სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"
"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

ერთ გა­სა­ო­ცარ ქალ­ბა­ტონ­ზე მინ­და, გი­ამ­ბოთ. ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც 2005 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბევ­რჯერ დად­გა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა გა­ტე­ხა. იგი დღე­საც კვლავ ამ ზღვარ­ზე აღ­მოჩ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა...

ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლი დაბა სი­ო­ნი­დან არის, წლე­ბის წინ ერ­თმა­ნეთს სიმ­ღე­რამ შეგ­ვახ­ვედ­რა და მას შემ­დეგ გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. სიმ­ღე­რამ შეგ­ვახ­ვედ­რა-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლად არ მით­ქვამს, რად­გან სწო­რედ ქე­თე­ვან­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სი­ონ­ში პირ­ვე­ლი ბავ­შვთა ან­სამ­ბლი "სი­ო­ნის ზა­რე­ბი" და მას შემ­დეგ ამ ან­სამ­ბლმა ის ულა­მა­ზე­სი კუ­თხე მხო­ლოდ ტბი­თა და ჰა­ე­რით კი არა, ფშა­უ­რი ფოლკ­ლო­რი­თაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და.

სხვა­თა შო­რის, სწო­რედ იმ პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ქე­თე­ვა­ნის აღ­ზრდი­ლი იყო ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ადა­მი­ა­ნი, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი. სწო­რედ ამ ან­სამ­ბლის ერთ-ერთი თა­ო­ბის და შემ­დეგ უკვე თი­ა­ნე­თის სხვა­დას­ხვა სკო­ლე­ბის ბავ­შვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს პირ­ველ არხზე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვთა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პირ­ველ ფეს­ტი­ვალ­ში.

ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვილს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (დღე­ვან­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის) სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სცე­ნა­ზეც ხში­რად მღე­რო­და. თუმ­ცა მომ­ღერ­ლო­ბას მა­ინც თა­ვი­სი კუ­თხის­თვის - ფშა­ვის­თვის და ფშა­ვე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

მოს­წავ­ლე­თა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­სამ­ბლი ჰყავს, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბამ ძა­ლი­ან შე­ა­ფერ­ხა ბავ­შვებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი, ამას პან­დე­მი­აც და­ერ­თო და...

ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი მა­ინც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან საყ­ვა­რელ ქე­თე­ვან მას­წავ­ლე­ბელს და სხვა მას­წავ­ლე­ბელ­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ თან­ხმდე­ბი­ან. არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ქე­თე­ვანს სწო­რედ ბავ­შვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აძ­ლი­ე­რებს - სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ ჰყავს, არც შვი­ლე­ბი ჰყავს და თა­ვი­სი თი­ა­ნე­თე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ლა­მის, შვი­ლე­ბი­ვით მი­ი­ღო. ამას ბავ­შვე­ბიც გრძნო­ბენ და იმი­ტო­მაც არი­ან ასე მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი მას­ზე, მაგ­რამ... ქე­თე­ვან­მა მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა რომ შეძ­ლოს, უპირ­ვე­ლე­სად, ჯან­მრთე­ლო­ბამ უნდა შე­უ­წყოს ხელი.

ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი კი მას 2005 წელს, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი მუხ­ლის ტრავ­მით და დი­ლე­ტან­ტის მიერ სპონ­ტა­ნუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. ოპე­რა­ცი­ით და­ი­წყო. მას კი­დევ რამ­დე­ნი­მე მძი­მე ოპე­რა­ცია, ტკი­ვი­ლი, ტან­ჯვა და უძი­ლო ღამე მოჰ­ყვა, მერე კი... ქე­თე­ვა­ნი ყო­ველ­თვის იმოწ­მებ­და მუხ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რად­გან ში­გა­და­შიგ ტკი­ვი­ლე­ბიც აწუ­ხებ­და და სი­ა­რუ­ლიც უჭირ­და. 2015 წელს, ექიმ­თან რომ მი­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც ჩა­ი­ტა­რა და სარ­კო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მე­ტიც, ფე­ხის მოჭ­რას უპი­რებ­დნენ.

აქე­დან სარ­კო­მას­თან ბრძო­ლის ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო. ფე­ხის მოჭ­რა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვე­დით და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის ძებ­ნა და­ვი­წყეთ. ან­კა­რა­ში მცხოვ­რე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი და მეც­ნი­ე­რი, თბი­ლი­სე­ლი ნი­კო­ლაი ვის­კუ­შენ­კო და მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დედა - ირი­ნა და­ეხ­მარ­ნენ ქე­თე­ვანს, როცა ის თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა სამ­კურ­ნა­ლოდ.

იქ დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი კი ასე­თი გახ­ლდათ - მუხ­ლის სახ­სრის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის მულ­ტი­რე­ცი­დი­ვუ­ლი და მე­ტას­ტა­ზუ­რი და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სარ­კო­მა, მე­ტას­ტა­ზი არ­სე­ბობ­და ბარ­ძა­ყის ლიმ­ფურ კვან­ძებ­შიც. რად­გან ქე­თე­ვა­ნი ფე­ხის მოჭ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თურ­ქმა ონ­კო­ლოგ­მა და ქი­რურ­გმმა, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლოგ­მა იუ­სუპ ილ­დიზ­მა ორი უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია და­ნიშ­ნა - პირ­ვე­ლი მუხ­ლზე, რო­მე­ლიც 9 სა­ათს გაგ­რძელ­და და ორი კვი­რის შემ­დეგ მე­ო­რე, ბარ­ძა­ყის მე­ტას­ტა­ზე­ბის ამოკ­ვე­თი­სას - 4-სა­ა­თი­ა­ნი.

ამას მოჰ­ყვა თბი­ლის­ში რა­დი­ოს­ხი­ვუ­რი თე­რა­პია, რო­მელ­მაც პრო­ცე­სი კი შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დამ­წვრო­ბა გა­მო­იწ­ვია. ქე­თე­ვა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­დის თურ­ქეთ­ში და ფე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას იმოწ­მებს. ერთი წლის წინ მუხ­ლის ნაჭ­რი­ლო­ბევ­თან, დამ­წვრო­ბის ად­გი­ლას ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­და და ფე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ დამ­ძიმ­და. ის ისევ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სას­წრა­ფოდ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და.

იმა­საც გე­ტყვით, რომ ამ ოპე­რა­ცი­ებს და მას შემ­დეგ თურ­ქეთ­ში ე.წ. პე­ტის ყო­ველ­წლი­ურ კვლე­ვას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბით ქე­თე­ვა­ნი ვე­რაფ­რით შეძ­ლებ­და, რომ არა სი­ო­ნე­ლე­ბი­სა და თი­ა­ნე­თე­ლე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მისი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, შემ­წე­ო­ბა, თა­ნად­გო­მა. რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარს თი­ა­ნეთს, ყვე­ლა მე­გო­ბარს, დიდს თუ პა­ტა­რას, ვინც კი მას იც­ნობს.

იქი­დან ჩა­მო­სულ ქე­თე­ვანს ზე­დი­ზედ კი­დევ ორი სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი და­ე­მარ­თა: ზა­ფხულ­ში­ვე თა­ვი­სი სახ­ლის ეზო­ში წა­იქ­ცა და ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი ფეხი მო­ტყდა. კვლავ სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია და ლი­თო­ნის ჩად­გმა დას­ჭირ­და, რა­საც ისევ და ისევ გან­ცდე­ბი და ტკი­ვი­ლე­ბი მოჰ­ყვა. ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი კვლავ გა­ურ­თულ­და, ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტა ვერ მი­ი­ღო სხე­ულ­მა და კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია და­ი­ნიშ­ნა - ამ­ჯე­რა­დაც ლი­თო­ნით, ოღონდ სხვა მე­თო­დით უნდა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ათ მუხ­ლი.

ჭრი­ლო­ბამ ნელ-ნელა შე­ხორ­ცე­ბა და­ი­წყო და ქე­თე­ვან­მაც უკვე მე­რამ­დე­ნედ, ხე­ლახ­ლა "აიდ­გა" ფეხი, ოღონდ ორი ყა­ვარ­ჯნით. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­და, თვი­თო­ნაც იმე­დი ჩა­ე­სა­ხა, რომ ამ­ჯე­რად მა­ინც დას­რულ­დე­ბო­და ტან­ჯვა და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ... ერთი თვის წინ კი­დევ მო­რი­გი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო ცხოვ­რე­ბამ - ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი!

მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა, რა­საც მისი ფე­ხის პრობ­ლე­მაც ამ­ძი­მებს, თუმ­ცა ქეთი კვლავ მედგრად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას...

ასე­თი ძლი­ე­რი და შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არ შემ­ხვედ­რია. სა­კუ­თარ დარ­დსა და ტკი­ვილს არაფ­რით გახ­ვევს თავს და მუ­დამ უფ­ლის იმე­დად არის, მისი შემ­წე­ო­ბა აძ­ლი­ე­რებს და უკე­თეს ხვა­ლინ­დელ დღე­ზე სა­ფიქ­რე­ლად, საბ­რძოლ­ვე­ლად გა­ნა­წყობს... ამ­ჯე­რა­დაც მზა­დაა სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძო­ლოს, და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებს, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა - გა­სა­ყი­დი აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა, გარ­და სი­ო­ნის სახ­ლი­სა, სა­დაც ცხოვ­რობს.

თა­ვად დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით ვინ­მეს შე­წუ­ხე­ბას მუ­დამ თავს არი­დებს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მე­გობ­რებ­მა და­ვარ­წმუ­ნეთ, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია და რო­გორც თვი­თონ იზი­ა­რებს ყვე­ლას ამ­გვარ თხოვ­ნას და ეხ­მა­რე­ბა, სირ­ცხვი­ლი სუ­ლაც არ არის, თა­ვა­დაც ითხო­ვოს!

გთხოვთ, ვი­საც რო­გორ შე­გეძ­ლე­ბათ, შე­მოგ­ვი­ერ­თდით და ერ­თად გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ამ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბია:

სს "ლი­ბერ­თი­ბან­კი"

GE16LB0711102978645140

მიმ­ღე­ბი ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

ერთ გასაოცარ ქალბატონზე მინდა, გიამბოთ. ადამიანზე, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ დადგა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. იგი დღესაც კვლავ ამ ზღვარზე აღმოჩნდა და საზოგადოების თანადგომა სჭირდება...

ქეთევან შარმიაშვილი დაბა სიონიდან არის, წლების წინ ერთმანეთს სიმღერამ შეგვახვედრა და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით. სიმღერამ შეგვახვედრა-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს, რადგან სწორედ ქეთევანმა ჩამოაყალიბა სიონში პირველი ბავშვთა ანსამბლი "სიონის ზარები" და მას შემდეგ ამ ანსამბლმა ის ულამაზესი კუთხე მხოლოდ ტბითა და ჰაერით კი არა, ფშაური ფოლკლორითაც პოპულარული გახადა.

სხვათა შორის, სწორედ იმ პირველი თაობის მომღერალი, ქეთევანის აღზრდილი იყო ბევრისთვის საყვარელი შემსრულებელი და ადამიანი, ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილი. სწორედ ამ ანსამბლის ერთ-ერთი თაობის და შემდეგ უკვე თიანეთის სხვადასხვა სკოლების ბავშვები მონაწილეობდნენ საქართველოს რადიოს პირველ არხზე ჩემს მეგობრებთან ერთად დაარსებული ბავშვთა ქართული სიმღერის პირველ ფესტივალში.

ქეთევან შარმიაშვილს თეატრალური ინსტიტუტის (დღევანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სცენაზეც ხშირად მღეროდა. თუმცა მომღერლობას მაინც თავისი კუთხისთვის - ფშავისთვის და ფშაველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კარგი საქმეების კეთება ამჯობინა.

მოსწავლეთა შესანიშნავი ანსამბლი ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესებამ ძალიან შეაფერხა ბავშვებთან მეცადინეობები, ამას პანდემიაც დაერთო და...

ბავშვები და მათი მშობლები მაინც მოუთმენლად ელიან საყვარელ ქეთევან მასწავლებელს და სხვა მასწავლებელზე კატეგორიულად არ თანხმდებიან. არც არის გასაკვირი, რადგან ქეთევანს სწორედ ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული აძლიერებს - საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, არც შვილები ჰყავს და თავისი თიანეთელი მოსწავლეები, ლამის, შვილებივით მიიღო. ამას ბავშვებიც გრძნობენ და იმიტომაც არიან ასე მიჯაჭვულები მასზე, მაგრამ... ქეთევანმა მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში დაბრუნება რომ შეძლოს, უპირველესად, ჯანმრთელობამ უნდა შეუწყოს ხელი.

ჯანმრთელობის პრობლემები კი მას 2005 წელს, უბედური შემთხვევით გამოწვეული მუხლის ტრავმით და დილეტანტის მიერ სპონტანურად ჩატარებული ე.წ. ოპერაციით დაიწყო. მას კიდევ რამდენიმე მძიმე ოპერაცია, ტკივილი, ტანჯვა და უძილო ღამე მოჰყვა, მერე კი... ქეთევანი ყოველთვის იმოწმებდა მუხლის მდგომარეობას, რადგან შიგადაშიგ ტკივილებიც აწუხებდა და სიარულიც უჭირდა. 2015 წელს, ექიმთან რომ მივიდა, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტარა და სარკომის დიაგნოზი დაუსვეს, მეტიც, ფეხის მოჭრას უპირებდნენ.

აქედან სარკომასთან ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. ფეხის მოჭრაზე კატეგორიულად წინააღმდეგი წავედით და ალტერნატიული გზის ძებნა დავიწყეთ. ანკარაში მცხოვრები სამედიცინო ინჟინერი და მეცნიერი, თბილისელი ნიკოლაი ვისკუშენკო და მისი შესანიშნავი დედა - ირინა დაეხმარნენ ქეთევანს, როცა ის თურქეთში გაემგზავრა სამკურნალოდ.

იქ დასმული დიაგნოზი კი ასეთი გახლდათ - მუხლის სახსრის რბილი ქსოვილების მულტირეციდივული და მეტასტაზური დაბალხარისხიანი სარკომა, მეტასტაზი არსებობდა ბარძაყის ლიმფურ კვანძებშიც. რადგან ქეთევანი ფეხის მოჭრის წინააღმდეგი იყო, თურქმა ონკოლოგმა და ქირურგმმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა იუსუპ ილდიზმა ორი უნიკალური ოპერაცია დანიშნა - პირველი მუხლზე, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და ორი კვირის შემდეგ მეორე, ბარძაყის მეტასტაზების ამოკვეთისას - 4-საათიანი.

ამას მოჰყვა თბილისში რადიოსხივური თერაპია, რომელმაც პროცესი კი შეაჩერა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამწვრობა გამოიწვია. ქეთევანი ყოველწლიურად ჩადის თურქეთში და ფეხის მდგომარეობას იმოწმებს. ერთი წლის წინ მუხლის ნაჭრილობევთან, დამწვრობის ადგილას ინფექცია განვითარდა და ფეხის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. ის ისევ თურქეთში გაემგზავრა, სადაც სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთდა.

იმასაც გეტყვით, რომ ამ ოპერაციებს და მას შემდეგ თურქეთში ე.წ. პეტის ყოველწლიურ კვლევას მხოლოდ საკუთარი ფინანსებით ქეთევანი ვერაფრით შეძლებდა, რომ არა სიონელებისა და თიანეთელების, ადგილობრივი თუ ქვეყნის ხელისუფლების, მისი მეგობრების დახმარება, შემწეობა, თანადგომა. რადგან ეს ადამიანი ძალიან უყვარს თიანეთს, ყველა მეგობარს, დიდს თუ პატარას, ვინც კი მას იცნობს.

იქიდან ჩამოსულ ქეთევანს ზედიზედ კიდევ ორი სამწუხარო ამბავი დაემართა: ზაფხულშივე თავისი სახლის ეზოში წაიქცა და ნაოპერაციევი ფეხი მოტყდა. კვლავ სასწრაფო ოპერაცია და ლითონის ჩადგმა დასჭირდა, რასაც ისევ და ისევ განცდები და ტკივილები მოჰყვა. ნაჭრილობევი კვლავ გაურთულდა, ლითონის ფირფიტა ვერ მიიღო სხეულმა და კიდევ ერთი ოპერაცია დაინიშნა - ამჯერადაც ლითონით, ოღონდ სხვა მეთოდით უნდა დაეფიქსირებიათ მუხლი.

ჭრილობამ ნელ-ნელა შეხორცება დაიწყო და ქეთევანმაც უკვე მერამდენედ, ხელახლა "აიდგა" ფეხი, ოღონდ ორი ყავარჯნით. თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, თვითონაც იმედი ჩაესახა, რომ ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და გაუსაძლისი ტკივილები, მაგრამ... ერთი თვის წინ კიდევ მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ - ჰემორაგიული ინსულტი!

მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რასაც მისი ფეხის პრობლემაც ამძიმებს, თუმცა ქეთი კვლავ მედგრად აგრძელებს ბრძოლას...

ასეთი ძლიერი და შეუპოვარი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. საკუთარ დარდსა და ტკივილს არაფრით გახვევს თავს და მუდამ უფლის იმედად არის, მისი შემწეობა აძლიერებს და უკეთეს ხვალინდელ დღეზე საფიქრელად, საბრძოლველად განაწყობს... ამჯერადაც მზადაა სიცოცხლისთვის იბრძოლოს, დანებებას არ აპირებს, მაგრამ უკვე ყველა რესურსი ამოიწურა - გასაყიდი აღარაფერი დარჩა, გარდა სიონის სახლისა, სადაც ცხოვრობს.

თავად დახმარების თხოვნით ვინმეს შეწუხებას მუდამ თავს არიდებს, მაგრამ ამჯერად მეგობრებმა დავარწმუნეთ, რომ ეს აუცილებელია და როგორც თვითონ იზიარებს ყველას ამგვარ თხოვნას და ეხმარება, სირცხვილი სულაც არ არის, თავადაც ითხოვოს!

გთხოვთ, ვისაც როგორ შეგეძლებათ, შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ ამ ძალიან ნიჭიერი და გულიანი ადამიანის სიცოცხლე.

ანგარიშის რეკვიზიტებია:

სს "ლიბერთიბანკი"

GE16LB0711102978645140

მიმღები ქეთევან შარმიაშვილი

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური აქცია გრძელდება