კომპანია „დირსი“სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას.
„კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი გადაირიცხა ფონდში #stopcov, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით დაფუძნდა. ერთიანი ძალებით შევძლებთ მალე წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. კომპლექსსა და ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.
დირსიერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტი და ყველაზე მასშტაბურიდასრულებული საცხოვრებელიკომპლექსია, როგორც თბილისში ასევე მთელს საქართველოში.
R
ცატა კიდევ დაგელლდათ და კურსი 1/10 ზე რო გახდებოდა მაშინ გაგეღოთ ეგ ლარები....