კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
700-მდე მსურველი 1 თვეში და 31 ჩამოსული ადამიანი - როგორ მიმდინარეობს პროექტი "იმუშავე საქართველოდან"
700-მდე მსურველი 1 თვეში და 31 ჩამოსული ადამიანი - როგორ მიმდინარეობს პროექტი "იმუშავე საქართველოდან"

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სა და დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი 700-მდე ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი „იმუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან“, რო­მე­ლიც 27 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 95 ქვეყ­ნის დის­ტან­ცი­უ­რად მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხვა გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სთა­ვა­ზობს, არა­უ­მე­ტეს 365 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რად იმუ­შა­ონ სა­ქარ­თვე­ლო­დან. რო­გორც ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­ვი­და 31 პირი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტით ყვე­ლა­ზე დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა რუ­სე­თი­დან, აშშ-დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, კა­ნა­დი­დან და უკ­რა­ი­ნი­და­ნაა.

„27 აგ­ვის­ტო­დან 28 სექ­ტემ­ბრის 19:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, 700-მდე ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და "იმუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან" პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლედ და გა­მო­ხა­ტა ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სა და დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი. მი­ღე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან 52% ეკუთ­ვნის - Freelancer-ს, 28% - Full-Time Employee-ს, 21% - Entrepreneur-ს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ხედ­ვით წარ­მო­ად­გე­ნენ 60-ზე მეტ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას. ტოპ 5 რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ხედ­ვით შემ­დე­გია: რუ­სე­თი - 26% , აშშ - 19% , დიდი ბრი­ტა­ნე­თი - 6%, კა­ნა­და - 4%, უკ­რა­ი­ნა - 4%.

მი­ღე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 300-ზე მეტი აპ­ლი­კა­ცია, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და 70-მდე აპ­ლი­კა­ცია. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­ვი­და 31 პირი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ხედ­ვით შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან შემ­დეგ ქვეყ­ნებს: აშშ, ავ­სტრა­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, ახა­ლი ზე­ლან­დია“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მსურ­ვე­ლე­ბი წი­ნას­წარ, stopcov.ge-ზე ავ­სე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მებს და დო­კუ­მენ­ტუ­რად ადას­ტუ­რე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს. გარ­და ამი­სა, მათ სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით სრუ­ლად უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ 8-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა და ტეს­ტი­რე­ბა. (შე­სავ­სე­ბი ფორ­მის ბმუ­ლი: registration.gov.ge)

ავტორი:

700-მდე მსურველი 1 თვეში და 31 ჩამოსული ადამიანი - როგორ მიმდინარეობს პროექტი "იმუშავე საქართველოდან"

700-მდე მსურველი 1 თვეში და 31 ჩამოსული ადამიანი - როგორ მიმდინარეობს პროექტი "იმუშავე საქართველოდან"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, არაუმეტეს 365 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი.

მათივე ინფორმაციით, პროექტით ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა.

„27 აგვისტოდან 28 სექტემბრის 19:00 საათამდე პერიოდში მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 700-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან 52% ეკუთვნის - Freelancer-ს, 28% - Full-Time Employee-ს, 21% - Entrepreneur-ს.

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ 5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია: რუსეთი - 26% , აშშ - 19% , დიდი ბრიტანეთი - 6%, კანადა - 4%, უკრაინა - 4%.

მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 300-ზე მეტი აპლიკაცია, არ დაკმაყოფილდა 70-მდე აპლიკაცია. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, stopcov.ge-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმის ბმული: registration.gov.ge)

გაძვირდება თუ არა პური და რას გეგმავს მთავრობა სურსათის ფასებთან დაკავშირებით

"აშშ-ში სტაჟირებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე" - ახალგაზრდა კახელი ფერმერი ამერიკული გამოცდილებით

რა ქონებას ფლობს ბიზნესომბუდსმენი და "ოცნების" სიის მე-11 ნომერი მიხეილ დაუშვილი და როგორია მისი მეუღლის შემოსავალი