საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსი აქვს მის ბაბუას და ბებიას, რომელიც სასტუმროს თანამშრომელია" - ახალი დეტალები 2 წლის ინფიცირებულ ბავშვზე
"კორონავირუსი აქვს მის ბაბუას და ბებიას, რომელიც სასტუმროს თანამშრომელია" - ახალი დეტალები 2 წლის ინფიცირებულ ბავშვზე

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის მეგი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2 წლის ბავ­შვის ბე­ბია- ბა­ბუ­ა­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა.

"დღეს შე­მო­იყ­ვა­ნეს 2 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას აქვს ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და ახლა ბავ­შვსაც და­უ­დას­ტურ­და. ამ ეტაპ­ზე ბავ­შვი ფაქ­ტობ­რი­ვად უსიმპტო­მოა, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

და­წყე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და კვლე­ვე­ბი, რაც ამ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს არის სა­ჭი­რო“, - აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­უ­ბა­რია ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შეკ­რე­ბა იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბია სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"და­დას­ტურ­და რამ­დე­ნი­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბია სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ბე­ბია და ბა­ბუ­აც. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ისი­ნი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. ოჯა­ხი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ამ დრო­ის­თვის არის 11 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან არის 5 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

დღეს მე­ხუ­თე და­ე­მა­ტა. და­ნარ­ჩე­ნი ძვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბია, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. პრო­ტო­კო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა"-აცხა­დებს ექი­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"კორონავირუსი აქვს მის ბაბუას და ბებიას, რომელიც სასტუმროს თანამშრომელია" - ახალი დეტალები 2 წლის ინფიცირებულ ბავშვზე

"კორონავირუსი აქვს მის ბაბუას და ბებიას, რომელიც სასტუმროს თანამშრომელია" - ახალი დეტალები 2 წლის ინფიცირებულ ბავშვზე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის ბებია- ბაბუასაც კორონავირუსი აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

"დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, მდგომარეობა სტაბილურია.

დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და კვლევები, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო“, - აცხადებს ინფექციონისტი.

ჟურნალისტებთან მან დაადასტურა, რომ საუბარია ერთ-ერთ სასტუმროზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ შეკრება იყო. არსებული ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია.

"დადასტურდა რამდენიმე ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობას გადიან. ჩემი ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია. ამ ეტაპზე ინფიცირებულია ბებია და ბაბუაც. როგორც ინფორმაცია მაქვს, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ოჯახი თვითიზოლაციაშია. ჩვენს კლინიკაში ამ დროისთვის არის 11 პაციენტი, აქედან არის 5 დადასტურებული შემთხვევა.

დღეს მეხუთე დაემატა. დანარჩენი ძველი პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. პროტოკოლის გათვალისწინებით, მკურნალობა გრძელდება"-აცხადებს ექიმი.

ღვინო იმუნიტეტს აძლიერებს - დღეში 1 ჭიქა ღვინო სასარგებლოა

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - ეკატერინე ტიკარაძე

"ვისოლ ჯგუფი" თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს