სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ში ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა" - ზურაბ გურული ამერიკულ წარმატებაზე (საარქივო ინტერვიუ)
"აშშ-ში ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა" - ზურაბ გურული ამერიკულ წარმატებაზე (საარქივო ინტერვიუ)

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს უამ­რა­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­იც­ნო. თუ აქამ­დე "ვარ­სკვლა­ვე­ბი" შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ექი­მებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს ეკ­რა­ნებ­სა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

გა­ვი­ცა­ნით უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ბევ­რი ქარ­თვე­ლი ექი­მიც, რომ­ლე­ბიც ცნო­ბილ თუ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ კლი­ნი­კებ­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ და უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან.

მათ შო­რი­საა ზუ­რაბ გუ­რუ­ლი, აშშ-ს მონტგო­მე­რის ფე­დე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გია-რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­სი­სი­პი­სა და ლუ­ი­ზი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც მისი ფე­ის­ბუქ-პოს­ტე­ბი­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­ა­მოს­ვლე­ბის გამო, კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლშიც მო­ექ­ცა.

აშშ-ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ექიმ­მა COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­პა­რატ "პლაქ­ვე­ნი­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და ამ კონ­ტექ­სტში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რის შემ­დე­გაც მას ცერ­ცვა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ბა­ტო­ნი გუ­რუ­ლი ტყუ­ის და თან უსინ­დი­სოდ".

რად­გან გუ­რუ­ლის პერ­სო­ნა ბევ­რის ინ­ტე­რესს იწ­ვევს, გა­დავ­წყვი­ტეთ მის შე­სა­ხებ მეტი გი­ამ­ბოთ. ამა­ში სა­არ­ქი­ვო ინ­ტერ­ვიუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "გზამ" 2013 წელს ჩა­წე­რა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ექიმ­თან. გუ­რულს მე­უღ­ლე და ორი ზრდას­რუ­ლი შვი­ლი ჰყავს, ერთი მათ­გა­ნი მა­მის გზას გაყ­ვა და მე­დი­ცი­ნის სფე­რო აირ­ჩია სა­მუ­შა­ოდ.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სა­არ­ქი­ვო ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ამე­რი­კულ კა­რი­ე­რა­ზე სა­უბ­რობს:

- პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში 1995 წელს გა­ვემ­გზავ­რე. მა­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვამ­თავ­რე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე. დი­სერ­ტა­ცი­აც და­ვი­ცა­ვი, რის შემ­დე­გაც, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გაჩ­ნდა იმის შან­სი, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში, ნიუ-ორ­ლე­ა­ნის სა­ბავ­შვო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მევ­ლო პრაქ­ტი­კა.

ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა კვლე­ვა­ზე და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბო­და, პა­ცი­ენ­ტთან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი მქო­ნო­და.

- ალ­ბათ დი­დია გან­სხვა­ვე­ბა ჩვენ­სა და ამე­რი­კულ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებს შო­რის...

- ნამ­დვი­ლად. ამე­რი­კა­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ოთხწ­ლი­ა­ნია და მისი დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას. კონ­კურ­სი ძა­ლი­ან დი­დია. რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში მო­სახ­ვედ­რად, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის აღე­ბაა სა­ჭი­რო. მე ძა­ლი­ან ძლი­ერ კონ­ტინ­გენ­ტთან მო­მიხ­და შე­ჭი­დე­ბა.

რო­გორც გი­თხა­რით, თა­ვი­დან 1 წლით გა­ვემ­გზავ­რე ამე­რი­კა­ში, რის შემ­დე­გაც დავ­ბრუნ­დი და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გან­ვაგ­რძე მუ­შა­ო­ბა. სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი­ვით კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მერე ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­ვემ­გზავ­რე და მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რძე სწავ­ლა.

- რამ­დე­ნად გა­მო­გად­გათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა?

- კარ­გი კი­თხვაა. იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ამე­რი­კა ამ სფე­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 30 წლით წინ იყო. ძა­ლი­ან ბევრ გა­ნათ­ლე­ბულ ექიმს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჰქონ­და და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, ის წიგ­ნე­ბი მოს­კოვ­ში უნდა და­ბეჭ­დი­ლი­ყო, ეს პრო­ცე­სი კი, რო­გორც წესი, 15 ან 20 წლით იწე­ლე­ბო­და, ამა­სო­ბა­ში მე­დი­ცი­ნა წინ მი­ი­წევ­და და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც ძველ­დე­ბო­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი სწავ­ლის პე­დი­ოდ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბაც რთუ­ლი იყო. არ მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და ხელი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ზე - ინ­ტერ­ნეტ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ზი­სურ მეც­ნი­ე­რე­ბებს, მა­გა­ლი­თად - ანა­ტო­მი­ას, ყველ­გან ერ­თნა­ი­რად ის­წავ­ლე­ბო­და. პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, 25 წლით ჩა­მოვ­რჩე­ბო­დით ამე­რი­კას. აშშ-ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა თა­ვი­დან მო­მიხ­და. გარ­და ამი­სა, ამე­რი­კე­ლებს და­უნ­დო­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი წვრთნის პრო­ცე­სი აქვთ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ქი­რურ­გი­ულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე იგ­რძნო­ბა.

პირ­ვე­ლად სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რომ შე­ვე­დი და წვერ­გა­უ­პარ­სა­ვი, თვა­ლებ­ჩაც­ვე­ნი­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და­ვი­ნა­ხე, შე­მე­შინ­და... ერთი თვის შემ­დეგ მეც ისე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი

ერთხელ, ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა და ასა­კო­ვან­მა ექიმ­მა მი­თხრა: ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის არ კმა­რა მხო­ლოდ სურ­ვი­ლი, ამის­თვის სა­ჭი­როა, მუ­შა­ო­ბის რთულ პი­რო­ბებ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნო აზ­როვ­ნე­ბის სის­ხარ­ტე და ფი­ზი­კუ­რი გამ­ძლე­ო­ბაო. ოპე­რა­ცია ხში­რად 13 სა­ათს გრძელ­დე­ბო­და და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე დგო­მა გვი­წევ­და! და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, მა­შინ მივ­ხვდი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის წვრთნა, რა­საც რე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გავ­დი­ო­დი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მიდ­გო­მა არ არის. ჩვენ­ში მრავ­ლად არი­ან 22 წლის ექი­მე­ბი, ამე­რი­კა­ში კი ასე­თი რამ თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ექი­მო­ბა არ არის ხე­ლო­ბა, ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა. სა­ჭი­როა, პა­ცი­ენ­ტი ბო­ლომ­დე გა­იხ­სნას; ხში­რად ჩვენც გვი­წევს "აღ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბა"... ამე­რი­კა­ში ექი­მი რომ გახ­დე, ამის­თვის 16 წე­ლია სა­ჭი­რო. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა: სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და ექი­მის ხა­რის­ხის შემ­ფა­სე­ბე­ლი კო­მი­სია. ამე­რი­კა­ში ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს, რე­ზი­დენ­ტმა კო­მი­სი­ას უნდა წა­რუდ­გი­ნოს, რამ­დე­ნი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რა შე­დე­გით სრულ­დე­ბო­და ისი­ნი.

- ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ექი­მებს თუ უზი­ა­რებთ?

- 2001 წლამ­დე არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნი ექი­მი ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი და რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დით. შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ბათუ ქუ­თე­ლი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და კონ­ფე­რენ­ცია და სხვა­დას­ხვა შტატ­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მებ­მა გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა იყო, რად­გან ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ამე­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ცია, სა­დაც ექი­მე­ბი გა­ვერ­თი­ან­დით. და­ვი­წყეთ იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ დავ­ხმა­რე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას.

...მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ უნდა იცო­დეს სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს პრო­ცე­სი ახლა თუ არ და­ი­წყო, სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­დე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით იყოს და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მხო­ლოდ თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე ფიქ­რო­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კი აა­შე­ნე­ბენ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე და­იხ­ვე­წე­ბა და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

ჩემი სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­დეს ისე­თი­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, რო­გო­რიც ამე­რი­კე­ლებს აქვთ და მის შექ­მნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ. ამის­თვის, ასე­ვე უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს ნება, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს.

ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­დი­ცი­ნო დი­ას­პო­რა გვყავს. ეს ხალ­ხი 90-იან წლებს გა­ექ­ცა, რათა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია არ და­ე­კარ­გა. მათი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს უნდა მო­ვახ­მა­როთ. სა­ხელ­მწი­ფოს ნე­ბის გა­რე­შე კი ეს იცით, რას ჰგავს? - ადა­მი­ანს თავი რომ სტკი­ვა და მხო­ლოდ გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ას­მევ; არ ფიქ­რობ, გა­მო­იკ­ვლიო, რა იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს... სამ­წუ­ხა­როდ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში დღე­საც ისე­თი­ვე ქა­ო­სია, რაც წინა მთავ­რო­ბის დროს იყო. ჯი­უ­ტად ვცდი­ლობ, მათ ვა­ი­ძუ­ლო, რომ საღი აზრი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
60

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებე. წადი მიშასთან. ჩვენ ჩვენი ექიმები და ამერიკიდანაც სხვა ექიმებს მოვუხმობთ. გვაქვს აპოლიტიკური ურთიერთობები. დაიმახსოვრე-ექიმები პოლიტიკის გარეშე!

KOBA
24

უკრაინაში რა ხდება ზურა....

ავტორი:

"აშშ-ში ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა" - ზურაბ გურული ამერიკულ წარმატებაზე (საარქივო ინტერვიუ)

"აშშ-ში ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა" - ზურაბ გურული ამერიკულ წარმატებაზე (საარქივო ინტერვიუ)

კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, საქართველომ სამედიცინო სფეროს უამრავი წარმომადგენელი გაიცნო. თუ აქამდე "ვარსკვლავები" შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, ცნობილი სახეები ექიმებმა ჩაანაცვლეს ეკრანებსა თუ სოციალურ ქსელებში.

გავიცანით უცხოეთში მომუშავე ბევრი ქართველი ექიმიც, რომლებიც ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ კლინიკებსა და ლაბორატორიებში მუშაობენ და უშუალო შეხება აქვთ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან.

მათ შორისაა ზურაბ გურული, აშშ-ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, რომელიც მისი ფეისბუქ-პოსტებისა და სატელევიზიო გაამოსვლების გამო, კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა.

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და ამ კონტექსტში თენგიზ ცერცვაძის შესახებაც ისაუბრა, რის შემდეგაც მას ცერცვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბატონი გურული ტყუის და თან უსინდისოდ".

რადგან გურულის პერსონა ბევრის ინტერესს იწვევს, გადავწყვიტეთ მის შესახებ მეტი გიამბოთ. ამაში საარქივო ინტერვიუ დაგვეხმარება, რომელიც ჟურნალმა "გზამ" 2013 წელს ჩაწერა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმთან. გურულს მეუღლე და ორი ზრდასრული შვილი ჰყავს, ერთი მათგანი მამის გზას გაყვა და მედიცინის სფერო აირჩია სამუშაოდ.

გთავაზობთ ამონარიდებს საარქივო ინტერვიუდან, სადაც ზურაბ გურული საქართველოში მიღებულ განათლებასა და ამერიკულ კარიერაზე საუბრობს:

- პირველად ამერიკაში 1995 წელს გავემგზავრე. მანამდე, საქართველოში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. დისერტაციაც დავიცავი, რის შემდეგაც, სრულიად შემთხვევით გაჩნდა იმის შანსი, რომ ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში, ნიუ-ორლეანის საბავშვო საავადმყოფოში გამევლო პრაქტიკა.

ვმუშაობდი სხვადასხვა კვლევაზე და პარალელურად, სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. სპეციალური ლიცენზიის გარეშე არ შეიძლებოდა, პაციენტთან უშუალო კონტაქტი მქონოდა.

- ალბათ დიდია განსხვავება ჩვენსა და ამერიკულ სამედიცინო განათლების სისტემებს შორის...

- ნამდვილად. ამერიკაში ბაკალავრიატი ოთხწლიანია და მისი დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში აგრძელებენ სწავლას. კონკურსი ძალიან დიდია. რეზიდენტურაში მოსახვედრად, მაღალი ქულების აღებაა საჭირო. მე ძალიან ძლიერ კონტინგენტთან მომიხდა შეჭიდება.

როგორც გითხარით, თავიდან 1 წლით გავემგზავრე ამერიკაში, რის შემდეგაც დავბრუნდი და იაშვილის კლინიკაში განვაგრძე მუშაობა. სურვილი იმისა, რომ ამერიკელებივით კარგი და ხარისხიანი განათლება მიმეღო, იმდენად ძლიერი იყო, რომ მერე ხანგრძლივი დროით გავემგზავრე და მიჩიგანის უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა.

- რამდენად გამოგადგათ საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება?

- კარგი კითხვაა. იმ დროს, როდესაც საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, ამერიკა ამ სფეროში დაახლოებით, 30 წლით წინ იყო. ძალიან ბევრ განათლებულ ექიმს თანამედროვე მედიცინაზე მორგებული სახელმძღვანელოები ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ის წიგნები მოსკოვში უნდა დაბეჭდილიყო, ეს პროცესი კი, როგორც წესი, 15 ან 20 წლით იწელებოდა, ამასობაში მედიცინა წინ მიიწევდა და სახელმძღვანელოც ძველდებოდა.

აქედან გამომდინარე, ჩემი სწავლის პედიოდში ლიტერატურის მოძიებაც რთული იყო. არ მიგვიწვდებოდა ხელი საერთაშორისო ბიბლიოთეკებზე - ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება ბაზისურ მეცნიერებებს, მაგალითად - ანატომიას, ყველგან ერთნაირად ისწავლებოდა. პრაქტიკის მიღების თვალსაზრისით, 25 წლით ჩამოვრჩებოდით ამერიკას. აშშ-ში ჩასვლისთანავე ძალიან ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა. გარდა ამისა, ამერიკელებს დაუნდობელი პრაქტიკული წვრთნის პროცესი აქვთ, ეს განსაკუთრებით ქირურგიულ სპეციალობებზე იგრძნობა.

პირველად საოპერაციოში რომ შევედი და წვერგაუპარსავი, თვალებჩაცვენილი, მოუწესრიგებელი ახალგაზრდები დავინახე, შემეშინდა... ერთი თვის შემდეგ მეც ისეთივე მდგომარეობაში ვიყავი

ერთხელ, ძალიან გამოცდილმა და ასაკოვანმა ექიმმა მითხრა: ექიმად ჩამოყალიბებისთვის არ კმარა მხოლოდ სურვილი, ამისთვის საჭიროა, მუშაობის რთულ პირობებშიც შეინარჩუნო აზროვნების სისხარტე და ფიზიკური გამძლეობაო. ოპერაცია ხშირად 13 საათს გრძელდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა გვიწევდა! დამოუკიდებლად მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის წვრთნა, რასაც რეზიდენტობის პერიოდში გავდიოდი.

საქართველოში ასეთი მიდგომა არ არის. ჩვენში მრავლად არიან 22 წლის ექიმები, ამერიკაში კი ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. ექიმობა არ არის ხელობა, ეს ხელოვნებაა. საჭიროა, პაციენტი ბოლომდე გაიხსნას; ხშირად ჩვენც გვიწევს "აღსარების ჩაბარება"... ამერიკაში ექიმი რომ გახდე, ამისთვის 16 წელია საჭირო. კიდევ ერთი პრობლემაა: საქართველოში არ არსებობდა ექიმის ხარისხის შემფასებელი კომისია. ამერიკაში ყოველი წლის ბოლოს, რეზიდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს, რამდენი ოპერაციის გაკეთებაში მონაწილეობდა და რა შედეგით სრულდებოდა ისინი.

- ამდენი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ექიმებს თუ უზიარებთ?

- 2001 წლამდე არავის აინტერესებდა, რამდენი ექიმი ვიყავით წასული და რას ვსაქმიანობდით. შემდეგ ვაშინგტონში, ამერიკაში საქართველოს ელჩის, ბათუ ქუთელიას ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია და სხვადასხვა შტატში მომუშავე ექიმებმა გავიცანით ერთმანეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ჩამოვაყალიბეთ ამერიკულ-ქართული ასოციაცია, სადაც ექიმები გავერთიანდით. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას.

...მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს სიახლეების შესახებ. ეს პროცესი ახლა თუ არ დაიწყო, სასიკეთო შედეგების მიღწევა ძალიან დაგვიანდება. არ შეიძლება, სამედიცინო სფერო არაპროფესიონალებით იყოს დაკომპლექტებული. პოლიტიკოსები მხოლოდ თავიანთ ადგილებზე ფიქრობენ, პროფესიონალები კი ააშენებენ სისტემას, რომელიც წლების მანძილზე დაიხვეწება და ჩამოყალიბდება.

ჩემი სურვილია, საქართველოსაც ჰქონდეს ისეთივე საგანმანათლებლო სისტემა სამედიცინო სფეროში, როგორიც ამერიკელებს აქვთ და მის შექმნაში საერთაშორისო კლასის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. ამისთვის, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს ნება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ძალიან კარგი სამედიცინო დიასპორა გვყავს. ეს ხალხი 90-იან წლებს გაექცა, რათა საკუთარი პროფესია არ დაეკარგა. მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალს უნდა მოვახმაროთ. სახელმწიფოს ნების გარეშე კი ეს იცით, რას ჰგავს? - ადამიანს თავი რომ სტკივა და მხოლოდ გამაყუჩებელს ასმევ; არ ფიქრობ, გამოიკვლიო, რა იწვევს თავის ტკივილს... სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროში დღესაც ისეთივე ქაოსია, რაც წინა მთავრობის დროს იყო. ჯიუტად ვცდილობ, მათ ვაიძულო, რომ საღი აზრი გაითვალისწინონ წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ტელეკომპანია "იმედი“ იყიდება

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე