სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე
"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე

"სიმ­სივ­ნე გა­ნა­ჩე­ნი არ არის" - დღეს ეს ფრა­ზა ხში­რად გვეს­მის, ამ სენს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ბრძო­ლა­ში მარ­ცხდე­ბა, მაგ­რამ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­მა მძი­მე სენ­ზე გა­ი­მარ­ჯვეს და ცხოვ­რე­ბა ხე­ლახ­ლა და­ი­წყეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფილ­ტვზე სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას. ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მას კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უხ­და. ნინი ქარ­სე­ლა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ რად­გან დედა რის­კჯ­გუფ­ში იყო, ამ პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან გას­ვლას და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დებ­და.

17 ივ­ლისს ხა­თუ­ნას კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. მცხე­თა­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მომ­ღე­რა­ლი მე­გობ­რებს შეხ­ვდე­ბა და კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ ყვე­ლას ჩა­ე­ხუ­ტე­ბა - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟორ­და­ნი­ას უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

- ამ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა ხა­თუ­ნას მე­გობ­რე­ბის იდეა იყო. პირ­ველ რიგ­ში რუსა მორ­ჩი­ლა­ძის... უნ­დო­და მო­ნატ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ეხ­ვედ­რე­ბი­ნა, რა თქმა უნდა, ხა­თუ­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობს ამ კონ­ცერ­ტში. უბ­რა­ლოდ, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვიკ­რი­ბე­ბით, მცხე­თა­ში, რეს­ტო­რან "მა­რან­ში".

ხა­თუ­ნა ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა, დიდი ხა­ნია სახ­ლი­დან არ გა­სუ­ლა, მძი­მე პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. მისი გან­წყო­ბა ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, შეხ­ვდე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ე­ნატ­რა. მთე­ლი კა­რან­ტი­ნი ხა­თუ­ნა გა­მო­კე­ტი­ლი მყავ­და, არა­ვის­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი. ახლა კი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ჩა­ე­ხუ­ტე­ბა, ვინც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა და ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მის გულ­ში.

- ხა­თუ­ნამ შენ­ზე თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, დე­და­სა­ვით მყავ­სო. ყო­ველ­თვის ასე­თი დედა-შვი­ლო­ბა გქონ­დათ თუ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლამ და­გა­ახ­ლო­ვათ?

- ყო­ველ­თვის ასე ვი­ყა­ვით, ხა­თუ­ნა ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც მე გა­მა­ჩი­ნა. მა­მას მა­ლე­ვე გა­შორ­და და ჩვენ დე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ. დიდი ხანი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დით და სულ ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვით არ და­წყე­ბუ­ლა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ვართ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და სა­ლა­პა­რა­კო იყო.

- თუმ­ცა, ხა­თუ­ნა ყო­ველ­თვის მკაც­რი და ძლი­ე­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და.

- ასეც არის, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში გა­უ­ჭირ­და, მა­შინ რო­დე­საც ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი უთხრა. მე ვუ­მა­ლავ­დი. თა­ვი­დან ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დიც მალე გა­და­ვი­ა­რეთ.

- ამ პე­რი­ოდ­ში ხა­თუ­ნას გვერ­დით ყო­ველ­თვის შენ და ზურა ჩან­ხართ. ანას­ტა­სია რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი?

- ანას­ტა­სი­ამ რო­გორც ყვე­ლამ, მათ შო­რის ზუ­რა­მაც თა­ვი­დან იცო­და ის, რა­საც მე ვთვლი­დი სა­ჭი­როდ, რომ უნდა სცოდ­ნო­დათ, რათა ხა­თუ­ნას­თან ზედ­მე­ტი რამე არ ეთ­ქვათ.

ეს დი­აგ­ნო­ზი ისევ რჩე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლის­თვის გა­ნა­ჩე­ნად, მაგ­რამ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ მძი­მე სენს ებ­რძვის, მინ­და ვუ­თხრა, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის გა­ნა­ჩე­ნი, მთა­ვა­რია რწმე­ნა და ბრძო­ლა, ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ზუს­ტად ვიცი, რომ წინ რა გზაც გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, ამა­საც ვაჟ­კა­ცუ­რად გა­ვივ­ლით. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ონ­კო­ლო­გი­ას ებ­რძვის, მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო. მე ვიცი, ეს რა მძი­მე გზაც არის.

მინ­და, რომ მე და ხა­თუ­ნა ვი­ყოთ თქვე­ნი იმე­დი და ძალა, რო­მე­ლიც იმას შე­გაძ­ლე­ბი­ნებთ, რაც დღეს გგო­ნი­ათ შე­უძ­ლე­ბე­ლი.

- ნინი, გან­წყო­ბას აქვს ამ დროს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- დიახ. მე, რო­დე­საც ხა­თუ­ნას დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ინ­სტინ­ქტუ­რად მოხ­და ისე, რომ ჩემს ტვინ­ში ჩავ­კე­ტე ეს ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს არც უთ­ქვამთ. ღმერ­თთან და­ახ­ლო­ე­ბამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა ეს პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა. სხვა ვე­რა­ფე­რი გა­მაძ­ლი­ე­რებ­და, ლოც­ვამ და ღმერ­თის იმედ­მა გა­მაძ­ლე­ბი­ნა და აი, შე­დე­გი!

ღვთის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს, დიდი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი და შე­დე­გი, რაც ახლა მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან კარ­გია და მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ექიმს, ვინც ხა­თუ­ნას მკურ­ნა­ლობ­და და მას მე­ო­რე სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
7

დარწმუნებული ვარ ხათუნა კარგად იქნება, დიდხანს იცოცხლებს . ძალიან კარგი ოჯახი აქვს

tsiko
3

janmrTeloba da warmatebebi deda-shvils

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე

"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - დღეს ეს ფრაზა ხშირად გვესმის, ამ სენს უამრავი ადამიანი ებრძვის. სამწუხაროდ, ბევრი ბრძოლაში მარცხდება, მაგრამ არაერთი მაგალითია, როდესაც ადამიანებმა მძიმე სენზე გაიმარჯვეს და ცხოვრება ხელახლა დაიწყეს.

რამდენიმე თვის წინ ფილტვზე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ხათუნა ჟორდანიას. ისრაელში მკურნალობის შემდეგ, მას კარანტინის გატარება საქართველოში მოუხდა. ნინი ქარსელაძე გვეუბნება, რომ რადგან დედა რისკჯგუფში იყო, ამ პერიოდში სახლიდან გასვლას და მეგობრებთან ურთიერთობას თავს არიდებდა.

17 ივლისს ხათუნას კონცერტი გაიმართება. მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში მომღერალი მეგობრებს შეხვდება და კარანტინის შემდეგ ყველას ჩაეხუტება - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე.

- ამ კონცერტის ჩატარება ხათუნას მეგობრების იდეა იყო. პირველ რიგში რუსა მორჩილაძის... უნდოდა მონატრებული ადამიანები ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა, რა თქმა უნდა, ხათუნაც მონაწილეობს ამ კონცერტში. უბრალოდ, სიყვარულისთვის ვიკრიბებით, მცხეთაში, რესტორან "მარანში".

ხათუნა ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, დიდი ხანია სახლიდან არ გასულა, მძიმე პერიოდი გავიარეთ. მისი განწყობა ახლა განსაკუთრებულია, შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვინც მოენატრა. მთელი კარანტინი ხათუნა გამოკეტილი მყავდა, არავისთან კომუნიკაციის საშუალებას არ ვაძლევდი. ახლა კი ყველა იმ ადამიანს ჩაეხუტება, ვინც ძალიან ენატრება და ვისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის გულში.

- ხათუნამ შენზე თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნა, დედასავით მყავსო. ყოველთვის ასეთი დედა-შვილობა გქონდათ თუ მძიმე სენთან ბრძოლამ დაგაახლოვათ?

- ყოველთვის ასე ვიყავით, ხათუნა ძალიან პატარა იყო, როდესაც მე გამაჩინა. მამას მალევე გაშორდა და ჩვენ დებივით გავიზარდეთ. დიდი ხანი მარტო ვცხოვრობდით და სულ ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და კონკრეტული შემთხვევით არ დაწყებულა, მთელი ცხოვრება ასე ვართ. ჩვენი ურთიერთობა სულ აღსანიშნავი და სალაპარაკო იყო.

- თუმცა, ხათუნა ყოველთვის მკაცრი და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- ასეც არის, მაგრამ ამ პერიოდში გაუჭირდა, მაშინ როდესაც ექიმმა ყველაფერი უთხრა. მე ვუმალავდი. თავიდან ცოტა დათრგუნული იყო, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გადავიარეთ.

- ამ პერიოდში ხათუნას გვერდით ყოველთვის შენ და ზურა ჩანხართ. ანასტასია რამდენად არის ჩართული?

- ანასტასიამ როგორც ყველამ, მათ შორის ზურამაც თავიდან იცოდა ის, რასაც მე ვთვლიდი საჭიროდ, რომ უნდა სცოდნოდათ, რათა ხათუნასთან ზედმეტი რამე არ ეთქვათ.

ეს დიაგნოზი ისევ რჩება ადამიანების ნაწილისთვის განაჩენად, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მძიმე სენს ებრძვის, მინდა ვუთხრა, რომ ეს დაავადება არ არის განაჩენი, მთავარია რწმენა და ბრძოლა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ღმერთის წყალობით, ზუსტად ვიცი, რომ წინ რა გზაც გვაქვს გასავლელი, ამასაც ვაჟკაცურად გავივლით. ყველა იმ ადამიანს, ვინც ონკოლოგიას ებრძვის, მინდა, რომ ჯანმრთელობა ვუსურვო. მე ვიცი, ეს რა მძიმე გზაც არის.

მინდა, რომ მე და ხათუნა ვიყოთ თქვენი იმედი და ძალა, რომელიც იმას შეგაძლებინებთ, რაც დღეს გგონიათ შეუძლებელი.

- ნინი, განწყობას აქვს ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა?

- დიახ. მე, როდესაც ხათუნას დიაგნოზის შესახებ გავიგე, ინსტინქტურად მოხდა ისე, რომ ჩემს ტვინში ჩავკეტე ეს ინფორმაცია, თითქოს არც უთქვამთ. ღმერთთან დაახლოებამ გადამატანინა ეს პერიოდი, ძალიან გამაძლიერა. სხვა ვერაფერი გამაძლიერებდა, ლოცვამ და ღმერთის იმედმა გამაძლებინა და აი, შედეგი!

ღვთის წყალობით ყველაფერი წინ გვაქვს, დიდი გზა გვაქვს გასავლელი და შედეგი, რაც ახლა მივიღეთ ძალიან კარგია და მადლობა ყველა იმ ექიმს, ვინც ხათუნას მკურნალობდა და მას მეორე სიცოცხლე აჩუქა.

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია