"სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს", - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კონფლიქტი პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას არ შეეხება.
"სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება თუ უფრო ფართო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ყარაბაღს გარეთ გადავა, საქართველოსთან ახლოს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ შეეხება პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას. საქართველოში დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე, სადღაც კაბინეტებში მიდის მსჯელობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მიმდინარეობს უშუალოდ უშიშროების საბჭოში, რადგან უშიშროების საბჭო რეალურად არ გვაქვს, არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს.
"საქართველო ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა. ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ორი სტრატეგიული მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენ ძალიან კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს სომხეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს. მათაც უნდა ესმოდეს, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს, გარდა მშვიდობისა. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიმეს მხარდასაჭერად მეტად არევს სიტუაციას და მათ ეს მგონი ძალიან კარგად ესმით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ვარაუდით, სომხურ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 4-5 დღე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ამ დრომდე დაღუპულია 21 და დაშავებულია ასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
ამ კაცზე მახსენდება შოთა რუსთაველის სიტყვები - სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი. ისე ეს ვერ გაიგებს ამ ამბავს მაგრამ მაინც:)))
ამის პერსონაჟი არის დათა თუთაშხიაში "კველო ყუფარია" - "ოხხხ ბრძენი კაცი იყო ბრძენი... 14 წლის ვიყავი დააა მეუბნება ერთხელ: შვილო რომ დაინახო ორი კაცი ერთმანეთზე მოსაკლავად იწევდეს დააცადე არ ჩაერიო შენო... თუ ერთმა მოკლა მეორე მიდი სატირალში, შეეწიე ოჯახს და იტირე შენცო, აახლა იმ მეორე კაცს სასამართლოზე რომ გაიყვანენ მიდი იქაც და ისე ილაპარაკე ვითომ მთლად მისი ბრალიც არ იყო ყველაფერი და მისი ბრალიც რომ იყო ისე... მიუსჯიან ციხეს... მიდი ოჯახში, მიუსამძიმრე მათაც შეეწიე რამე... აასეთი კაცი იყო მამაჩემი ბიტი ყუფარია, ბრძენი კაცი !!! ბრძენი !!!
ასე ვერ დაიჭერენ მხარეს როდესაც ჩვენ შეგვეხება საქმე,ვგულისხმობ სამაჩაბლოს და აფხაზეთს