საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე აგრესიულ ტესტირებაზე მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმაურება
თენგიზ ცერცვაძე აგრესიულ ტესტირებაზე მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმაურება

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იგუ­ლის­ხმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­ა­ხერ­ხებს ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბას და მისი დაღ­მა­ვა­ლი გზით გაშ­ვე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ამით ცერ­ცვა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ კვლე­ვე­ბი აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა და ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი არ იქ­ნე­ბა.

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ეპი­დე­მია დაღ­მა­ვა­ლი გზით წა­ვი­და, აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, ეს ასე მარ­ტი­ვად მო­ხერ­ხდეს.

"მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იგუ­ლის­ხმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­ა­ხერ­ხებს ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბას და მისი დაღ­მა­ვა­ლი გზით გაშ­ვე­ბას. თუ ეპი­დე­მია წა­ვი­და დაღ­მა­ვა­ლი გზით, რო­გორც ეს ხდე­ბა მა­გა­ლი­თად, გრი­პის დროს, მა­შინ არც აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა პი­რა­დად მე არ მგო­ნია, რომ ეს ასე იო­ლად მო­ხერ­ხდე­ბა.

მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჯერ იქ­ნე­ბა მა­ტე­ბა, სა­დღაც თვის ბო­ლოს მი­ვაღ­წევთ პიკს, შემ­დეგ იქ­ნე­ბა პლა­ტო და უკვე ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს დაღ­მა­ვა­ლი გზით. ჩემი პო­ზი­ცია ასე­თია, რომ ჩვენ მოგ­ვი­წევს კო­ვიდ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ე.წ. კო­ჰა­ბი­ტა­ცია" - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ დღე-ღა­მე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 25 ახა­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

„ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შემ­დგომ დღე­ებ­ში აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თი არ იქ­ნე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე აგრესიულ ტესტირებაზე მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმაურება

თენგიზ ცერცვაძე აგრესიულ ტესტირებაზე მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმაურება

მარინა ეზუგბაიამ, დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით ცერცვაძე გამოეხმაურა ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ კვლევები აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება და ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ იქნება.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ეპიდემია დაღმავალი გზით წავიდა, აგრესიული ტესტირების საჭიროება აღარ იქნება, თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ეს ასე მარტივად მოხერხდეს.

"მარინა ეზუგბაიამ, დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას. თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება მაგალითად, გრიპის დროს, მაშინ არც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. თუმცა პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო და უკვე ამის შემდეგ შეიძლება წავიდეს დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია" - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის გამოვლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ტესტირების ჩატარებამ განაპირობა.

„ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

"ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია" - ლევან რატიანი Covid-19-ით გარდაცვლილი 83 წლის პაციენტის შესახებ

"ტელეფონით საუბრის დროსაც კი იარეთ" - როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა თვითიზოლაციისას და რა ვარჯიშებს გვირჩევს ჯანმო

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)