სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დასრულდა მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმის საქმე - "ეს იყო გეგმა ევროპაში თავშესაფრის მისაღებად, თუმცა სამართლიანობა აღდგა"
როგორ დასრულდა მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმის საქმე - "ეს იყო გეგმა ევროპაში თავშესაფრის მისაღებად, თუმცა სამართლიანობა აღდგა"

სე­რი­ალ "შუა ქა­ლა­ქის" მსა­ხი­ო­ბის, გოგა ბარ­ბა­ქა­ძის ძმა, რეზი ნა­ცა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი ჯგუ­ფურ ცე­მა­სა და მუ­ქა­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნა­ცა­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს და ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს, და­ვით ნემ­სა­ძის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს.

"დღეს აღ­დგა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და დად­გა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ბრალ­დე­ბულ - რე­ვაზ ნა­ცა­რიშ­ვი­ლის მი­მართ! სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ იგი Rezi Natsara სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოა!

ამ საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ­მა - და­ვით ნემ­სა­ძემ, ევ­რო­პა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­სა­ღე­ბად, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, მო­ა­წყო პრო­ვო­კა­ცია, თავს და­ეს­ხა მსა­ხი­ობ - გოგა ბარ­ბა­ქა­ძის ოჯახს და იმ­დენს მი­აღ­წია, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო კაცი და­ა­ჭე­რი­ნა.

უფრო ადრე მან შექ­მნა და გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას მსა­ხი­ობ გოგა ბარ­ბა­ქა­ძის მე­უღ­ლე - მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის შე­სა­ხებ. ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა არა­ერთ ფბ გვერ­დზე, სა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღავ­და ქალ­ბა­ტონს.

ოჯა­ხის არა­ერ­თი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­დი­შის მოხ­დის ნაც­ვლად, და­ვით ნემ­სა­ძე პირ­და­პირ თავს და­ეს­ხა შემ­თხვე­ვით სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში შეხ­ვედ­რილ ძმებს. დად­გა სცე­ნა­რი, რომ მას­ზე იძა­ლა­დეს. ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია, მო­ახ­სე­ნა, რომ თით­ქოს მას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი და­ეს­ხა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ვა­ლე­ბით და მო­ი­თხო­ვა მათი და­კა­ვე­ბა. აი ამ მა­ტყუ­ა­რის ბოდ­ვის გამო, ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს და და­ა­კა­ვეს ჩემი კლი­ენ­ტი, უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, რად­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იდგა პო­ლი­ცი­ის წინ და აწყობ­და აქ­ცი­ებს, პრო­ვო­კა­ტო­რობ­და, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­დას­ცემ­და და ამ­ზე­უ­რებ­და და­ზი­ა­ნე­ბულ თვალს. მოკ­ლედ, იკად­რა უკად­რე­ბე­ლი..

რა წუთს შე­ი­ტყო, რომ მე რე­ზის ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, აგ­რე­სია გა­აგ­რძე­ლა ჩემი მი­სა­მარ­თით. და­ა­ვი­წყდა მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯა­ხი და წერ­და მხო­ლოდ ჩემ­ზე, სა­უბ­რობ­და მხო­ლოდ ჩემ­ზე. მან არა­ერ­თხელ დამ­წა­მა ცილი, მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, გან­ზრახ შე­ლა­ხა ჩემი რე­პუ­ტა­ცია, რათა მი­ე­ღო სა­პა­სუ­ხი აგ­რე­სია, სა­ვა­რა­უ­დოდ ჩემი მე­უღ­ლის­გან. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა სჭირ­დე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში წარ­სად­გე­ნად, იმის დას­ტუ­რად, თუ რა ცო­დოა და რო­გო­რი მსხვერ­პლია, რო­გორ ჩაგ­რა­ვენ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში. უფრო ადრე, მან მი­ზან­ში ამო­ი­ღო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რათა თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბი­სას და­სა­ბუ­თე­ბა უფრო მარ­ტი­ვი და ად­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ბევ­რი ვით­მი­ნე, ბევ­რი ტა­ლა­ხი მშვი­დად, უე­მო­ცი­ოდ ჩა­მო­ვიწ­მინ­დე, რათა ეს დღე დამ­დგა­რი­ყო. რათა მე და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩემი კლი­ენ­ტის სი­მარ­თლე.

მად­ლო­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, რო­მელ­მაც ით­მი­ნა და აი­ტა­ნა ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი, უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღვა, სა­ში­ნე­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, სჯე­რო­და ჩემი და რე­ა­ლუ­რად, ეს დღეც დად­გა. დიდი მად­ლო­ბა ად­ვო­კატ - თე­ო­ნა გვა­ზა­ვას, ის ხომ ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დი­თაა. ის, ანა­ლო­გი­უ­რად ამ საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან და­უ­ზა­რებ­ლად, უან­გა­როდ მუ­შა­ობ­და. შუ­ა­ღა­მი­სას და­კა­ვე­ბულ კლი­ენ­ტთან გა­მომ­ყვა და ჩვენ შევ­ძე­ლით სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა.

ახლა წერე და იკი­თხე მა­ი­მუ­ნო, არა­ა­და­მი­ა­ნო. ჩემი პა­სუ­ხიც ესაა! და­ი­წყე ახლა გავ­ლე­ნე­ბი აქ­ვთო, სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნე­სო. რა ბედ­ნი­ე­რი ვარ ერთი შე­ნის­თა­ნა არა­კა­ცი რომ ვამ­ხი­ლე. აი ასე!" - წერს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ, და­ვით ნემ­სა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გოგა ბარ­ბა­ქა­ძის მე­უღ­ლის, მსა­ხი­ობ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც მა­შინ მსა­ხი­ობ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ნემ­სა­ძეს მისი მე­უღ­ლე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ეგო­ნა და ვი­დე­ო­ში "უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და, მას­ხა­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და ვი­დეო ლა­ივ­ში აფურ­თხებ­და კი­დეც". რო­გორც მსა­ხი­ო­ბი გან­მარ­ტავ­და, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აიტ­ვირ­თა, ის თურ­ქეთ­ში გას­ტროლ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან ჩა­მო­სულ­მა კი, და­ვით ნემ­სა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა და შეხ­ვედ­რა სცა­და.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი ძმა სა­დაც ვარ­ჯი­შობ­და, ეს ადა­მი­ა­ნიც იქ ვარ­ჯი­შობ­და. ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა, მოდი, აქ არის, და­ე­ლა­პა­რა­კე, იქ­ნებ ეს ვი­დეო აი­ღო­სო. როცა მი­ვე­დი, ვუ­თხა­რი, რომ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი. ჩემს მე­უღ­ლე­ზე რა­ღაც ვი­დეო დადე, ჩემ­მა ოჯახ­მა ასე­თი რა და­გი­შა­ვა, რომ ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნე-მეთ­ქი, ვკი­თხე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თე, მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე მარ­თლა მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო თუ არა და იმათ­მა პა­სუ­ხი არ მომ­წე­რეს, შენ რა­ნა­ი­რად და­გი­ჯე­რო, ათა­სი მას­ხა­რა მუ­შა­ობს იქო, აგ­რე­სი­უ­ლად მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, ჩემი ძმის­კენ გა­მო­ი­წია, მან კი მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ხელი მო­უქ­ნია, რაც მარ­ჯვე­ნა წარ­ბში მოხ­ვდა" - ამ­ბობ­და ბარ­ბა­ქა­ძე და გან­მარ­ტავ­და, რომ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მისი ძმა და­ა­კა­ვეს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ცა­რიშ­ვილს თავ­და­პირ­ვე­ლად ცე­მას ედა­ვე­ბოდ­ნენ, "რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, და­ვით ნემ­სა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რას და­მა­ტე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა, ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა მო­ი­თხო­ვა". სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლომ მსა­ხი­ო­ბის ძმა გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემე
3

ცილისწამებისთვის უნდა იყოს სასჯელი, რომ ნემსაძისნაირ მედროვეებს აღარ გაუჩნდეთ მსგავსი ცირკის მოწყობის სურვილი. გილოცავთ. 

ზურა
88

იმ საწყალს თავშესაფრის მისაღებად ნდომებია ყველაფერი და დახმარებოდნენ ეს ნაცარა და ბარბაქა - გაეთამაშებინათ ერთი სპექტაკლი და ორივე მხარე მოგებულიდარჩებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორ დასრულდა მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმის საქმე - "ეს იყო გეგმა ევროპაში თავშესაფრის მისაღებად, თუმცა სამართლიანობა აღდგა"

როგორ დასრულდა მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმის საქმე - "ეს იყო გეგმა ევროპაში თავშესაფრის მისაღებად, თუმცა სამართლიანობა აღდგა"

სერიალ "შუა ქალაქის" მსახიობის, გოგა ბარბაქაძის ძმა, რეზი ნაცარიშვილი, რომელსაც ყოფილი სამხედრო პირი ჯგუფურ ცემასა და მუქარაში ადანაშაულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ნაცარაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი "ფეისბუქზე" წერს და ყოფილი სამხედროს, დავით ნემსაძის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს.

"დღეს აღდგა სამართლიანობა და დადგა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ - რევაზ ნაცარიშვილის მიმართ! სასამართლომ დაადგინა, რომ იგი Rezi Natsara სრულიად უდანაშაულოა!

ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა - დავით ნემსაძემ, ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად, წინასწარ შემუშავებული გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, მოაწყო პროვოკაცია, თავს დაესხა მსახიობ - გოგა ბარბაქაძის ოჯახს და იმდენს მიაღწია, რომ უდანაშაულო კაცი დააჭერინა.

უფრო ადრე მან შექმნა და გაავრცელა ვიდეო, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას მსახიობ გოგა ბარბაქაძის მეუღლე - მაია დობორჯგინიძის შესახებ. ვიდეო გააზიარა არაერთ ფბ გვერდზე, სადაც ათასობით ადამიანი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქალბატონს.

ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დავით ნემსაძე პირდაპირ თავს დაესხა შემთხვევით სპორტულ დარბაზში შეხვედრილ ძმებს. დადგა სცენარი, რომ მასზე იძალადეს. ადგილზე გამოიძახა პოლიცია, მოახსენა, რომ თითქოს მას ორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავდაცვის სამინისტროს დავალებით და მოითხოვა მათი დაკავება. აი ამ მატყუარის ბოდვის გამო, ბრალი წაუყენეს და დააკავეს ჩემი კლიენტი, უწესიერესი ადამიანი, რადგან დაზარალებული იდგა პოლიციის წინ და აწყობდა აქციებს, პროვოკატორობდა, უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა და ამზეურებდა დაზიანებულ თვალს. მოკლედ, იკადრა უკადრებელი..

რა წუთს შეიტყო, რომ მე რეზის ადვოკატი ვიყავი, აგრესია გააგრძელა ჩემი მისამართით. დაავიწყდა მსახიობების ოჯახი და წერდა მხოლოდ ჩემზე, საუბრობდა მხოლოდ ჩემზე. მან არაერთხელ დამწამა ცილი, მომაყენა შეურაცხყოფა, განზრახ შელახა ჩემი რეპუტაცია, რათა მიეღო საპასუხი აგრესია, სავარაუდოდ ჩემი მეუღლისგან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას აღნიშნული მასალა სჭირდებოდა საფრანგეთში წარსადგენად, იმის დასტურად, თუ რა ცოდოა და როგორი მსხვერპლია, როგორ ჩაგრავენ საკუთარ ქვეყანაში. უფრო ადრე, მან მიზანში ამოიღო მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი ადამიანები, რათა თავშესაფრის მიღებისას დასაბუთება უფრო მარტივი და ადვილი ყოფილიყო.

მთელი ამ ხნის მანძილზე ბევრი ვითმინე, ბევრი ტალახი მშვიდად, უემოციოდ ჩამოვიწმინდე, რათა ეს დღე დამდგარიყო. რათა მე დამემტკიცებინა ჩემი კლიენტის სიმართლე.

მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელმაც ითმინა და აიტანა ენით გამოუთქმელი, უშვერი სიტყვებით ლანძღვა, საშინელი ცილისმწამებლური განცხადებები, სჯეროდა ჩემი და რეალურად, ეს დღეც დადგა. დიდი მადლობა ადვოკატ - თეონა გვაზავას, ის ხომ ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ის, ანალოგიურად ამ საქმეზე პირველივე წუთიდან დაუზარებლად, უანგაროდ მუშაობდა. შუაღამისას დაკავებულ კლიენტთან გამომყვა და ჩვენ შევძელით სიმართლის დამტკიცება.

ახლა წერე და იკითხე მაიმუნო, არაადამიანო. ჩემი პასუხიც ესაა! დაიწყე ახლა გავლენები აქვთო, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინესო. რა ბედნიერი ვარ ერთი შენისთანა არაკაცი რომ ვამხილე. აი ასე!" - წერს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ყოფილმა სამხედრომ, დავით ნემსაძემ სოციალურ ქსელში გოგა ბარბაქაძის მეუღლის, მსახიობ მაია დობორჯგინიძის მისამართით შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც მაშინ მსახიობმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ნემსაძეს მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ეგონა და ვიდეოში "უშვერი სიტყვებით მიმართავდა, მასხარად მოიხსენიებდა და ვიდეო ლაივში აფურთხებდა კიდეც". როგორც მსახიობი განმარტავდა, იმ პერიოდში, როცა ვიდეო სოციალურ ქსელში აიტვირთა, ის თურქეთში გასტროლზე იმყოფებოდა, იქიდან ჩამოსულმა კი, დავით ნემსაძესთან დაკავშირება და შეხვედრა სცადა.

"აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა სადაც ვარჯიშობდა, ეს ადამიანიც იქ ვარჯიშობდა. ჩემმა ძმამ დამირეკა, მოდი, აქ არის, დაელაპარაკე, იქნებ ეს ვიდეო აიღოსო. როცა მივედი, ვუთხარი, რომ მაია დობორჯგინიძის მეუღლე ვიყავი. ჩემს მეუღლეზე რაღაც ვიდეო დადე, ჩემმა ოჯახმა ასეთი რა დაგიშავა, რომ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენე-მეთქი, ვკითხე. თავდაცვის სამინისტროს მივმართე, მაია დობორჯგინიძე მართლა მათი თანამშრომელი იყო თუ არა და იმათმა პასუხი არ მომწერეს, შენ რანაირად დაგიჯერო, ათასი მასხარა მუშაობს იქო, აგრესიულად მიპასუხა. ამის შემდეგ, ჩემი ძმისკენ გამოიწია, მან კი მოგერიების მიზნით, ხელი მოუქნია, რაც მარჯვენა წარბში მოხვდა" - ამბობდა ბარბაქაძე და განმარტავდა, რომ ინციდენტის შემდეგ მისი ძმა დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, ნაცარიშვილს თავდაპირველად ცემას ედავებოდნენ, "რამდენიმე ხნის შემდეგ, დავით ნემსაძემ პროკურატურას დამატებითი განცხადებით მიმართა და კვალიფიკაციის შეცვლა, ბრალის დამძიმება მოითხოვა". საბოლოოდ სასამართლომ მსახიობის ძმა გირაოთი გაათავისუფლა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ

ინფორმაცია, რომ ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელმაც მაღალი ძაბვის ბოძიდან სცადა გადმოხტომა, 3020 ლარით დაჯარიმდა, ტყუილია - რა განაცხადეს შსს-ში

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა