საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა და ისე გააგრძელა ცხოვრება, არ დაოჯახებულა" - უცნობი ფაქტები ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებიდან
"მისი სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა და ისე გააგრძელა ცხოვრება, არ დაოჯახებულა" - უცნობი ფაქტები ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებიდან

ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძემ არა­ერ­თი გა­სა­ო­ცა­რი როლი შექ­მნა, და­უ­ვი­წყა­რია მისი ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმის ტემ­ბრი, რის გა­მოც ხში­რად სხვა არ­ტის­ტე­ბის მიერ ნა­თა­მა­შე­ვი რო­ლე­ბიც, მისი ხმით შე­მორ­ჩა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას. ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე 56 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, არა­და, კი­დევ რამ­დე­ნი კარ­გი და­უ­ვი­წყა­რი სა­ხის შექ­მნას შეძ­ლებ­და...

ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს AMBEBI.GE თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს­თან ერ­თად იხ­სე­ნებს, რო­მელ­მაც 26 იან­ვარს, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, მსა­ხი­ო­ბის ხსოვ­ნის სა­ღა­მო მო­ა­წყო.

- ერო­სი სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღა­ნი­რი­დან იყო, საკ­მა­ოდ მძი­მე წლე­ბი ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი. მისი ძმა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­იწ­ვი­ეს, მამა და­ა­პა­ტიმ­რეს, დედა ხი­დან ჩა­მო­ვარ­და და წელს ქვე­მოთ მო­წყდა. ერო­სის პა­ტა­რა ასა­კი­დან მო­უხ­და უმ­ცრო­სი დისა და დე­დის შე­ნახ­ვა. 17 წლის ასაკ­ში რა­დი­ო­კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ ლუკ­მა-პური დიქ­ტო­რო­ბით ეშო­ვა. რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რე, კაკო ძი­ძი­გუ­რი ერო­სის ასე იხ­სე­ნებ­და:

შე­მო­ვი­და და ვიგ­რძე­ნით, რომ რა­დი­ო­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძალა მო­ვი­და. სიმ­ღე­რის გარ­და ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ვუ­თხა­რი - თუ სმე­ნა­სა და ვო­კალ­ზე იმუ­შა­ვებთ, უსა­თუ­ოდ დიდი დიქ­ტო­რი გა­მოხ­ვალთ-მეთ­ქი

ერო­სიმ ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი სიმ­ღე­რა იმ­ღე­რა. სპექ­ტაკლ "პე­პო­თი" და­წყე­ბუ­ლი, "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი", "შა­ლი­კო ხვინ­გი­ა­ძის თავ­გადსა­ვა­ლი" და სხვ. სპექ­ტაკ­ლებ­ში არა­ერთ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და. ვი­საც "ხა­ნუ­მა" ახ­სოვს, და­უ­ვი­წყა­რია იქ მისი სიმ­ღე­რა - ეს კი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი!

ერო­სის სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თის სა­ხე­ლი ერ­ქვა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიყ­ვა­რულს მი­უ­ძღვნა

იპო­ლი­ტე ხვი­ჩია იგო­ნებ­და - "ერთხელ ოზურ­გეთ­ში გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და მტი­რალ ორ­სულ ქალს შევ­ხვდით. ერო­სი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ ტი­რო­და და ჰკი­თხა მი­ზე­ზი. ფული მომ­პა­რეს - უპა­სუ­ხა ქალ­მა. ერო­სიმ ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო რა თან­ხაც ჰქონ­და და სულ ქალს მის­ცა. ის ბედ­ნი­ე­რი წა­ვი­და. მე მი­ვა­ძა­ხე - "თუ ბიჭი გა­გიჩ­ნდა, ერო­სი და­არ­ქვი!"

კად­რი ფილ­მი­დან "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი"

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მე და ერო­სი გა­და­ღე­ბა­ზე კვლავ ერ­თად მოვ­ხვდით. ის ქალი ჩვენ­თან მო­ვი­და და თა­ვი­სი პა­ტა­რა ერო­სი მო­იყ­ვა­ნა გა­საც­ნო­ბად..."

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე ამ­ბობს, რომ როცა ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძემ თა­ვის დრო­ზე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად მი­ი­ღეს, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სე­მესტრის ბო­ლოს და­ამ­ტკი­ცა, რა დიდი მოვ­ლე­ნა იყო...

"ერთი წელი ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რში იმუ­შა­ვა, შემ­დეგ - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და მა­შინ­ვე უპი­რო­ბო ლი­დე­რი გახ­და. აკა­კი ხო­რა­ვას მოს­წონ­და, ხმის ტემ­ბრი­სა და აქ­ტი­ო­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო - ქარ­თველ ლე­ვი­ტანს ეძახ­დნენ. მისი ხმა რა­დი­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა ოჯა­ხის კარს აღებ­და და ხალ­ხის გუ­ლე­ბამ­დე ამ­ბა­ვი მიჰ­ქონ­და. ერო­სი სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლი მაც­ნე იყო!

სპექ­ტაკ­ლი "პეპო" - მარ­ცხნი­დან: მე­დეა ჩა­ხა­ვა, გივი ჭი­ჭი­ნა­ძე და ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე. ფო­ტოს მფლო­ბე­ლი: მაია დო­ლი­ძე

ერთხე­ლაც ხო­რა­ვამ თქვა - მინ­და, ყვე­ლა სპექ­ტაკლში ერო­სიმ შემ­ცვა­ლო­სო და ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ლი­დე­რი გახ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნე­თის დუბ­ლი­ო­რე­ბი იყ­ვნენ - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე და აკა­კი ხო­რა­ვა.

მერე თე­ატ­რში მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი მო­ვი­და და მის პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­ო­რუ­ლი ლი­დე­რი იყო - სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რში არც ერთ ქარ­თველ მსა­ხი­ობს იმ­დე­ნი როლი არ უთა­მა­შია, რამ­დე­ნიც ერო­სის - "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი“, "შა­ლი­კო ხვინ­გი­ა­ძის თავ­გადსა­ვა­ლი", "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარ­და", „გვა­დი ბიგ­ვა“, „ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბა“, „საბა ტა­ბი­ძის ორ­შა­ბა­თე­ბი“ და სხვ.

დოდო აბა­ში­ძე და ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე სამ­ტრე­დი­ა­ში, ფო­ტოს მფლო­ბე­ლი: ზაზა აბა­ში­ძე

- ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მორ­ცხვი იყოო?

- მორ­ცხვზე მორ­ცხვი იყო. ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილ­მა მი­ამ­ბო, ერთხელ მის­თვის და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს: ბა­ტო­ნო ჯუმ­ბერ, ერო­სი ვარ. ღა­ნირ­ში (მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში) გლე­ხი მი­წას ვერ ამუ­შა­ვებს, ტრაქ­ტო­რი არ აქვს და იქ­ნებ გა­მო­ყოთ და თვი­თონ­ვე მი­ვუ­ტა­ნო. რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ტრაქ­ტორ­ზე დამ­ჯდარ ერო­სის სამ­ტრე­დი­ამ­დე უნდა ევლო, მისი ხათ­რით, ჩვენ გა­ვაგ­ზავ­ნეთ ტრაქ­ტო­რიო...

ერო­სი იყო კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და. ხში­რად დი­ლით სახ­ლი­დან იმის­თვის გა­დი­ო­და, რომ უცხო ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. მას­ზე არც ერთი მამ­ხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლი არ არ­სე­ბობს. ერთი არას­წო­რი ნა­ბი­ჯიც არ არის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში იმი­ტომ, რომ დიდი ბავ­შვი იყო".

რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მას უყ­ვარ­და მსა­ხი­ო­ბი ქალი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან, მისი მე­ო­რე სიყ­ვა­რუ­ლი კი ელე­ნე ყიფ­ში­ძე იყო. მარ­თა­ლია, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ბედ­ნი­ე­რად არ დაგ­ვირ­გვინ­და, მაგ­რამ ერო­სი ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ისე გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა, რომ არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა, თუმ­ცა ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი ქალი, რო­მელ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და.

- ვფიქ­რობ, რომ ისე­თი ჭი­რი­სუ­ფა­ლი რო­გორც შენ ხარ, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში იშ­ვი­ა­თად მო­ი­პო­ვე­ბა. შენ ხარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მას სა­ღა­მო მო­უ­წყე...

- კი, რა­ღაც­ნა­ი­რად მის ჭი­რი­სუფ­ლად ვთვლი თავს. იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ არ გა­სუ­ლა წუთი, წამი, რომ ჩემ­თვის არ და­ე­რე­კათ და ერო­სის კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ არ მო­ე­თხროთ. კომ­პო­ზი­ტორ­მა ნუნუ გა­ბუ­ნი­ამ და­მი­რე­კა და მი­ამ­ბო: მა­ნა­ნა, ჩემი შვი­ლი მიკ­ვდე­ბო­და, წა­მალს ვერ ვშო­უ­ლობ­დით, ერთი ად­გი­ლი იყო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და მისი შე­ძე­ნა და ეს რომ ერო­სიმ გა­ი­გო, რე­პე­ტი­ცია მი­ა­ტო­ვა, წა­მა­ლი იშო­ვა და შვი­ლი გა­და­მირ­ჩი­ნაო...

მა­რი­ნე თბი­ლე­ლი და ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე ფილმში "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან". ფო­ტოს მფლო­ბე­ლი: ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი

ერო­სის სა­მე­ზობ­ლო­დან ფა­ცუ­რი­ებ­მა და­მი­რე­კეს: "როცა ვი­გებ­დით, რომ ერო­სის­თან სტუმ­რე­ბი სა­ქე­ი­ფოდ მო­დი­ოდ­ნენ, დღე ვი­ძი­ნებ­დით, რომ ღამე ფან­ჯრე­ბი­დან მათი დროს­ტა­რე­ბის­თვის გვეს­მი­ნაო. ერთხელ ერო­სიმ ღა­მის სამ სა­ათ­ზე ფან­ჯა­რა გა­ა­ღო და ჩუ­მად და­ი­ძა­ხა - მე­ზობ­ლე­ბო, პური გა­მი­თავ­დაო... მთე­ლი აბა­ში­ძის ქუჩა პუ­რით ხელ­ში მორ­ბო­და, რომ რო­გორ­მე მის სახ­ლში შე­ეღ­წი­ათ და ის დღე­სას­წა­უ­ლი თა­ვი­სი თვა­ლით ენა­ხათ, რაც ერო­სის­თან ხდე­ბო­დაო...

სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მი­უ­ძღვნა. გარ­და­იც­ვა­ლა 1982 წელს, მე 1986-ში გავჩნდი. რა გრძნო­ბა უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას, რომ მე, ჩემს თა­ო­ბას ასე­თი ინ­ტე­რე­სი გა­მოგ­ვე­ჩი­ნა მის მი­მართ. მან ეს და­იმ­სა­ხუ­რა და დარ­ჩა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას!

თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ქრე­ბი­ან, ერო­სი არ გაქ­რა. ყვე­ლა თა­ო­ბას, ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ, ყვე­ლამ იცის, ერო­სი ვინ იყო.

26 იან­ვარს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა. 3 მარტს 95 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და, გა­ვა­ერ­თი­ა­ნე ეს ორი თა­რი­ღი და ხსოვ­ნის სა­ღა­მო მო­ვა­წყე, რო­მელ­საც და­ეს­წრნენ - გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რო­ბი­კო სტუ­რუა, ზურა კან­დე­ლა­კი, მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე, კახი კავ­სა­ძე. იმ დღეს ამ ადა­მი­ა­ნებს ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო გა­და­ე­ცათ.

სა­ღა­მოს და­ეს­წრნენ ერო­სის დის­შვი­ლე­ბიც, სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. სა­ერ­თოდ, ისე­თი მო­რი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არა­ვის არ აწუ­ხე­ბენ, მშვი­დად, თა­ვის­თვის არი­ან. რო­გორც ერო­სის ეკად­რე­ბო­და, ისე ელო­დე­ბი­ან იმას, რო­დის გა­იხ­სე­ნე­ბენ მათ ბი­ძი­ას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ.

მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ სხვებს მო­ვას­წა­რი და გა­ვა­კე­თე ერო­სის სა­ღა­მო, რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ ისე­თი კომ­პლი­მენ­ტი მი­თხრა, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა - და­მარ­წმუ­ნე იმა­ში, რომ თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია ხსოვ­ნის სა­ღა­მო გა­კეთ­დეს ისე, რომ მო­სა­წყე­ნი არ იყო­სო.

ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის დაკ­რძალ­ვა. ფოტო: ჯე­მალ კას­რა­ძე

- მე­ზობ­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ და ცნო­ბი­ლია, რომ მის სა­მე­ზობ­ლო­ში ცხოვ­რობ­დნენ - სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი. ეს იყო სა­ოც­რად ვარ­სკვლა­ვუ­რი ეზო...

- დიახ, ასე იყო, რა­საც აგ­რეთ­ვე სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. ერო­სის ჰყავ­და ძაღ­ლი ტან­გო, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში გა­და­ღე­ბა­ზე აჩუ­ქეს, გოგი გე­გეჭ­კო­რი და ერო­სი ერ­თად ყო­ფი­ლან. დაბ­რუ­ნე­ბი­სას ერო­სი წინა დღით მოფ­რი­ნავ­და, გოგი - მე­ო­რე დღეს. ერო­სი აე­რო­პორ­ტში რომ მი­სუ­ლა, ფრე­ნა გა­და­დე­ბუ­ლა და იქვე დარ­ჩე­ნი­ლა. გოგი რომ მი­სუ­ლა აე­რო­პორ­ტში, იქ დახ­ვედ­რია - და­ი­ღა­ლე ხომ, ერო­სიო? უკი­თხავს გო­გის. მე ჯან­და­ბას და ეს გაწ­ვალ­და ძა­ლი­ა­ნო. ძაღლზე მე­ტად იდარ­და, ვიდ­რე სა­კუ­თარ თავ­ზე.

ჩა­მო­იყ­ვა­ნა "ტან­გო" თბი­ლის­ში შვი­ლი­ვით უვ­ლი­და. ბო­რის წი­ფუ­რი­ამ ერთხელ მი­თხრა: ისე­თი მა­ხინ­ჯი ძაღ­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ მე­ნა­ხა, მაგ­რამ რო­გორ გავ­ბე­დავ­დი და ერო­სის რა­მეს ვე­ტყო­დიო. დოდო აბა­ში­ძემ „ტან­გოს“ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ერო­სის დე­პე­შა გა­უგ­ზავ­ნა, გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა „ქელე­ხი“ გა­და­უ­ხა­და. ერო­სიმ რომ გა­ი­გო, „დე­პე­შა­ზე“ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი და დოდო აბა­ში­ძე გა­ე­შა­ყირ­ნენ, მათ ხმას არ სცემ­და.

დოდო ბა­ში­ძე დი­დე­ბუ­ლი, კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა კაცი იყო, თე­ატ­რა­ლუ­რი და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბი­დან სულ ორი-სამი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. მისი შვი­ლი, ზაზა აბა­ში­ძე ყვე­ბა, რომ მა­მა­ჩე­მი თუკი ვინ­მეს­თან მე­გობ­რობ­და, ეს ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე იყოო. ერო­სიც იმ­დე­ნად სუფ­თა ადა­მი­ა­ნი იყო, რომ ყვე­ლა მას­თან მე­გობ­რობ­და. თუ ვინ­მეს თა­ვის­თან ახ­ლოს მი­უშ­ვებ­და, ისი­ნი მისი გულ­წრფე­ლი მე­გობ­რე­ბი ხდე­ბოდ­ნენ...

- მისი მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი ღა­ნი­რი, სა­ი­და­ნაც შენი გვა­რიც მო­დის, რამ­დე­ნად მი­ა­გებს პა­ტივს, არის იქ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მი?

- ერო­სი 55 წლის რომ გახ­და, ღა­ნი­რე­ლებ­მა ფა­ე­ტონ­ში ჩას­ვეს. სამ­ტრე­დი­ი­დან ღა­ნი­რამ­დე სულ ფა­ე­ტო­ნით ატა­რეს. სირ­ცხვი­ლია, აკა­კის მოგ­ზა­უ­რო­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­ში ხომ არ არის, ერო­სი ვარო... მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, აფა­სებ­დნენ და ეა­მა­ყე­ბო­დათ. ღა­ნირ­ში გა­კეთ­და ერო­სის სა­ხე­ლო­ბის სახლ-მუ­ზე­უ­მი, სამ­ტრე­დი­ა­ში კულ­ტუ­რის ცენ­ტრი მის სა­ხელს ატა­რებს, ამას­თან, ბი­უს­ტიც დგას. იქა­უ­რე­ბი ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბი­ან მის სა­ხელს და პი­როვ­ნე­ბას, თუმ­ცა თბი­ლის­ში მეც და ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ხარ­დე­ბო­და, თუ მისი პა­ტა­რა ბი­უს­ტი და სკვე­რი იარ­სე­ბებ­და.

- ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე­ზე სა­უბ­რი­სას, არ შე­იძ­ლე­ბა არ ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რომ ქარ­თულ სა­კო­მენ­ტა­ტო­რო სივ­რცე­ში მან გზა გაკ­ვა­ლა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კო­მენ­ტა­ტო­რი იყო, რომ­ლის მოს­წავ­ლედ კოტე მა­ხა­რა­ძე ით­ვლე­ბა.

- მაკა მა­ხა­რა­ძე, კოტე მა­ხა­რა­ძის შვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ერო­სიმ ქარ­თულ სა­ფეხ­ბურ­თო მი­მო­ხილ­ვებ­ში ტერ­მი­ნე­ბი, ლექ­სი­კა და­ამ­კვიდ­რა. მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან აფა­სებ­და მას. ერო­სი რა­დი­ომსმე­ნელს თა­ვის დრო­სა და სივ­რცე­ში ამოგ­ზა­უ­რებ­და.

"აღ­მარ­თეს მკვდრებ­მა ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი" - ეს მისი უკ­ვდა­ვი ფრა­ზაა. "ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, ძვირ­ფა­სო რა­დი­ომსმე­ნე­ლე­ბო, ერთი გოლი თქვენ­თვის შე­ნა­ხუ­ლი მაქვს" - ესეც ცნო­ბი­ლია მისი ფრა­ზე­ბი­დან, ანუ გოლი და­უ­მა­ლა მა­ყუ­რე­ბელს. სა­ნამ იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი, ემახ­სოვ­რე­ბათ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეც. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის საქ­მე დღეს არც ისე კარ­გა­დაა, მაგ­რამ მო­გო­ნე­ბე­ბი ერო­სი­ზე, რაც ფეხ­ბურთს უკავ­შირ­დე­ბა, ყვე­ლას ახ­სოვს.

ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო გა­ლა­კტი­ო­ნის, ჟორა შავ­გუ­ლი­ძი­სა და ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის დაკ­რძალ­ვა­ზე. ამა­ზე მეტი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა ადა­მი­ანს რა გინ­და სხვა?! ის უყ­ვარ­და და დღემ­დე უყ­ვარს ყვე­ლას!

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, მფლო­ბე­ლე­ბი: გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი; ჯე­მალ კას­რა­ძე; მაია დო­ლი­ძე; ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი; ზაზა აბა­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

არა ნაკლები ხალხი იყო შოთა იამანიძის დაკრძალვაზეც... ესენი სრულად საქართველოს სიყვარული და სიხარული იყვნენ!!!

მანჩო
0

ჭეშმარიტად სახალხო არტისტი!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მისი სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა და ისე გააგრძელა ცხოვრება, არ დაოჯახებულა" - უცნობი ფაქტები ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებიდან

"მისი სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა და ისე გააგრძელა ცხოვრება, არ დაოჯახებულა" - უცნობი ფაქტები ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებიდან

ქართულ თეატრსა და კინოში ეროსი მანჯგალაძემ არაერთი გასაოცარი როლი შექმნა, დაუვიწყარია მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრი, რის გამოც ხშირად სხვა არტისტების მიერ ნათამაშევი როლებიც, მისი ხმით შემორჩა ჩვენს მეხსიერებას. ეროსი მანჯგალაძე 56 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, არადა, კიდევ რამდენი კარგი დაუვიწყარი სახის შექმნას შეძლებდა...

ლეგენდარულ მსახიობს AMBEBI.GE თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძესთან ერთად იხსენებს, რომელმაც 26 იანვარს, ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეს, მსახიობის ხსოვნის საღამო მოაწყო.

- ეროსი სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირიდან იყო, საკმაოდ მძიმე წლები ჰქონდა გამოვლილი. მისი ძმა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, მამა დააპატიმრეს, დედა ხიდან ჩამოვარდა და წელს ქვემოთ მოწყდა. ეროსის პატარა ასაკიდან მოუხდა უმცროსი დისა და დედის შენახვა. 17 წლის ასაკში რადიოკონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომ ლუკმა-პური დიქტორობით ეშოვა. რადიოკომიტეტის თავჯდომარე, კაკო ძიძიგური ეროსის ასე იხსენებდა:

შემოვიდა და ვიგრძენით, რომ რადიოში რაღაც მნიშვნელოვანი ძალა მოვიდა. სიმღერის გარდა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ვუთხარი - თუ სმენასა და ვოკალზე იმუშავებთ, უსათუოდ დიდი დიქტორი გამოხვალთ-მეთქი

ეროსიმ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი სიმღერა იმღერა. სპექტაკლ "პეპოთი" დაწყებული, "უჩინმაჩინის ქუდი", "შალიკო ხვინგიაძის თავგადსავალი" და სხვ. სპექტაკლებში არაერთ სიმღერას ასრულებდა. ვისაც "ხანუმა" ახსოვს, დაუვიწყარია იქ მისი სიმღერა - ეს კი შრომისმოყვარეობის საოცარი მაგალითი!

ეროსის სიყვარულის ღმერთის სახელი ერქვა და მთელი ცხოვრება სიყვარულს მიუძღვნა

იპოლიტე ხვიჩია იგონებდა - "ერთხელ ოზურგეთში გადაღებაზე ვიყავით და მტირალ ორსულ ქალს შევხვდით. ეროსი დაინტერესდა, რატომ ტიროდა და ჰკითხა მიზეზი. ფული მომპარეს - უპასუხა ქალმა. ეროსიმ ჯიბიდან ამოიღო რა თანხაც ჰქონდა და სულ ქალს მისცა. ის ბედნიერი წავიდა. მე მივაძახე - "თუ ბიჭი გაგიჩნდა, ეროსი დაარქვი!"

კადრი ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები"

რამდენიმე წლის შემდეგ, მე და ეროსი გადაღებაზე კვლავ ერთად მოვხვდით. ის ქალი ჩვენთან მოვიდა და თავისი პატარა ეროსი მოიყვანა გასაცნობად..."

ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ როცა ეროსი მანჯგალაძემ თავის დროზე თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, თავისუფალ მსმენელად მიიღეს, თუმცა პირველი სემესტრის ბოლოს დაამტკიცა, რა დიდი მოვლენა იყო...

"ერთი წელი ცხინვალის თეატრში იმუშავა, შემდეგ - რუსთაველის თეატრში და მაშინვე უპირობო ლიდერი გახდა. აკაკი ხორავას მოსწონდა, ხმის ტემბრისა და აქტიორული მონაცემების გამო - ქართველ ლევიტანს ეძახდნენ. მისი ხმა რადიოს საშუალებით ყველა ოჯახის კარს აღებდა და ხალხის გულებამდე ამბავი მიჰქონდა. ეროსი საქართველოს ნამდვილი მაცნე იყო!

სპექტაკლი "პეპო" - მარცხნიდან: მედეა ჩახავა, გივი ჭიჭინაძე და ეროსი მანჯგალაძე. ფოტოს მფლობელი: მაია დოლიძე

ერთხელაც ხორავამ თქვა - მინდა, ყველა სპექტაკლში ეროსიმ შემცვალოსო და ის აბსოლუტური ლიდერი გახდა. იმ პერიოდში ერთმანეთის დუბლიორები იყვნენ - სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე და აკაკი ხორავა.

მერე თეატრში მიშა თუმანიშვილი მოვიდა და მის პერიოდშიც აქტიორული ლიდერი იყო - სატელევიზიო თეატრში არც ერთ ქართველ მსახიობს იმდენი როლი არ უთამაშია, რამდენიც ეროსის - "უჩინმაჩინის ქუდი“, "შალიკო ხვინგიაძის თავგადსავალი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა", „გვადი ბიგვა“, „ვაზის ყვავილობა“, „საბა ტაბიძის ორშაბათები“ და სხვ.

დოდო აბაშიძე და ეროსი მანჯგალაძე სამტრედიაში, ფოტოს მფლობელი: ზაზა აბაშიძე

- ამბობენ, რომ ცხოვრებაში ძალიან მორცხვი იყოო?

- მორცხვზე მორცხვი იყო. ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა მიამბო, ერთხელ მისთვის დაურეკავს და უთქვამს: ბატონო ჯუმბერ, ეროსი ვარ. ღანირში (მის მშობლიურ სოფელში) გლეხი მიწას ვერ ამუშავებს, ტრაქტორი არ აქვს და იქნებ გამოყოთ და თვითონვე მივუტანო. რომ წარმოვიდგინე, ტრაქტორზე დამჯდარ ეროსის სამტრედიამდე უნდა ევლო, მისი ხათრით, ჩვენ გავაგზავნეთ ტრაქტორიო...

ეროსი იყო კაცი, რომელიც ყველას ეხმარებოდა, მაგრამ ყველაზე შეჭირვებულად ცხოვრობდა. ხშირად დილით სახლიდან იმისთვის გადიოდა, რომ უცხო ოჯახების დასახმარებელი საქმეები მოეგვარებინა. მასზე არც ერთი მამხილებელი წერილი არ არსებობს. ერთი არასწორი ნაბიჯიც არ არის ქართული თეატრის ისტორიაში იმიტომ, რომ დიდი ბავშვი იყო".

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მას უყვარდა მსახიობი ქალი რუსთაველის თეატრიდან, მისი მეორე სიყვარული კი ელენე ყიფშიძე იყო. მართალია, ეს სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა, მაგრამ ეროსი ერთგული ადამიანი იყო და ისე გააგრძელა ცხოვრება, რომ არ დაოჯახებულა, თუმცა ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა.

- ვფიქრობ, რომ ისეთი ჭირისუფალი როგორც შენ ხარ, ეროსი მანჯგალაძის გულშემატკივრებში იშვიათად მოიპოვება. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც მას საღამო მოუწყე...

- კი, რაღაცნაირად მის ჭირისუფლად ვთვლი თავს. იმ საღამოს შემდეგ არ გასულა წუთი, წამი, რომ ჩემთვის არ დაერეკათ და ეროსის კეთილი საქმეების შესახებ არ მოეთხროთ. კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ დამირეკა და მიამბო: მანანა, ჩემი შვილი მიკვდებოდა, წამალს ვერ ვშოულობდით, ერთი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა მისი შეძენა და ეს რომ ეროსიმ გაიგო, რეპეტიცია მიატოვა, წამალი იშოვა და შვილი გადამირჩინაო...

მარინე თბილელი და ეროსი მანჯგალაძე ფილმში "თოჯინები იცინიან". ფოტოს მფლობელი: ბაია დვალიშვილი

ეროსის სამეზობლოდან ფაცურიებმა დამირეკეს: "როცა ვიგებდით, რომ ეროსისთან სტუმრები საქეიფოდ მოდიოდნენ, დღე ვიძინებდით, რომ ღამე ფანჯრებიდან მათი დროსტარებისთვის გვესმინაო. ერთხელ ეროსიმ ღამის სამ საათზე ფანჯარა გააღო და ჩუმად დაიძახა - მეზობლებო, პური გამითავდაო... მთელი აბაშიძის ქუჩა პურით ხელში მორბოდა, რომ როგორმე მის სახლში შეეღწიათ და ის დღესასწაული თავისი თვალით ენახათ, რაც ეროსისთან ხდებოდაო...

საოცარი ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სხვების წარმატების ჩამოყალიბებას მიუძღვნა. გარდაიცვალა 1982 წელს, მე 1986-ში გავჩნდი. რა გრძნობა უნდა დაეტოვებინა ამ ადამიანის ცხოვრებას, რომ მე, ჩემს თაობას ასეთი ინტერესი გამოგვეჩინა მის მიმართ. მან ეს დაიმსახურა და დარჩა ჩვენს მეხსიერებას!

თეატრის მსახიობები ქრებიან, ეროსი არ გაქრა. ყველა თაობას, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ იცის, ეროსი ვინ იყო.

26 იანვარს მისი გარდაცვალების დღეა. 3 მარტს 95 წელი შეუსრულდებოდა, გავაერთიანე ეს ორი თარიღი და ხსოვნის საღამო მოვაწყე, რომელსაც დაესწრნენ - გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, რობიკო სტურუა, ზურა კანდელაკი, მანუჩარ მაჩაიძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე. იმ დღეს ამ ადამიანებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის ჯილდო გადაეცათ.

საღამოს დაესწრნენ ეროსის დისშვილებიც, საოცრად ბედნიერები იყვნენ. საერთოდ, ისეთი მორიდებულები არიან, არავის არ აწუხებენ, მშვიდად, თავისთვის არიან. როგორც ეროსის ეკადრებოდა, ისე ელოდებიან იმას, როდის გაიხსენებენ მათ ბიძიას. საბედნიეროდ, ხშირად იხსენებენ.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ სხვებს მოვასწარი და გავაკეთე ეროსის საღამო, რობიკო სტურუამ ისეთი კომპლიმენტი მითხრა, არასდროს დამავიწყდება - დამარწმუნე იმაში, რომ თურმე შესაძლებელია ხსოვნის საღამო გაკეთდეს ისე, რომ მოსაწყენი არ იყოსო.

ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვა. ფოტო: ჯემალ კასრაძე

- მეზობლები ვახსენეთ და ცნობილია, რომ მის სამეზობლოში ცხოვრობდნენ - სესილია თაყაიშვილი, მიშა თუმანიშვილი, ლევან უჩანეიშვილი. ეს იყო საოცრად ვარსკვლავური ეზო...

- დიახ, ასე იყო, რასაც აგრეთვე საოცარი ამბები უკავშირდება. ეროსის ჰყავდა ძაღლი ტანგო, რომელიც მოსკოვში გადაღებაზე აჩუქეს, გოგი გეგეჭკორი და ეროსი ერთად ყოფილან. დაბრუნებისას ეროსი წინა დღით მოფრინავდა, გოგი - მეორე დღეს. ეროსი აეროპორტში რომ მისულა, ფრენა გადადებულა და იქვე დარჩენილა. გოგი რომ მისულა აეროპორტში, იქ დახვედრია - დაიღალე ხომ, ეროსიო? უკითხავს გოგის. მე ჯანდაბას და ეს გაწვალდა ძალიანო. ძაღლზე მეტად იდარდა, ვიდრე საკუთარ თავზე.

ჩამოიყვანა "ტანგო" თბილისში შვილივით უვლიდა. ბორის წიფურიამ ერთხელ მითხრა: ისეთი მახინჯი ძაღლი ჩემს ცხოვრებაში არ მენახა, მაგრამ როგორ გავბედავდი და ეროსის რამეს ვეტყოდიო. დოდო აბაშიძემ „ტანგოს“ სიკვდილის შემდეგ, ეროსის დეპეშა გაუგზავნა, გივი ბერიკაშვილმა „ქელეხი“ გადაუხადა. ეროსიმ რომ გაიგო, „დეპეშაზე“ სესილია თაყაიშვილი და დოდო აბაშიძე გაეშაყირნენ, მათ ხმას არ სცემდა.

დოდო ბაშიძე დიდებული, კრისტალურად სუფთა კაცი იყო, თეატრალური და კინოხელოვნებიდან სულ ორი-სამი მეგობარი ჰყავდა. მისი შვილი, ზაზა აბაშიძე ყვება, რომ მამაჩემი თუკი ვინმესთან მეგობრობდა, ეს ეროსი მანჯგალაძე იყოო. ეროსიც იმდენად სუფთა ადამიანი იყო, რომ ყველა მასთან მეგობრობდა. თუ ვინმეს თავისთან ახლოს მიუშვებდა, ისინი მისი გულწრფელი მეგობრები ხდებოდნენ...

- მისი მშობლიური სოფელი ღანირი, საიდანაც შენი გვარიც მოდის, რამდენად მიაგებს პატივს, არის იქ ეროსი მანჯგალაძის სახლ-მუზეუმი?

- ეროსი 55 წლის რომ გახდა, ღანირელებმა ფაეტონში ჩასვეს. სამტრედიიდან ღანირამდე სულ ფაეტონით ატარეს. სირცხვილია, აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში ხომ არ არის, ეროსი ვარო... მაგრამ ძალიან უყვარდათ, აფასებდნენ და ეამაყებოდათ. ღანირში გაკეთდა ეროსის სახელობის სახლ-მუზეუმი, სამტრედიაში კულტურის ცენტრი მის სახელს ატარებს, ამასთან, ბიუსტიც დგას. იქაურები ძალიან უფრთხილდებიან მის სახელს და პიროვნებას, თუმცა თბილისში მეც და ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდებოდა, თუ მისი პატარა ბიუსტი და სკვერი იარსებებდა.

- ეროსი მანჯგალაძეზე საუბრისას, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართულ საკომენტატორო სივრცეში მან გზა გაკვალა და ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო კომენტატორი იყო, რომლის მოსწავლედ კოტე მახარაძე ითვლება.

- მაკა მახარაძე, კოტე მახარაძის შვილი ამბობდა, რომ ეროსიმ ქართულ საფეხბურთო მიმოხილვებში ტერმინები, ლექსიკა დაამკვიდრა. მამაჩემი ძალიან აფასებდა მას. ეროსი რადიომსმენელს თავის დროსა და სივრცეში ამოგზაურებდა.

"აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი" - ეს მისი უკვდავი ფრაზაა. "ნუ ნერვიულობთ, ძვირფასო რადიომსმენელებო, ერთი გოლი თქვენთვის შენახული მაქვს" - ესეც ცნობილია მისი ფრაზებიდან, ანუ გოლი დაუმალა მაყურებელს. სანამ იქნება ქართული ფეხბურთი, ემახსოვრებათ ეროსი მანჯგალაძეც. ქართული ფეხბურთის საქმე დღეს არც ისე კარგადაა, მაგრამ მოგონებები ეროსიზე, რაც ფეხბურთს უკავშირდება, ყველას ახსოვს.

ყველაზე მეტი ადამიანი იყო გალაკტიონის, ჟორა შავგულიძისა და ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე. ამაზე მეტი სიყვარულის გამოვლინება ადამიანს რა გინდა სხვა?! ის უყვარდა და დღემდე უყვარს ყველას!

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მფლობელები: გიორგი ჯავახიშვილი; ჯემალ კასრაძე; მაია დოლიძე; ბაია დვალიშვილი; ზაზა აბაშიძე