საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები
"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

„თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ იუ­რის­ტის, ნუცა ბურ­დუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი­სა და ორი ექი­მის მი­მართ წარ­დგე­ნილ ბრალს დაც­ვის მხა­რე არ ეთან­ხმე­ბა. რო­გორც ბურ­დუ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფორ­მა­ცია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხით გავ­რცელ­და და ის სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოხ­და და არას­წო­რად გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია.

„თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში" და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და იტა­ლი­ი­დან დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და მათ არა­ერ­თი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ოპე­რა­ცი­ა­ში ისე­ვე, რო­გორც ეს ცნო­ბი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტის­თვის და მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. არ ვე­თან­ხმე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­სა­მარ­თლო უმოკ­ლეს ვა­და­ში მი­ი­ღებს კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გთხოვთ, და­ვიც­ვათ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბურ­დუ­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ჰქონ­დათ თუ არა ქარ­თველ ექი­მებს შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კლი­ნი­კის იუ­რის­ტი აცხა­დებს, რომ „შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი მო­იკ­ვლე­ვენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და და­დე­ბენ დას­კვნას“.

და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მე­ბის ად­ვო­კა­ტის სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპე­რა­ცია მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, ოღონდ იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, რაც პა­ცი­ენ­ტმა იცო­და.

რო­გორც სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ და პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან.

„მათ აქვთ სი­მარ­თლე, რომ იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი არა­ერ­თხელ იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ჩა­ა­ტა­რეს მათ ერ­თად. იმ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რებს, რა თქმა უნდა, თვი­თო­ნაც ეს­წრე­ბოდ­ნენ. მე არ გად­მომ­ცე­მია საქ­მის მა­სა­ლე­ბი და ის, რაც ბრი­ფინგზე გაჟ­ღერ­და, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, არას­წო­რია. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, თან­დას­წრე­ბით, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, რო­გორც ეს იყო გან­სა­ზღვრუ­ლი და რო­გორც პა­ცი­ენ­ტი იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა მო­ლო­დი­ნი გა­უ­ჩი­ნეს პა­ცი­ენტს და იყო სხვა, ეს არის არას­წო­რი. პა­ცი­ენტს რა პრო­ცე­დუ­რის მო­ლო­დი­ნიც ჰქონ­და და ვის მი­ე­რაც ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ჩა­ტარ­დე­ბო­და, ზუს­ტად ისე წა­რი­მარ­თა პრო­ცე­დუ­რა, ანუ მო­ტყუ­ე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ოპე­რა­ცია იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ჩა­ტარ­და, ისე რო­გორც პა­ცი­ენ­ტმა იცო­და“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბულ ექი­მებს ლი­ცენ­ზია აქვთ.

„საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს, რომ იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ მივ­ლი­ნე­ბუ­ლი, ეს­წრე­ბოდ­ნენ და კონ­სულ­ტა­ცი­ებს უტა­რებ­დნენ ექი­მებს და ეს­წრე­ბოდ­ნენ პრო­ცე­დუ­რებს. ეს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და დევს საქ­მის მა­სა­ლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გ.ლ. და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვ.ყ. და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მ.ხ.-ს მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ორი ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია.

„თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში" დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბურდულაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდათ თუ არა ქართველ ექიმებს შესაბამისი ლიცენზია ოპერაციის ჩასატარებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის იურისტი აცხადებს, რომ „შესაბამისი ორგანოები მოიკვლევენ ინფორმაციას და დადებენ დასკვნას“.

დაკავებული ექიმების ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, ოპერაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაატარეს, ოღონდ იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით, რაც პაციენტმა იცოდა.

როგორც სალომე ჯანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და პროკურატურის განცხადებას არ ეთანხმებიან.

„მათ აქვთ სიმართლე, რომ იტალიელი ექიმები არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და არაერთი წარმატებული პროექტი ჩაატარეს მათ ერთად. იმ სამედიცინო პროცედურებს, რა თქმა უნდა, თვითონაც ესწრებოდნენ. მე არ გადმომცემია საქმის მასალები და ის, რაც ბრიფინგზე გაჟღერდა, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს ყველაფერი გაკეთდა იტალიელი ექიმების ჩართულობით, თანდასწრებით, მეთვალყურეობით, როგორც ეს იყო განსაზღვრული და როგორც პაციენტი იყო ინფორმირებული.

პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხვა მოლოდინი გაუჩინეს პაციენტს და იყო სხვა, ეს არის არასწორი. პაციენტს რა პროცედურის მოლოდინიც ჰქონდა და ვის მიერაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩატარდებოდა, ზუსტად ისე წარიმართა პროცედურა, ანუ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა, ისე როგორც პაციენტმა იცოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავებულ ექიმებს ლიცენზია აქვთ.

„საქმის მასალებში დევს, რომ იტალიელი ექიმები იყვნენ ჩამოსულები, ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკაში იყვნენ მივლინებული, ესწრებოდნენ და კონსულტაციებს უტარებდნენ ექიმებს და ესწრებოდნენ პროცედურებს. ეს უკვე დადასტურებულია და დევს საქმის მასალებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო... მთავარი ჩემთვის რაც იყო, ბავშვი გადარჩა" - რა განაცხადა სასამართლოზე მისულმა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ?

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა