პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ირლანდიაში პოპულარული ქართველი მწვრთნელი, რომელსაც "კრივის ალექს ფერგიუსონს" უწოდებენ
ვინ არის ირლანდიაში პოპულარული ქართველი მწვრთნელი, რომელსაც "კრივის ალექს ფერგიუსონს" უწოდებენ

"ის არის ირ­ლან­დი­უ­რი კრი­ვის სერ ალექს ფერ­გი­უსო­ნი. უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ირ­ლან­დი­ურ კრი­ვის სა­სი­კე­თოდ" – და­წე­რა "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ტი­ტუ­ლო­ვან­მა ირ­ლან­დი­ელ­მა მოკ­რი­ვემ კარლ ფრამპტონ­მა.

"ის არის მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი. ჩემ­თვის მე­ო­რე მა­მა­სა­ვი­თაა, რო­მელ­მაც სპორ­ტშიც და ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მან უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ირ­ლან­დი­ა­ში კრი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ბოლო წლებ­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ში" - ამ­ბობს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს 5-გზის და ევ­რო­პის 6-გზის ჩემ­პი­ო­ნი კეტი ტე­ი­ლო­რი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამ შე­ფა­სე­ბებს ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლის - ზაურ ან­თი­ას კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ აკე­თე­ბენ. სპორ­ტის ბევ­რმა ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ალ­ბათ არ იცის, რომ საკ­რი­ვო ტრა­დი­ცი­ე­ბით და წარ­მა­ტე­ბე­ბით ცნო­ბილ ირ­ლან­დი­ას 2003 წლის შემ­დეგ სწო­რედ ზაურ ან­თია ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

დღეს­დღე­ო­ბით ის კუ­რი­რებს რო­გორც ვაჟ­თა, ისე ქალ­თა ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებს. ირ­ლან­დი­ა­ში ზაურ ან­თია 2003 წელს გა­და­ვი­და. იქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი იყო. ის გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი და მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის ფო­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე.

გულ­შე­მატ­კი­ვარ­თათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ, "ლელო" ბა­ტონ ზა­ურს ირ­ლან­დი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო ზაურ თქვე­ნი სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბით და­ვი­წყოთ.

– 1985 წლი­დან ვმუ­შა­ობ მწვრთნე­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად ფო­თის კრი­ვის სკო­ლა­ში და­ვი­წყე. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, რო­დე­საც ჩემი და აწ­გარ­დაც­ვლი­ლი ნი­კო­ლოზ ჯლან­ტი­აშ­ვი­ლის შე­გირ­დე­ბი კობა გო­გო­ლა­ძე, ლაშა გე­გე­ნა­ვა და ზუ­რაბ სარ­სა­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 3–3 გზის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ და ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე მედ­ლე­ბიც მო­ი­პო­ვეს მე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჭა­ბუკ­თა ნაკ­რებ­შიც გა­და­მიყ­ვა­ნეს.

სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ ფოთ­შიც გა­ვაგ­რძე­ლე მოღ­ვა­წე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რებ­ში მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ზუ­რაბ გუ­ნი­ას თა­ნა­შემ­წე გავ­ხდი, რო­მე­ლიც სხვა­თა­შო­რის სპორ­ტსმე­ნო­ბი­სას ჩემი მწვრთნე­ლი გახ­ლდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ვი­ნიშ­ნე.

აღ­ზრდი­ლი მყავს არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოკ­რი­ვე: ნი­კო­ლოზ იზო­რია, ლე­ვან ღვა­მი­ჩა­ვა, კახა მე­ბუ­რია, და­ვით მა­კა­რა­ძე, გია უნ­გი­ა­ძე, და­ვით და თე­მურ ხურ­ცი­ლა­ვე­ბი და სხვე­ბი. ოთხი ოლიმ­პი­ე­ლი გვა­ყავს ჩვენ გაზ­რდი­ლი.

- ირ­ლან­დი­ა­ში თქვენს შე­სა­ხებ მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ად­ვი­ლი არაა უცხო­ე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ამა თუ იმ ქვეყ­ნა­ში სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხო­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის აწყო­ბა.

- მი­ხა­რია, რომ ჩემს შრო­მას ნა­ყო­ფი მოს­დევს და ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი აფა­სე­ბენ იმას, რა­საც ვა­კე­თებ. თუმ­ცა 2003 წელს, რო­დე­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვე­დი ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა თუ ასე და­უ­ლა­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ირ­ლან­დი­უ­რი კრი­ვი. ერთ დროს სპორ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის მოშ­ლი­ლი იყო. ირ­ლან­დი­ე­ლებს სამ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე­და­ლი აღარ მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი აღარ ჰყავ­დათ.

სწო­რედ ამი­ტომ იყო რომ 2003 წელს ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ძებ­ნა და­ი­წყეს. იმე­დი მქონ­და პირ­ველ ყოვ­ლი­სა იმის, რომ კრი­ვის ნაკ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სწო­რი ხედ­ვა გა­მაჩ­ნდა, რა­საც შე­ეძ­ლო შე­დე­გი მო­ე­ტა­ნა სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის და გუნ­დე­ბის­თვის. მა­შინ, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ირ­ლან­დი­ის მთა­ვა­რი ნაკ­რე­ბის თავ­კა­ცის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ძა­ხე­ბა ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო და ამი­ტო­მაც ჩა­ვე­დი დუბ­ლინ­ში.

- არ­ჩე­ვანს რამ­დენ კან­დი­დატს შო­რის აკე­თებ­დნენ?

- სულ 17 კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვით: ინ­გლი­სე­ლი, ფრან­გი, ახალ ზე­ლან­დი­ე­ლი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი და ცხა­დია ირ­ლან­დი­ე­ლი მწვრთნე­ლე­ბიც იყ­ვნენ. რამ­დე­ნი­მე ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ. ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი წარ­ვუდ­გი­ნე კო­მი­სი­ას სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე და მი­ვი­ღე მათი ცალ­სა­ხა მხა­რა­და­ჭე­რა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ჩემი არ­ჩე­ვი­სას ენის არ­ცოდ­ნა იყო. ამის გამო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი სტა­ტუ­სად მქონ­და "ყვე­ლა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ტექ­ნი­კურ - ტაქ­ტი­კურ მომ­ზა­დე­ბა­ში".

ენის პრობ­ლე­მა რომ გა­დავ­ლა­ხე, გავ­ხდი ირ­ლან­დი­ის ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბის, რო­გორც ვა­ჟებ­ში, ისე გო­გო­ნებ­ში მწვრთნელ-კუ­რა­ტო­რი.

- თქვე­ნი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნი უდა­ვოდ კეტი ტე­ი­ლო­რია - ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს 5 გზის და ევ­რო­პის 6 გზის ჩემ­პი­ო­ნი.

- კეტი ბრწყინ­ვა­ლე სპორ­ტსმე­ნი და ადა­მი­ა­ნია. მან თა­ვი­სი ტი­ტუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ნათ­ლად და­ამ­ტკი­ცა და ირ­ლან­დი­ა­ში სხვებ­საც კარ­გი მა­გა­ლი­თი მის­ცა წარ­მა­ტე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. აქვე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია მწვრთნე­ლებს გვე­ა­მა­ყე­ბა რომ მის სპორ­ტსმე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ე­ბე­ბა­ში დიდი წვი­ლი­ლი მიგ­ვი­ძღვის წა­ი­კი­თხეთ ვრცლად lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ვამაყობთ სეთი გენიოსი ქართველი ადამიანებით !უფალი იყოს შენი მფარველი.

soxumeli
0

somexi ara etiopieli, erti shen antias kitxe somexia tu ara da pasuxs kargs miigeb

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ვინ არის ირლანდიაში პოპულარული ქართველი მწვრთნელი, რომელსაც "კრივის ალექს ფერგიუსონს" უწოდებენ

ვინ არის ირლანდიაში პოპულარული ქართველი მწვრთნელი, რომელსაც "კრივის ალექს ფერგიუსონს" უწოდებენ

"ის არის ირლანდიური კრივის სერ ალექს ფერგიუსონი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მან ბევრი რამ შეცვალა ირლანდიურ კრივის სასიკეთოდ" – დაწერა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ტიტულოვანმა ირლანდიელმა მოკრივემ კარლ ფრამპტონმა.

"ის არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ჩემთვის მეორე მამასავითაა, რომელმაც სპორტშიც და ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ირლანდიაში კრივის განვითარებასა და ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებში" - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 5-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი კეტი ტეილორი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ შეფასებებს ტიტულოვანი სპორტსმენები ქართველი მწვრთნელის - ზაურ ანთიას კარიერის შესახებ აკეთებენ. სპორტის ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა ალბათ არ იცის, რომ საკრივო ტრადიციებით და წარმატებებით ცნობილ ირლანდიას 2003 წლის შემდეგ სწორედ ზაურ ანთია ხელმძღვანელობს.

დღესდღეობით ის კურირებს როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ყველა ასაკობრივ ნაკრებს. ირლანდიაში ზაურ ანთია 2003 წელს გადავიდა. იქამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. ის გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მშობლიური ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქე.

გულშემატკივართათვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ, "ლელო" ბატონ ზაურს ირლანდიაში დაუკავშირდა.

- ბატონო ზაურ თქვენი სამწვრთნელო საქმიანობის პირველი ნაბიჯებით, ანუ საქართველოში მოღვაწეობით დავიწყოთ.

– 1985 წლიდან ვმუშაობ მწვრთნელად. თავდაპირველად ფოთის კრივის სკოლაში დავიწყე. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩემი და აწგარდაცვლილი ნიკოლოზ ჯლანტიაშვილის შეგირდები კობა გოგოლაძე, ლაშა გეგენავა და ზურაბ სარსანია საბჭოთა კავშირის 3–3 გზის ჩემპიონები გახდნენ და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლებიც მოიპოვეს მე საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებშიც გადამიყვანეს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ფოთშიც გავაგრძელე მოღვაწეობა და საქართველოს ეროვნული ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ზურაბ გუნიას თანაშემწე გავხდი, რომელიც სხვათაშორის სპორტსმენობისას ჩემი მწვრთნელი გახლდათ. მოგვიანებით უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დავინიშნე.

აღზრდილი მყავს არაერთი წარმატებული მოკრივე: ნიკოლოზ იზორია, ლევან ღვამიჩავა, კახა მებურია, დავით მაკარაძე, გია უნგიაძე, დავით და თემურ ხურცილავები და სხვები. ოთხი ოლიმპიელი გვაყავს ჩვენ გაზრდილი.

- ირლანდიაში თქვენს შესახებ მეტად პოზიტიურად საუბრობენ. ბუნებრივია, ადვილი არაა უცხოელი ადამიანისთვის ამა თუ იმ ქვეყნაში სპორტის რომელიმე სახობაში თავის დამკვიდრება და განსაკუთრებით წარმატებული კარიერის აწყობა.

- მიხარია, რომ ჩემს შრომას ნაყოფი მოსდევს და ირლანდიელები აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ. თუმცა 2003 წელს, როდესაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი ნამდვილად არ მეგონა თუ ასე დაულაგებელი იქნებოდა ირლანდიური კრივი. ერთ დროს სპორტის წარმატებული სახეობა ამ ქვეყანაში თითქმის მოშლილი იყო. ირლანდიელებს სამ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი აღარ მოეპოვებინათ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები აღარ ჰყავდათ.

სწორედ ამიტომ იყო რომ 2003 წელს ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. იმედი მქონდა პირველ ყოვლისა იმის, რომ კრივის ნაკრების განვითარებისთვის სწორი ხედვა გამაჩნდა, რასაც შეეძლო შედეგი მოეტანა სპორტსმენებისთვის და გუნდებისთვის. მაშინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, თუმცა ირლანდიის მთავარი ნაკრების თავკაცის პოზიციაზე სამუშაოდ გასაუბრებაზე დაძახება ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ამიტომაც ჩავედი დუბლინში.

- არჩევანს რამდენ კანდიდატს შორის აკეთებდნენ?

- სულ 17 კანდიდატი ვიყავით: ინგლისელი, ფრანგი, ახალ ზელანდიელი, ავსტრალიელი და ცხადია ირლანდიელი მწვრთნელებიც იყვნენ. რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. ჩემი მოსაზრებები წარვუდგინე კომისიას სხვადასხვა საკითხებზე და მივიღე მათი ცალსახა მხარადაჭერა. მთავარი პრობლემა ჩემი არჩევისას ენის არცოდნა იყო. ამის გამო რამდენიმე წელიწადი სტატუსად მქონდა "ყველა ნაკრების მწვრთნელი ტექნიკურ - ტაქტიკურ მომზადებაში".

ენის პრობლემა რომ გადავლახე, გავხდი ირლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში მწვრთნელ-კურატორი.

- თქვენი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი უდავოდ კეტი ტეილორია - ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 5 გზის და ევროპის 6 გზის ჩემპიონი.

- კეტი ბრწყინვალე სპორტსმენი და ადამიანია. მან თავისი ტიტულებით საკუთარი შესაძლებლობებიც ნათლად დაამტკიცა და ირლანდიაში სხვებსაც კარგი მაგალითი მისცა წარმატებების მოსაპოვებლად. აქვე, რასაკვირველია მწვრთნელებს გვეამაყება რომ მის სპორტსმენად ჩამოყალიებებაში დიდი წვილილი მიგვიძღვის წაიკითხეთ ვრცლად lelo.ge-ზე