პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ - ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებს მიმართავს
2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ - ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებს მიმართავს

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს 20:15 სა­ათ­ზე ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფე­ის­ბუ­ქ-ჯგუ­ფი "ანი­ტას­თვის" აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და. ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს:

"არ ვიცი მე­რამ­დე­ნე ღა­მეა, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლად მო­გე­სალ­მოთ...

მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს ვწერ, მინ­და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ... ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი...

ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ ღამე გწერ­დით ანი­ტას, მისი დე­დი­კოს და მა­მი­კოს ამ­ბებს.პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე, დაგ­პირ­დით, რომ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გაც­ნობ­დით. კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს მი­ჭირ­და, არ მინ­დო­და არაფ­რის წერა, მაგ­რამ ვწერ­დი იმი­ტომ, რომ თქვენ არც ერთი წამი არ მიგ­ვა­ტო­ვეთ და არც ჩვენ გვქონ­და თქვე­ნი მი­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა...

ვწერ, ვშლი, ვწერ... ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ სი­ტყვე­ბის და­წე­რა:

ანი­ტას ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ კვი­რას, 2 თე­ბერ­ვალს 20:15 სა­ათ­ზე.სამ­თავ­რო­ბო გა­სას­ვლე­ლი­დან გა­მოვ­ლენ, ამი­ტომ შიგ­ნით ვერ შეხ­ვალთ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა ვთხო­ვო/მოვ­თხო­ვო ჟურ­ნა­ლის­ტებს!

ძა­ლი­ან გთხოვთ, არა­ვინ არ მოხ­ვი­დეთ ფო­ტო­ე­ბის, სი­უ­ჟე­ტე­ბის, ლაივ/სინ­ქრო­ნე­ბის და კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის! ამას იმი­ტომ ვწერ, რომ ბევ­რმა გვთხო­ვა კო­მენ­ტა­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა (არ ვიცი რა კო­მენ­ტა­რი შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა) მე და ჩემ მე­გობ­რებს, რაც ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ამი­ტომ გთხოვთ, და­ფიქ­რდით, სა­ნამ რა­მეს მო­ი­მიქ­მე­დებთ. თუნ­დაც ფოტო გა­და­ი­ღოთ, და­ფიქ­რდით ანი­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი რას იგ­რძნო­ბენ, ამ ფო­ტოს რომ შეხ­ვდე­ბი­ან სოც. ქსელ­ში.

  • ხუთ­შა­ბათს, 6 თე­ბერ­ვალს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ამაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ ანი­ტას...

არ მჯე­რა, რომ ეს დავ­წე­რე...

მად­ლო­ბა რომ ბო­ლომ­დე იბ­რძო­დით... ბო­დი­ში, რომ დაგ­პირ­დით და ეს ამ­ბა­ვი კე­თილ და­სას­რუ­ლამ­დე ვერ მი­ვიყ­ვა­ნეთ...

ახლა უკვე ერ­თა­დერ­თი რა­საც ვნატ­რობ, ანი­ტას მა­მამ, რო­მელ­საც დღეს 28 წელი შე­უს­რულ­და და დე­დამ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მე­გო­ბარ­ზე, და­ქალ­ზე, დაზე მე­ტია და ახლა ჩემი გმი­რიც გახ­და, ფი­ზი­კუ­რად მა­ინც გა­უძ­ლონ ამ ყვე­ლა­ფერს...", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პოსტსში.

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უდ­გი­ნეს. მას ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა. პა­ტა­რა გო­გო­ნას ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე. ბო­ლოს ის ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა. გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის წერ­დნენ, რომ ანი­ტას ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ეგუ­ე­ბა გუ­ლის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ეკ­მოს აპა­რატს. 2 წლის გო­გო­ნას სეფ­სი­სიც გა­ნუ­ვი­თარ­და და სა­ბო­ლო­ოდ, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბას... ბავ­შვი 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სონია
3

უფალო გთხოვ, გაძლება მისცე მშობლებს.

მოქალაქე
3

ღმერთო გაანათლე მისი სული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ - ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებს მიმართავს

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ - ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებს მიმართავს

2 წლის ანიტა ფაცაციას საქართველოში დღეს 20:15 საათზე ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი "ანიტასთვის" აქვეყნებს, სადაც გოგონას მდგომარეობის შესახებ ცნობები რეგულარულად ვრცელდებოდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს:

"არ ვიცი მერამდენე ღამეა, რომ ტრადიციულად მოგესალმოთ...

მნიშვნელოვან პოსტს ვწერ, მინდა ემოციების გარეშე მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ... ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი...

ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველ ღამე გწერდით ანიტას, მისი დედიკოს და მამიკოს ამბებს.პასუხისმგებლობა ავიღე, დაგპირდით, რომ ყველა ინფორმაციას გაგაცნობდით. კრიტიკული სიტუაციების დროს მიჭირდა, არ მინდოდა არაფრის წერა, მაგრამ ვწერდი იმიტომ, რომ თქვენ არც ერთი წამი არ მიგვატოვეთ და არც ჩვენ გვქონდა თქვენი მიტოვების უფლება...

ვწერ, ვშლი, ვწერ... ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა:

ანიტას ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს 20:15 საათზე.სამთავრობო გასასვლელიდან გამოვლენ, ამიტომ შიგნით ვერ შეხვალთ.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო/მოვთხოვო ჟურნალისტებს!

ძალიან გთხოვთ, არავინ არ მოხვიდეთ ფოტოების, სიუჟეტების, ლაივ/სინქრონების და კომენტარებისთვის! ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა გვთხოვა კომენტარი გაგვეკეთებინა (არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაგვეკეთებინა) მე და ჩემ მეგობრებს, რაც ძალიან მიუღებელია ამ სიტუაციაში. ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმიქმედებთ. თუნდაც ფოტო გადაიღოთ, დაფიქრდით ანიტას ოჯახის წევრები რას იგრძნობენ, ამ ფოტოს რომ შეხვდებიან სოც. ქსელში.

  • ხუთშაბათს, 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ ანიტას...

არ მჯერა, რომ ეს დავწერე...

მადლობა რომ ბოლომდე იბრძოდით... ბოდიში, რომ დაგპირდით და ეს ამბავი კეთილ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ...

ახლა უკვე ერთადერთი რასაც ვნატრობ, ანიტას მამამ, რომელსაც დღეს 28 წელი შეუსრულდა და დედამ, რომელიც ჩემთვის მეგობარზე, დაქალზე, დაზე მეტია და ახლა ჩემი გმირიც გახდა, ფიზიკურად მაინც გაუძლონ ამ ყველაფერს...", - აღნიშნულია პოსტსში.

2 წლის ანიტა ფაცაციას, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოპათია რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს ის ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. გოგონას მდგომარეობა ბოლო დღეებში ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლების წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუება გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას... ბავშვი 31 იანვარს გარდაიცვალა.

ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა

"გიგი, სანდრო, თქვენი სიყვარული მოერევა ყველა განსაცდელს..." - ლელა კილაძე ყოფილი მეუღლის და შვილის ემოციურ ფოტოს ავრცელებს

"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა