სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს - "არალეგალურად არიან ქვეყანაში, ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი"
ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს - "არალეგალურად არიან ქვეყანაში, ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი"

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბა­თუმ­ში, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ოთხი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღეს.

„გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ქ. ბა­თუმ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ორ მი­სა­მარ­თზე და­ი­გეგ­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის 9 მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თაც არ უფიქ­სირ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თა და არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ოთხი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, დამ­ზა­დე­ბას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
3

ყოჩაღ,უშიშროებას! მაგენი კარგი საქმისთვის არ იქნებოდნენ შემოგზავნილები!

სასწრაფოდ!
4

სანამ 9 პოლიტპატიმარს, თურქეთის მოქალაქეებს არ გაანთავისყუფლებენ არ მივიღებ საკონსტიტუციო ცვლილების დებატებში მმონაწილეობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს - "არალეგალურად არიან ქვეყანაში, ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი"

ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს - "არალეგალურად არიან ქვეყანაში, ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

„გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი