საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა კანდიდატი მომწონს. უმრავლესობასთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები" - მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი ქალი და ისიც ზარდიაშვილის  რჩევით?
"ყველა კანდიდატი მომწონს. უმრავლესობასთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები" - მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი ქალი და ისიც ზარდიაშვილის  რჩევით?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი ეკა ბე­სე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტიც და თით­ქოს პო­ლი­ტი­კაც, ამ­ბო­ბენ, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კვლა­ვაც მთა­ვა­რი რგო­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან მის კავ­ში­რებ­ზე დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ.

ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი 2016 წელს გახ­და. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ოპო­ზი­ცია მას ე.წ. სა­სა­მარ­თლო კლა­ნის ნა­წი­ლად დღემ­დე მო­იხ­სე­ნი­ებს. მისი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი ეკა ბე­სე­ლია კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის უვა­დოდ და­სა­ნიშ­ნი მო­სა­მარ­თლე­თა პირ­ვე­ლი ათ­კა­ცი­ა­ნი სიის გა­ტა­ნას ცდი­ლობ­და პარ­ლა­მენ­ტში.

როცა ბე­სე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლე­თა სიის გამო იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ტო­ვა, გა­ნა­ცხა­და, რომ ზარ­დი­აშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას ელო­დე­ბო­და, რად­გან არ სურ­და მის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. ამის შემ­დეგ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებ­მა და და­პი­რის­პი­რე­ბამ იმა­ტა. ზარ­დი­აშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტი­დან წა­ვი­დო­და, თუ ბე­სე­ლი­აც იტყო­და უარს მან­დატ­ზე.

2019 წლის სექ­ტე­მებრში პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც უზე­ნა­ე­სის მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატს უს­მენ­დნენ, ბე­სე­ლი­ა­სა და ზარ­დი­აშ­ვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. ზარ­დი­აშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მოს­მე­ნის დროს ახ­სე­ნა სი­ტყვე­ბი "ბე­სე­ლი­ას მო­რა­ლი", რის გა­მოც ბე­სე­ლია მას ხე­ლით შე­ე­ხო.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბას" ან­გა­რიშ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"2015 წელს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ბრძა­ნე­ბით, მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, თი­ნა­თინ აბ­რა­ლა­ვა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. თა­ვად ზარ­დი­აშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­ხე­ლე (იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე (2012 - 2013); თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს აპა­რა­ტის უფ­რო­სი (2010 - 2012)) იყო და მას კლა­ნის წევ­რებ­თან ახლო ნა­თე­სა­ურ-მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვს. კერ­ძოდ, ზარ­დი­აშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე მეჯ­ვა­რე­ე­ბი და ნა­თელ-მი­რო­ნე­ბი არი­ან".

2017 წელს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა, მისი მე­უღ­ლეც კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ზარ­დი­აშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გა­ი­ზარ­და და არა შემ­ცირ­და. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ზარ­დი­აშ­ვი­ლი იკა­ვებს სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "ენერ­გოტ­რან­სის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ის კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, მათ შო­რის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში, მე­ტიც, ამ სი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი კვო­ტაც კი მის­ცეს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი, ვინც ზარ­დი­აშ­ვი­ლის კად­რად მი­იჩ­ნე­ვა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის ერ­თა­დერ­თი ქალი - ნინო ლა­ცა­ბი­ძეა.

ნინო ლა­ცა­ბი­ძე და­ბა­დე­ბუ­ლია 1985 წელს. სხვა­დას­ხვა დროს სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებს (ბა­კა­ლავ­რი), ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ბან­კო საქ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბი­სა და ბიზ­ნე­სინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჰყავს მე­უღ­ლე ვაჟა ბრაგ­ვა­ძე და 4 შვი­ლი.

რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს, ის, ზარ­დი­აშ­ვი­ლის ლო­ბი­რე­ბით, ჯერ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში მოხ­ვდა, რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, ახლა კი "ოც­ნე­ბამ" უკვე რუს­თავ­ში წა­რად­გი­ნა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად. მას რუს­თავ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იც­ნო­ბენ, მე­ტიც, ოლ­ქში, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" და­ვით კირ­კი­ტა­ძე აპი­რებს კენ­ჭის ყრას, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი ფრი­ად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ შე­საძ­ლოა ამ ოლ­ქის დათ­მო­ბა მო­უ­წი­ოთ. ამის­გან თა­ვის და­ზღვე­ვად, ამ­ბო­ბენ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­უ­წევს სი­ა­ში ჩას­ვას რუს­თავ­ში ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ვინც ლა­ცა­ბი­ძეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ჩა­ი­ბამს".

არის თუ არა ლა­ცა­ბი­ძე ზარ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ტეჟე?

AMBEBI.GE ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ვანო ზა­რა­დი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ მას ახლო, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ წარ­დგე­ნილ დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტებ­თან. კონ­კრე­ტუ­ლად ნინო ლა­ცა­ბი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე კი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

"მე პო­ლი­ტი­კა­ში არ ვარ და კო­მენ­ტა­რებს სა­ერ­თოდ არ ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნი­ლი ყვე­ლა კან­დი­და­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან მა­კავ­ში­რებს ძა­ლი­ან ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მეტ კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ", - გვი­თხრა ვანო ზარ­დი­აშ­ვილ­მა.

ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წესრიგა
19

ეს, რომ იქნება მმართველი პარტიის სახე და მერე გვიკვირს რატომ მიგვდის ასე "კარგად" საქმე

თამარი
8

ამ კანდიდატების ფონზე, უდავოდ, ბესო ჩუბინიძე გაიმარჯვებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ყველა კანდიდატი მომწონს. უმრავლესობასთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები" - მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი ქალი და ისიც ზარდიაშვილის  რჩევით?

"ყველა კანდიდატი მომწონს. უმრავლესობასთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები" - მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი ქალი და ისიც ზარდიაშვილის  რჩევით?

მიუხედავად იმისა, რომ ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა პარლამენტიც და თითქოს პოლიტიკაც, ამბობენ, რომ ის ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემას შორის ურთიერთობაში კვლავაც მთავარი რგოლია. მოგეხსენებათ, სასამართლო სისტემასთან მის კავშირებზე დიდი ხანია ლაპარაკობენ.

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად დღემდე მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებდა, რომ ის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.

როცა ბესელიამ მოსამართლეთა სიის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან არ სურდა მისთვის თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ იმატა. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტიდან წავიდოდა, თუ ბესელიაც იტყოდა უარს მანდატზე.

2019 წლის სექტემებრში პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ანგარიშში ვკითხულობთ:

"2015 წელს ლევან მურუსიძის ბრძანებით, მაშინდელი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. თავად ზარდიაშვილი სასამართლოს ყოფილი მოხელე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013); თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012)) იყო და მას კლანის წევრებთან ახლო ნათესაურ-მეგობრული კავშირები აქვს. კერძოდ, ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან".

2017 წელს იუსტიციის საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა, მისი მეუღლეც კვლავინდებურად ინარჩუნებს თანამდებობას იუსტიციის საბჭოში, შესაბამისად, ზარდიაშვილის გავლენა სასამართლო სისტემაზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაიზარდა და არა შემცირდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზარდიაშვილი იკავებს სახელმწიფო კომპანია "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ის კვლავაც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატების ლობირებაში, მეტიც, ამ სიაში გარკვეული კვოტაც კი მისცეს. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც ზარდიაშვილის კადრად მიიჩნევა, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალი - ნინო ლაცაბიძეა.

ნინო ლაცაბიძე დაბადებულია 1985 წელს. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებს (ბაკალავრი), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც საბანკო საქმის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - საჯარო მმართველობისა და ბიზნესინჟინერიის მიმართულებით.

ჰყავს მეუღლე ვაჟა ბრაგვაძე და 4 შვილი.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის, ზარდიაშვილის ლობირებით, ჯერ თბილისის საკრებულოში მოხვდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ახლა კი "ოცნებამ" უკვე რუსთავში წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატად. მას რუსთავში, ფაქტობრივად, არ იცნობენ, მეტიც, ოლქში, სადაც "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე აპირებს კენჭის ყრას, მმართველი პარტიის პარტიული აქტივი ფრიად შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა ამ ოლქის დათმობა მოუწიოთ. ამისგან თავის დაზღვევად, ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სიაში ჩასვას რუსთავში ცნობილი და გავლენიანი ადამიანი, ვინც ლაცაბიძეს წინასაარჩევნოდ "ჩაიბამს".

არის თუ არა ლაცაბიძე ზარდიაშვილის პროტეჟე?

AMBEBI.GE ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ვანო ზარადიაშვილს დაუკავშირდა. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მას ახლო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებთან. კონკრეტულად ნინო ლაცაბიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"მე პოლიტიკაში არ ვარ და კომენტარებს საერთოდ არ ვაკეთებ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი ძალიან მომწონს. მათ უმრავლესობასთან მაკავშირებს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობები. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ", - გვითხრა ვანო ზარდიაშვილმა.

ანა გიორგაძე

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან ლევან კობერიძე და ანა დოლიძე