას რაც ისედაც ვიცოდით

თაკო
15

მოკლეთ თქვენი მოსაწონი ვერავინ ვერაფერი დაწერა

ავტორი:

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ და მკურნალობა სახლის პირობებში მოგიწევთ:

"სახლში კოვიდით მკურნალობასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის !!ბევრად!! მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით არ მიიღებთ.

ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით.

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას).

არ დალიოთ სიცხის დამწევი, თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი

იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი - ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს - ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ "სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით.

რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში: სუნთქვის გართულება; გულ-მკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის, ან ტუჩების გალურჯება

კოვიდი და დ ვიტამინი: ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კველვა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ; მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა); ამიტომ, თუ იცით, რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში, დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს

თუ თქენ ხართ კოვიდ-დადასტურებული, ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს.

არცერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი" - წერს მამუკა მაჩაიძე.

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი