სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე
"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე მო­სა­ლოდ­ნე­ლი სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ფონ­ზე კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე სა­კითხს აჯა­მებს:

  • "აჭა­რის მა­გა­ლით­მა გვაჩ­ვე­ნა რამ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი დახ­ვდა კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლი და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი; ძა­ლი­ან კარ­გია რომ პრო­ტო­კო­ლე­ბი იც­ვლე­ბა და ხალ­ხს ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მაგ­რამ რო­დე­საც ამ­ხე­ლა მასა სახ­ლში გა­და­ი­ნაც­ვლებს, მარ­ტი­ვი ენით სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნა და ამ კამ­პა­ნი­ა­ში ოჯა­ხის ექი­მე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით სე­ზო­ნუ­რი გრი­პის პი­რო­ბებ­ში, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა.
  • ყვე­ლა კო­ვიდ-სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზომა (მათ შო­რის ნიღ­ბის ტა­რე­ბა და დის­ტან­ცი­რე­ბა) ასე­ვე შე­ამ­ცი­რებს სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სე­ბის გა­და­ცე­მის სიხ­ში­რეს, ამი­ტომ გრი­პის სე­ზო­ნი წელს შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­რა­დოქ­სუ­ლად უკეთ წა­ვი­დეს ვიდ­რე წინა წლებ­ში (ჩემი აზ­რით ასეც მოხ­დე­ბა). ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­დევ უფრო მეტი რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის­თვის ამ ზო­მე­ბის შე­სა­ხებ.
  • აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა (ანუ ერთი ნა­ცხით კო­ვი­დის, გრი­პის და/ან სხვა სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის­თვის ტეს­ტი­რე­ბა), ამი­ტომ ამ ტეს­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა გახ­დეს", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.

ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გრი­პი­სა და Covod 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხსაც ეხე­ბა და არც ისე და­მამ­შვი­დე­ბელ პროგ­ნოზს აკე­თებს:

  • "რაც შე­ე­ხე­ბა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას - დე­ბა­ტე­ბი გრძელ­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად ბევ­რი შტა­მი უნდა მო­იც­ვას და რამ­დე­ნად ადრე უნდა და­ი­წყოს ვაქ­ცი­ნა­ცია (ადრე აც­რით იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბის რის­კი არ­სე­ბობს სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე) - თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 130 ათა­სი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნაა და­გეგ­მი­ლი - რისკ-ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა პრი­ო­რი­ტი­ზე­ბა, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.
  • რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ლი­დე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს და „იზე­ი­მოს“ ვაქ­ცი­ნა ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა და სხვა არ­ე­ფე­რი - რე­ა­ლუ­რად, უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნით ფარ­თო მა­სე­ბის მო­მა­რა­გე­ბა 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ვერ მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ­დე რო­დის მო­აღ­წევს ეს კი­დევ ცალ­კე სა­კი­თხია, ასე რომ კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა­ზე სა­უ­ბა­რი და დავა ჯერ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია".

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა კი უკვე 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ოს 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა ჰქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fróði
46

ამ საზვარგარეთ მცხოვრებმა პროფესორებმა და აკადემიკოსებმა ხომ წაიღეს ტვინი რა , სადაც ხართ იმ ქვეყანაში იდემაგოგეთ , როგორღაც ჩვენი ღირსეული და პატივსაცემი ექიმები მიხედავენ უთქვენოდაც რა ამ ქვეყანაში შექმნილ პრობლემას... ან ჩამობრძანდით და ერთად იმოქმედეთ (დასანანია ის რომ მემგონი მანდაც არ ჭირდებით არავის და ...)

simartle
39

ეს ტიპი რა ნეგატივია...

ავტორი:

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე მოსალოდნელი სეზონური გრიპის ფონზე კოვიდინფექციის გავრცელების შესახებ წერს და, საქართველოსთან მიმართებაში, რამდენიმე საკითხს აჯამებს:

  • "აჭარის მაგალითმა გვაჩვენა რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ ინფექციის გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი; ძალიან კარგია რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
  • ყველა კოვიდ-საწინააღმდეგო ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს, ამიტომ გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია პარადოქსულად უკეთ წავიდეს ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.
  • აქტუალური გახდება კომბინირებული ტესტირება (ანუ ერთი ნაცხით კოვიდის, გრიპის და/ან სხვა სეზონური ვირუსებისთვის ტესტირება), ამიტომ ამ ტესტების მომარაგება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს", - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მაჩაიძე.

ექიმი-ინფექციონისტი გრიპისა და Covod 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხსაც ეხება და არც ისე დამამშვიდებელ პროგნოზს აკეთებს:

  • "რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას - დებატები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ბევრი შტამი უნდა მოიცვას და რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ვაქცინაცია (ადრე აცრით იმუნიტეტის დასუსტების რისკი არსებობს სეზონის დასრულებამდე) - თუ საქართველოში მხოლოდ 130 ათასი ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი - რისკ-ჯგუფების მიხედვით მოხდება პრიორიტიზება, მაგრამ ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.
  • რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი შეიძლება გამოვიდეს და „იზეიმოს“ ვაქცინა ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და სხვა არეფერი - რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს ეს კიდევ ცალკე საკითხია, ასე რომ კოვიდის ვაქცინაზე საუბარი და დავა ჯერ აზრს მოკლებულია".

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ