სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტალებში მოხალისეებად მუშაობენ
"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტალებში მოხალისეებად მუშაობენ

ბოლო დღე­ებ­ში, ამე­რი­კამ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­ას­წრო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 165 000-მდე ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა - 3000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე მძი­მე ვი­თა­რე­ბა ნიუ-იორკშია. იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მცი­რე­დი იმე­დი გა­ა­ჩი­ნა 1000-სა­წო­ლი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გე­მის შეს­ვლამ, რად­გან ის ნიუ-იორ­კის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ექი­მე­ბის­თვის ერ­თგვა­რი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა.

გემი-ჰოს­პი­ტა­ლე­ბი ნიუ-იორ­კი­სა და ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­ნა­პი­რო­ებ­თან დგას

ლადო წი­თაშ­ვი­ლი, ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ გემი-ჰოს­პი­ტა­ლის სა­ნა­ხა­ვად სა­ნა­პი­რო­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა:

"სა­მე­დი­ცი­ნო გემი რომ შე­მო­ვი­და, უამ­რა­ვი ხალ­ხი მოვგროვ­დით გარ­შე­მო - ამ გა­დაღ­ლი­ლი და გა­წა­მე­ბუ­ლი ხალ­ხის­თვის, ერ­თგვა­რი შვე­ბა და იმე­დი იყო მისი და­ნახ­ვა... გემს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია დახ­ვდა და თქვეს, რომ მათ შო­რის იყო პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პიც.

ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა, თუმ­ცა, რა­ხან ძა­ლი­ან ჭრე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თა­ვის ცხოვ­რე­ბის წე­სით, მრწამ­სით და წარ­მო­შო­ბით, მათი მარ­თვა და კონ­ტრო­ლი ად­ვი­ლი არ არის, ამი­ტომ თუ ერთი ქუჩა ცა­რი­ე­ლია, მე­ო­რე შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობ­დეს ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა კაფე-ბა­რე­ბი და მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ყველ­გან და­კე­ტი­ლია.

ზო­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი და­დის ქუ­ჩა­ში, ამი­ტომ აპი­რე­ბენ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რონ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც გა­მოჩ­დნენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას მო­უ­წო­დე­ბენ, დარ­ჩნენ სახ­ლში - ეს არ არის თა­მა­ში, არც რა­ი­მე შოუს ნა­წი­ლი, უბ­რა­ლოდ დარ­ჩით სახ­ლში, თქვე­ნი­ვე კე­თილ­დღე­ო­ბის­თვი­სო... ზოგი მად­ლო­ბას უხ­დის გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის, ზოგი აგ­რე­სი­უ­ლად პა­სუ­ხობს მათ.

- რა ხდე­ბა ნიუ-იორკში, ხალ­ხი პა­ნი­კა­შია?

- დიახ, პა­ნი­კა­შია, თუმ­ცა, ცდი­ლო­ბენ ვი­თა­რე­ბას მო­ერ­გონ... ჩემი ექი­მი მე­გობ­რე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბად მუ­შა­ო­ბენ კა­რან­ტი­ნებ­ში, ასე­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფებს ეხ­მა­რე­ბი­ან და მათ­გან ვიცი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ნიუ-იორკში შე­საძ­ლოა, უფრო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყოს, ვიდ­რე სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს.

კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტი დალი არჩვა­ძე კი გვიყ­ვე­ბა ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის დროს და­ინ­ფი­ცირ­და:

- ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც აქ ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მო­ხუცს უვ­ლი­და, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა. რო­გორც გა­ირ­კვა, თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და და ოჯა­ხის წევ­რებ­საც გა­დას­დო. ახლა ყვე­ლა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან და ხან­და­ხან მათ­თან საკ­ვე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მიმ­ქონ­და, რად­გან სა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი არ არის და მხო­ლოდ იმას იღე­ბენ, ვი­საც ვირუ­სი მძი­მე ფორ­მებ­ში აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი. ამათ ექი­მი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­და, რად­გან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი აქვთ...

მო­მინ­და, კი­დევ უფრო მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა - თან ასე დეპ­რე­სი­ა­საც ვშვე­ლი, სახ­ლში ჯდო­მა არ მი­წევს და ეს ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს. მი­ვე­დი ახ­ლომ­დე­ბა­რე ჰოს­პი­ტალ­ში და ვთხო­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მაქვს, რით შე­მიძ­ლია დახ­მა­რე­ბა-მეთ­ქი. გა­ვი­ა­რე სწრა­ფი გა­დამ­ზა­დე­ბა - ვგუ­ლის­ხმობ, პირ­ვე­ლა­დი საფრ­თხე­ე­ბის აღ­ქმას, თო­რემ აქ ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ვირუ­სო­ლო­გე­ბი არი­ან, სა­ეჭ­ვო სიმპტო­მით მი­სულ ხალ­ხს მა­შინ­ვე ცნო­ბენ...

მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ ისე­თი მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო, ექი­მე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, შინ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­დი­ან და პა­ცი­ენ­ტებს მა­ინც ვერ აუ­დი­ან. არ ვიცი, რო­დის ის­ვე­ნე­ბენ, რო­დის სძი­ნავთ, რო­დის იკ­ვე­ბე­ბი­ან, სულ ხალ­ხი ჰყავთ და რიგი მა­ინც არ მცირ­დე­ბა... ჰყავთ ძა­ლი­ან მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბიც და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს.

- რა არის თქვე­ნი ფუნ­ქცია?

- კა­რან­ტინ­ში მყო­ფე­ბის­თვის მი­მაქვს საკ­ვე­ბი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცტან­საც­მლით ვარ, დის­ტან­ცი­უ­რად ვუ­ზო­მავ სი­ცხეს და ექი­მის მი­თი­თე­ბებს ვას­რუ­ლებ... ამით ძა­ლი­ან ვეხ­მა­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ მედ­პერ­სო­ნალს, რად­გან ნიუ-იორკში მარ­თლაც წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა.

ქეთი წა­მა­ლა­ძე, ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

"ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გვაქვს. დღე და ღამე გას­წო­რე­ბუ­ლი აქვთ ექი­მებს და ცალ­კე პო­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს, თუმ­ცა, ზო­გან დის­ტან­ცი­ა­საც არ იცა­ვენ. აგ­რე­სი­უ­ლე­ბიც კი არი­ან, კა­რან­ტი­ნის დარ­ღვე­ვის უამ­რა­ვი ფაქ­ტია... ზოგს ძა­ლი­ან უჭირს შინ ჯდო­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხუ­ცებს და ათას მი­ზეზს იგო­ნე­ბენ, რომ სახ­ლი­დან გა­ვიდ­ნენ.

მე მო­ხა­ლი­სე ვარ და სხვებ­თან ერ­თად ვა­წარ­მო­ებ კა­რან­ტინ­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­წე­რას, ყო­ველ მომ­დევ­ნო დღეს წი­ნას ვა­და­რებთ, ვას­რუ­ლებთ ექი­მის მი­თი­თე­ბას კვე­ბი­სა თუ სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც შემ­დეგ თა­ვად ამოწ­მე­ბენ... მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ვცდი­ლობთ, წვრილ­მა­ნი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი მო­ვუგ­ვა­როთ ექი­მებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
12

ჩვენნაირი შედეგი რომ ჰქონდეთ, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ალბათ 1000ზე მეტი დაინფიცირებული არ უნდა ჰყავდეთ შტატში? თუ ვცდები? რაღაც მთლად სახარბიელო და მისაბაძ შედეგს ვერ დებენ, ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და როგორც ჩანს ვერც რუსეთი. აი ეკონომიკაზეც რომ შევძლოთ იგივეს თქმა, რა მაგრები ვიქნებით. 

მიშა
22

მადლობა ღმერთს და ჩვენ სამედიცინო პერსონალს თორემ ან ევროპის ან ამერიკის იმედი როგორ უნდა გვქონდეს თავისი თავისთვის ვერ უშველიათ...

ავტორი:

"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტალებში მოხალისეებად მუშაობენ

"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტალებში მოხალისეებად მუშაობენ

ბოლო დღეებში, ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ყველა ქვეყანას გაასწრო. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 165 000-მდე ადამიანი, გარდაიცვალა - 3000-ზე მეტი პაციენტი.

ვირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-იორკშია. იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თქმით, მოსახლეობაში მცირედი იმედი გააჩინა 1000-საწოლიანი სამედიცინო გემის შესვლამ, რადგან ის ნიუ-იორკის სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმებისთვის ერთგვარი შეღავათი იქნება.

გემი-ჰოსპიტალები ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის სანაპიროებთან დგას

ლადო წითაშვილი, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ გემი-ჰოსპიტალის სანახავად სანაპიროზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა:

"სამედიცინო გემი რომ შემოვიდა, უამრავი ხალხი მოვგროვდით გარშემო - ამ გადაღლილი და გაწამებული ხალხისთვის, ერთგვარი შვება და იმედი იყო მისი დანახვა... გემს ოფიციალური დელეგაცია დახვდა და თქვეს, რომ მათ შორის იყო პრეზიდენტი ტრამპიც.

ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, თუმცა, რახან ძალიან ჭრელია ადგილობრივი მოსახლეობა, თავის ცხოვრების წესით, მრწამსით და წარმოშობით, მათი მართვა და კონტროლი ადვილი არ არის, ამიტომ თუ ერთი ქუჩა ცარიელია, მეორე შეიძლება ჩვეულებრივად განაგრძობდეს ცხოვრებას, თუმცა კაფე-ბარები და მსგავსი დაწესებულებები ყველგან დაკეტილია.

ზოგან ძალიან ბევრი ხალხი დადის ქუჩაში, ამიტომ აპირებენ რეგულაციები გაამკაცრონ. მოხალისეებიც გამოჩდნენ, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში - ეს არ არის თამაში, არც რაიმე შოუს ნაწილი, უბრალოდ დარჩით სახლში, თქვენივე კეთილდღეობისთვისო... ზოგი მადლობას უხდის გაფრთხილებისთვის, ზოგი აგრესიულად პასუხობს მათ.

- რა ხდება ნიუ-იორკში, ხალხი პანიკაშია?

- დიახ, პანიკაშია, თუმცა, ცდილობენ ვითარებას მოერგონ... ჩემი ექიმი მეგობრები მოხალისეებად მუშაობენ კარანტინებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფებს ეხმარებიან და მათგან ვიცი, სპეციალისტების ვარაუდით, ნიუ-იორკში შესაძლოა, უფრო რთული ვითარება იყოს, ვიდრე სტატისტიკა აჩვენებს.

კიდევ ერთი ემიგრანტი დალი არჩვაძე კი გვიყვება ქართველის შესახებ, რომელიც კორონავირუსით სამსახურში ყოფნის დროს დაინფიცირდა:

- ჩემი ახლობელი, რომელიც აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მოხუცს უვლიდა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, თავადაც დაინფიცირდა და ოჯახის წევრებსაც გადასდო. ახლა ყველანი თვითიზოლაციაში არიან და ხანდახან მათთან საკვები და სხვა საჭირო ნივთები მიმქონდა, რადგან სავადმყოფოებში ადგილი არ არის და მხოლოდ იმას იღებენ, ვისაც ვირუსი მძიმე ფორმებში აქვს გამოხატული. ამათ ექიმი სახლის პირობებში მკურნალობდა, რადგან მსუბუქი სიმპტომები აქვთ...

მომინდა, კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა - თან ასე დეპრესიასაც ვშველი, სახლში ჯდომა არ მიწევს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მივედი ახლომდებარე ჰოსპიტალში და ვთხოვე, სამედიცინო განათლება მაქვს, რით შემიძლია დახმარება-მეთქი. გავიარე სწრაფი გადამზადება - ვგულისხმობ, პირველადი საფრთხეების აღქმას, თორემ აქ ისეთი პროფესიონალი ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები არიან, საეჭვო სიმპტომით მისულ ხალხს მაშინვე ცნობენ...

მიმართვიანობამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, შინ დღეების განმავლობაში არ მიდიან და პაციენტებს მაინც ვერ აუდიან. არ ვიცი, როდის ისვენებენ, როდის სძინავთ, როდის იკვებებიან, სულ ხალხი ჰყავთ და რიგი მაინც არ მცირდება... ჰყავთ ძალიან მძიმე პაციენტებიც და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

- რა არის თქვენი ფუნქცია?

- კარანტინში მყოფებისთვის მიმაქვს საკვები და საჭირო ნივთები, შესაბამისი სპეცტანსაცმლით ვარ, დისტანციურად ვუზომავ სიცხეს და ექიმის მითითებებს ვასრულებ... ამით ძალიან ვეხმარებით ადგილობრივ მედპერსონალს, რადგან ნიუ-იორკში მართლაც წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა.

ქეთი წამალაძე, ნიუ-იორკში მცხოვრები ემიგრანტი:

"ძალიან მძიმე დღეები გვაქვს. დღე და ღამე გასწორებული აქვთ ექიმებს და ცალკე პოლიციას, რომელიც მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს, თუმცა, ზოგან დისტანციასაც არ იცავენ. აგრესიულებიც კი არიან, კარანტინის დარღვევის უამრავი ფაქტია... ზოგს ძალიან უჭირს შინ ჯდომა, განსაკუთრებით მოხუცებს და ათას მიზეზს იგონებენ, რომ სახლიდან გავიდნენ.

მე მოხალისე ვარ და სხვებთან ერთად ვაწარმოებ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფების მდგომარეობის აღწერას, ყოველ მომდევნო დღეს წინას ვადარებთ, ვასრულებთ ექიმის მითითებას კვებისა თუ სხვა რეკომენდაციების შესახებ, ასევე, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვაწვდით ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ თავად ამოწმებენ... მოხალისეები ვცდილობთ, წვრილმანი და ტექნიკური საკითხები მოვუგვაროთ ექიმებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

ლონდონიდან სამშობლოში, სპეციალური ავიარეისით, საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოიყვანეს

საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა