პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა
ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა

ქა­რელ­ში, ვაჟა ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე დევ­ნი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და. აფეთ­ქე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რივ­მა აირ­მა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად პირ­ველ სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ­მა 60 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. და­შა­ვე­ბუ­ლი ქა­რე­ლი­დან თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­დაჰ­ყავთ.

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, ზაზა გუ­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან მე­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

“დევ­ნილ­თა კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მოხ­და აფეთ­ქე­ბა. შემ­თხვე­ვა გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას, კედ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის, და­ზი­ან­და კარ-ფან­ჯრე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან მოხ­და მო­ბი­ნად­რე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია ნა­თე­სა­ვებ­თან, ორი კი ჯერ სას­ტუმ­რო­ში გან­ვა­თავ­სეთ, თუმ­ცა თა­ვა­დან­ვე გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი, რომ ნა­თე­სა­ვებ­თან წა­სუ­ლიყ­ვნენ. ორი­ვე ოჯახს და­ვეხ­მა­რეთ და უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით მათი გა­დაყ­ვა­ნა ახ­ლობ­ლებ­თან. მე­რია მზად არის, თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­უ­წი­ოს შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას ზაზა გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა

ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მერიამ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.

“დევნილთა კორპუსის პირველ სართულზე მოხდა აფეთქება. შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. რაც შეეხება შენობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას, კედლები დაზიანებული არ არის, დაზიანდა კარ-ფანჯრები. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა მობინადრეების გამოყვანა. ოჯახების უმრავლესობა დაბინავებულია ნათესავებთან, ორი კი ჯერ სასტუმროში განვათავსეთ, თუმცა თავადანვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ. ორივე ოჯახს დავეხმარეთ და უზრუნველვყავით მათი გადაყვანა ახლობლებთან. მერია მზად არის, თითოეულ მათგანს გაუწიოს შესაბამისი დახმარება”, - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ზაზა გულიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ავარიას მარნეული-სადახლოს გზაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა, მათ შორის ყვითელი "მარშრუტკა"  შეეჯახა - არის მსხვერპლი