პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისელი დების თავბრუდამხვევი ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გინება სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტზე ცუდად საუბარი კი - უზრდელობაა
ქუთაისელი დების თავბრუდამხვევი ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გინება სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტზე ცუდად საუბარი კი - უზრდელობაა

"Depressed Georgian in South Korea" (დეპ­რე­სი­უ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში) - ასე ჰქვია "ფე­ის­ბუქ­ზე" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ გვერდს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მოჩ­ნდა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში და უკვე 100 ათას­ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს.

ქარ­თვე­ლი დები - სო­ფია და ანა კვი­ნი­კა­ძე­ე­ბი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არი­ან და წლე­ბია სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და სწავ­ლო­ბენ.

გო­გო­ნე­ბის დე­დაც ემიგ­რან­ტია და მათი ბავ­შვო­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ი­დან თა­ვის და­საღ­წე­ვად, უცხო და მათ­თვის საყ­ვა­რელ ქვე­ყა­ნა­ში იღე­ბენ ვი­დე­ო­ებს კო­რე­ულ ფილ­მებ­ზე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, კულ­ტუ­რა­სა და მუ­სი­კა­ზე, რი­თაც ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი­სე­ბენ.

AMBEBI.GE ინ­ტერ­ვი­უს­თვის გო­გო­ნებს და­უ­კავ­შირ­და. ვე­სა­უბ­რეთ სო­ფი­ას, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გაჭ­რა გზა შო­რე­უ­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ის­კენ და შემ­დეგ თა­ვი­სი და წა­იყ­ვა­ნა.

- სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და ჩემი შეხ­ვედ­რა ჯერ კი­დევ მე­ა­თე კლას­ში მოხ­და, როცა შემ­თხვე­ვით ინ­ტერ­ნეტ­ში ანი­მე პერ­სო­ნა­ჟე­ბის ძებ­ნი­სას კო­რე­უ­ლი ფილ­მის რე­ა­ლურ პერ­სო­ნა­ჟებს გა­და­ვა­წყდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ სხვა პრო­ფი­ლით ვა­პი­რებ­დი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყე კო­რე­უ­ლი ენის სწავ­ლა.

თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, არა­და მხო­ლოდ იქ ის­წავ­ლე­ბო­და კო­რე­უ­ლი ენა, მე­გო­ნა, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად მომ­ცემ­და შანსს, კო­რე­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ბრძო­ლა ახლა იწყე­ბო­და, რად­გან კო­რეა სა­მოგ­ზა­უ­რო­დაც კი რთუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სიძ­ვი­რის გამო.

მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, და­ვი­წყე სა­ბუ­თე­ბის შევ­სე­ბა გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ზე, ბევ­რი სირ­თუ­ლე იყო გზად, ბევ­რი არ გა­მო­სუ­ლი წა­მო­წყე­ბე­ბიც, მაგ­რამ მა­ინც ბო­ლომ­დე მჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­დი ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. მარ­თლაც, გა­მი­მარ­თლა და კო­რე­ულ ენა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლი და სწო­რედ აქ მი­პო­ვა ჩემი ახ­ლან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმაც. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სტუ­დენტ-თა­ნამ­შრომ­ლის პო­ზი­ცია მი­ვი­ღე.

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით შენი დაც ჩა­მო­ვი­და კო­რე­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, ეს რო­გორ მოხ­და?

- ჩემს დას კო­რე­ა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და ჩა­მოს­ვლის გეგ­მე­ბი არ ჰქო­ნია. ქუ­თა­ის­ში სწავ­ლობ­და, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უბ­რა­ლოდ ფა­კულ­ტე­ტი ბევ­რჯერ შე­იც­ვა­ლა, უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. კო­რე­ას­თან რაც აკავ­ში­რებ­და იყო ის, რომ მე რომ შე­მიყ­ვარ­და მე­ა­თე კლას­ში, ისეც ჩემ­თან ერ­თად მოვ­წამ­ლე და დავ­პირ­დი - წა­ვალ და აი, ნახე, წა­გიყ­ვან­მეთ­ქი.

- რო­გორ გაჩ­ნდა გვერ­დის Depressed Georgian in South korea შექ­მნის იდეა?

- გვერ­დი შევ­ქმე­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ხა­რებ­ლად, ვი­საც კო­რეა უყ­ვარს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა არ იცის „კო­რე­უ­ლი ტალ­ღის“ ფე­ნო­მე­ნი რას ნიშ­ნავს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, ჰო­ლი­ვუ­დი, ბო­ლი­ვუ­დის ანა­ლოგ სი­ტყვად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ. ანუ კო­რე­უ­ლი მუ­სი­კა, ფილ­მე­ბი გახ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და „ხალ­ხს წამ­ლავს“. ასე მო­ვი­წამ­ლე მეც თა­ვის დრო­ზე და ვიცი, რას ნიშ­ნავს, როცა დაგ­ცი­ნი­ან სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - "რამ გა­დაგ­რია ამ „ჩი­ნე­ლებ­ზეო“.

მე მგო­ნია, რომ ამა­ში ცუდი არა­ფე­რია, პი­რი­ქით, ჩემ­თვის სწავ­ლა­სა და წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია იყო და გა­დავ­წყვი­ტე სწო­რედ ასე ჩემ­სა­ვით კო­რე­ით მო­წამ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გა­მეხ­სნა გვერ­დი და და­ვი­წყე ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა კო­რე­ის კულ­ტუ­რა­ზე, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე კო­რე­ა­ში და ა.შ.

- სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში?

- სამ­ხრეთ კო­რე­ას ეძა­ხი­ან „სწრაფ“ ქვე­ყა­ნას, რად­გან აქ ხალ­ხი არ და­დის, დარ­ბის. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია და საქ­მი­ა­ნობს, უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში არ არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ზე მეტ­საც მუ­შა­ო­ბენ სა­ა­თობ­რი­ვი გა­ნაკ­ვე­თით მგო­ნი მსოფ­ლი­ო­ში.

მეც აქა­უ­რი ქუდი და­ვი­ხუ­რე, რად­გან აქა­ურ სიჩ­ქა­რეს ან ფეხი უნდა აუ­წყო, ან სახ­ლში უნდა წახ­ვი­დე. თუ ფეხს აუ­წყობ, კარ­გად იცხოვ­რებ! ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი 2-3 წელი რჩე­ბა და ვერ უძ­ლებს, სახ­ლში გარ­ბის

კო­რე­ე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ებს ჩა­მოს­ვლამ­დეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე იყო ისე­თი, რა­მაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მაკ­ვირ­ვა. მა­გა­ლი­თად, ბუ­დიზ­მის, კონ­ფუ­ცი­ო­ნიზ­მის გამო, კო­რე­ელ­თა კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ „ჩა­კე­ტი­ლი“ და „მკაც­რია“, ამის გამო მე­გო­ნა, რომ უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ არც ისე თბი­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რო­სი თა­ო­ბა. მაგ­რამ, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, მო­ფე­რე­ბის მეტს არა­ფერს აკე­თე­ბენ, არას­დროს მი­ნა­ხავს უცხო­ე­ლის მი­მართ უზ­რდე­ლი ან უხე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მიყ­რუ­ე­ბულ სოფ­ლებ­შიც კი, სულ გი­ღი­მი­ან.

რაც დრო გა­ვი­და, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ამას მხო­ლოდ იმი­ტომ არ აკე­თე­ბენ, რომ უცხო­ე­ლე­ბი უყ­ვართ, კულ­ტუ­რა აქვთ ასე­თი, რომ გი­ნე­ბა, უხე­შო­ბა, ძა­ლა­დობ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლე­ბი სირ­ცხვი­ლად ით­ვლე­ბა.

- ცხოვ­რე­ბა რამ­დე­ნად ია­ფია, სახ­ლი, საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი...

- ცხოვ­რე­ბა კო­რე­ა­ში ძა­ლი­ან ძვი­რია. მა­გა­ლი­თად, დე­და­ქა­ლაქ­ში სახ­ლი რომ იქი­რა­ოთ დე­პო­ზი­ტი (ჩვე­ნე­ბურ გი­რა­ოს ჰგავს) თან­ხა უნდა გა­და­ი­ხა­დოთ 10 000 დო­ლა­რი და­ახ­ლო­ე­ბით და პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­უ­რად ბი­ნის ფული 500 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. თან პა­ტა­რა, მო­ცუცქნულ ოთა­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ გა­ნა­ხათ, ვა­ი­მე­ეე... დე­პო­ზიტს უკან გიბ­რუ­ნე­ბენ შემ­დეგ.

- რას გვე­ტყვი კო­რე­ელ მა­მა­კა­ცებ­ზე?

- კო­რე­ელ მა­მა­კა­ცებს ევ­რო­პუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ. ფლირ­ტში, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ ფილ­მი­დან რა­ღაც სცე­ნე­ბის გა­თა­მა­შე­ბას.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კო­რე­ა­ში კოც­ნა, ჩა­ხუ­ტე­ბა და ა.შ. სა­ზო­გა­დო ად­გი­ლებ­ში არ არის მი­ღე­ბუ­ლი, ფლირ­ტი ხდე­ბა თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით, ლა­პა­რა­კით, ლა­მა­ზი მა­ნე­რე­ბით - კა­რე­ბის გა­ღე­ბით, ჩან­თის და­ჭე­რით.

თუ საჭ­მელს ჭამთ ერ­თად, მა­გა­ლი­თად ხორცს, და­გიჭ­რი­ან ხორცს სა­ნამ ჭა­მას და­ი­წყებთ. თუ წვიმს გა­იქ­ცე­ვი­ან ქოლ­გას მო­გი­ტა­ნენ, გზა­ზე სი­ა­რუ­ლის დროს, მო­ტო­ციკ­ლე­ტი თუ მო­დის, აუ­ცი­ლებ­ლად მხარს შე­იც­ვლი­ან და შენ შიდა მხა­რეს და­გა­ყე­ნე­ბენ, რომ უსაფრ­თხო მხა­რეს იყო. სახ­ლამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­გა­ცი­ლონ, ბო­ლოს არა­ფორ­მა­ლურ, ში­ნა­ურ სა­უბ­რის ფორ­მა­ზე რომ გა­დახ­ვალთ, უნდა ელო­დოთ, რომ გთხო­ვენ „შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბას“...

- სო­ფია, შენი დე­დაც ემიგ­რან­ტია, ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე...

- დედა ჯერ კი­დევ მა­შინ წა­ვი­და სა­ბერ­ძნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ, როცა მე შვი­დი წლის ვი­ყა­ვი... ეს ის პე­რი­ო­დია, ხალ­ხი წას­ვლას რომ იწყებ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან, სკა­ი­პი და კომ­პი­უ­ტე­რი რა ხილი იყო, რომ არ ვი­ცო­დით, მო­ნატ­რე­ბას დედა ჩვენს ტან­საც­მელ­ზე გა­ყო­ლე­ბუ­ლი სუ­ნით იკ­ლავ­და... მე ბე­ბომ გამ­ზარ­და, ძა­ლი­ან პა­წა­წუ­ნა ვი­ყა­ვი, ბე­ბომ რომ მი­მი­ბა­რა და მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი დე­დის გა­რე­შე ყოფ­ნას, ჩემს დას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, სულ ტი­რო­და, დე­დის კალ­თას არ იყო მო­შო­რე­ბუ­ლი...

პირ­ვე­ლი წას­ვლის შემ­დეგ დედა რომ ჩა­მო­ვი­და, ჩემი და გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ ქუ­თა­ის­ში და გვე­გო­ნა, რომ აი, ერ­თად ვართ, დე­დამ ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა სცა­და, მაგ­რამ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ისევ წას­ვლა მო­უ­წია. წლე­ბი ისევ ასე ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვი­ყა­ვით. აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ გავ­ხდი, ჩა­მო­ვი­და და ისევ წას­ვლა მო­უ­წია, რად­გან მე „თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მო­ვინ­დო­მე ჩა­ბა­რე­ბა და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბი­სა და სტი­პენ­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლის­ში გა­დას­ვლას მეტი სახ­სრე­ბი სჭირ­დე­ბო­და.

მამა ამ დროს გვერ­დით არ გვედ­გა და სხვა რა გზა იყო, დედა ისევ წა­ვი­და, ახ­ლაც იქ არის. სა­ნამ კო­რე­ა­ში წა­მო­ვი­დო­დი, დე­დამ სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვი­კე­თა წაგ­ვიყ­ვა­ნა იტა­ლი­ა­ში ორი კვი­რით, ვი­სიყ­ვა­რუ­ლეთ და წა­მო­ვე­დი მე აქეთ, ჩემი ცხოვ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად...

- სო­ფია, ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს, ჩრდი­ლო კო­რე­ა­ზე მოგ­ვი­ყე­ვი. რას ამ­ბო­ბენ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, რომ­ლის მი­მარ­თაც მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია?

- იქა­ურ დიქ­ტა­ტუ­რას თავ­დაღ­წე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვა, არც ისე ად­ვი­ლია, ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ და ზო­გა­დად, კო­რე­ე­ლებს პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვართ. არას­დროს ჩემს გა­რე­მოც­ვა­ში ამა­ზე ლა­პა­რაკს არ შევ­სწრე­ბი­ვარ. თუმ­ცა გა­რეთ, სხვა ქვეყ­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ში­შით ღამე კარ­გად არ სძი­ნავთ, რაც ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ხუმ­რო­ბა და სი­ცი­ლის მეტს არა­ფერს აკე­თე­ბენ, ანუ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ.

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნ­დათ და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფიქ­რო­ბენ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ის ეკო­ნო­მი­კას ჩა­ძი­რავს. მა­გა­ლი­თად, ჩემი ლექ­ტო­რი, ასა­კი­ა­ნი კა­ცია და რამ­დენ­ჯერ­მე წა­მოს­ცდა, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ვერ არის კარ­გად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნდა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან და ჩვენც უნდა გვა­შიმ­ში­ლო­სო. მაგ­რამ აქ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი არის ის, რომ კო­რე­ა­ში ქვეყ­ნის წამ­ყვან პირ­ზე ასე სა­უ­ბა­რი უზ­რდე­ლო­ბად ით­ვლე­ბა და პრე­ზი­დენტს ვე­რა­ვინ რომ ვერ იტან­დეს, ამას ყვე­ლა უზ­რდე­ლო­ბად თვლის...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
5

რავა გოუბზეკია ვითომ ისე არ მჩნეოდეს კურტუმო.

დავით
2

მაშინ გამოდის რომ მე კორეელი მამაკაცი ვყოფილვარ თუმცა მე მგონია აქ კორეული ტრადიციები არაფერ შუაშია და ესე იქცევა ყველა ,,კულტურული" მამაკაცი... :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ქუთაისელი დების თავბრუდამხვევი ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გინება სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტზე ცუდად საუბარი კი - უზრდელობაა

ქუთაისელი დების თავბრუდამხვევი ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გინება სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტზე ცუდად საუბარი კი - უზრდელობაა

"Depressed Georgian in South Korea" (დეპრესიული ქართველი სამხრეთ კორეაში) - ასე ჰქვია "ფეისბუქზე" ძალიან პოპულარულ გვერდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში და უკვე 100 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ქართველი დები - სოფია და ანა კვინიკაძეები წარმოშობით ქუთაისიდან არიან და წლებია სამხრეთ კორეაში ცხოვრობენ და სწავლობენ.

გოგონების დედაც ემიგრანტია და მათი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ დეპრესიიდან თავის დასაღწევად, უცხო და მათთვის საყვარელ ქვეყანაში იღებენ ვიდეოებს კორეულ ფილმებზე, სამზარეულოზე, კულტურასა და მუსიკაზე, რითაც ქართველ მაყურებელს ახალისებენ.

AMBEBI.GE ინტერვიუსთვის გოგონებს დაუკავშირდა. ვესაუბრეთ სოფიას, რომელმაც პირველმა გაჭრა გზა შორეული სამხრეთ კორეისკენ და შემდეგ თავისი და წაიყვანა.

- სამხრეთ კორეასა და ჩემი შეხვედრა ჯერ კიდევ მეათე კლასში მოხდა, როცა შემთხვევით ინტერნეტში ანიმე პერსონაჟების ძებნისას კორეული ფილმის რეალურ პერსონაჟებს გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა პროფილით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, უნივერსიტეტში დავიწყე კორეული ენის სწავლა.

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება საკმაოდ რთული იყო, არადა მხოლოდ იქ ისწავლებოდა კორეული ენა, მეგონა, რომ ეს აუცილებლად მომცემდა შანსს, კორეაში წავსულიყავი. თუმცა, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ ბრძოლა ახლა იწყებოდა, რადგან კორეა სამოგზაუროდაც კი რთული ქვეყანაა, სიძვირის გამო.

მესამე კურსზე ვიყავი, დავიწყე საბუთების შევსება გაცვლით პროგრამებზე, ბევრი სირთულე იყო გზად, ბევრი არ გამოსული წამოწყებებიც, მაგრამ მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ აუცილებლად წავიდოდი ჩემი ოცნების ქვეყანაში. მართლაც, გამიმართლა და კორეულ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა საქართველოში. კავკასიის რეგიონის ქვეყნის მონაწილეები იყვნენ მოწვეული და სწორედ აქ მიპოვა ჩემი ახლანდელი უნივერსიტეტის პრეზიდენტმაც. კონკურსში გამარჯვების შემდეგ კი მაგისტრატურაზე სრული დაფინანსება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტუდენტ-თანამშრომლის პოზიცია მივიღე.

- მოგვიანებით შენი დაც ჩამოვიდა კორეაში საცხოვრებლად, ეს როგორ მოხდა?

- ჩემს დას კორეაში სწავლის გაგრძელებისა და ჩამოსვლის გეგმები არ ჰქონია. ქუთაისში სწავლობდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. უბრალოდ ფაკულტეტი ბევრჯერ შეიცვალა, უკმაყოფილო იყო. კორეასთან რაც აკავშირებდა იყო ის, რომ მე რომ შემიყვარდა მეათე კლასში, ისეც ჩემთან ერთად მოვწამლე და დავპირდი - წავალ და აი, ნახე, წაგიყვანმეთქი.

- როგორ გაჩნდა გვერდის Depressed Georgian in South korea შექმნის იდეა?

- გვერდი შევქმენი იმ ადამიანების გასახარებლად, ვისაც კორეა უყვარს. საქართველოში ბევრმა არ იცის „კორეული ტალღის“ ფენომენი რას ნიშნავს. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ჰოლივუდი, ბოლივუდის ანალოგ სიტყვად შეიძლება გაიგოთ. ანუ კორეული მუსიკა, ფილმები გახდა ძალიან პოპულარული და „ხალხს წამლავს“. ასე მოვიწამლე მეც თავის დროზე და ვიცი, რას ნიშნავს, როცა დაგცინიან სკოლაში, უნივერსიტეტში - "რამ გადაგრია ამ „ჩინელებზეო“.

მე მგონია, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ჩემთვის სწავლასა და წარმატების გზაზე უდიდესი მოტივაცია იყო და გადავწყვიტე სწორედ ასე ჩემსავით კორეით მოწამლული ბავშვებისთვის გამეხსნა გვერდი და დავიწყე ვიდეოების დადება კორეის კულტურაზე, სწავლის გაგრძელებაზე კორეაში და ა.შ.

- სწავლის პარალელურად მუშაობ, როგორია ცხოვრება, ყოველდღიურობა ამ ქვეყანაში?

- სამხრეთ კორეას ეძახიან „სწრაფ“ ქვეყანას, რადგან აქ ხალხი არ დადის, დარბის. ყველა დაკავებულია და საქმიანობს, უსაქმური ადამიანი სამხრეთ კორეაში არ არსებობს. ძალიან მშრომელები არიან, ყველაზე მეტსაც მუშაობენ საათობრივი განაკვეთით მგონი მსოფლიოში.

მეც აქაური ქუდი დავიხურე, რადგან აქაურ სიჩქარეს ან ფეხი უნდა აუწყო, ან სახლში უნდა წახვიდე. თუ ფეხს აუწყობ, კარგად იცხოვრებ! ძალიან ბევრი უცხოელი 2-3 წელი რჩება და ვერ უძლებს, სახლში გარბის

კორეელების ტრადიციებს ჩამოსვლამდეც ვიცნობდი, მაგრამ რამდენიმე იყო ისეთი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. მაგალითად, ბუდიზმის, კონფუციონიზმის გამო, კორეელთა კულტურა საკმაოდ „ჩაკეტილი“ და „მკაცრია“, ამის გამო მეგონა, რომ უცხოელების მიმართ არც ისე თბილები იქნებოდნენ, განსაკუთრებით უფროსი თაობა. მაგრამ, ჩამოსვლის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, მოფერების მეტს არაფერს აკეთებენ, არასდროს მინახავს უცხოელის მიმართ უზრდელი ან უხეში დამოკიდებულება, მიყრუებულ სოფლებშიც კი, სულ გიღიმიან.

რაც დრო გავიდა, აღმოვაჩინე, რომ ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებენ, რომ უცხოელები უყვართ, კულტურა აქვთ ასეთი, რომ გინება, უხეშობა, ძალადობრივი საქციელები სირცხვილად ითვლება.

- ცხოვრება რამდენად იაფია, სახლი, საკვები, ტანსაცმელი...

- ცხოვრება კორეაში ძალიან ძვირია. მაგალითად, დედაქალაქში სახლი რომ იქირაოთ დეპოზიტი (ჩვენებურ გირაოს ჰგავს) თანხა უნდა გადაიხადოთ 10 000 დოლარი დაახლოებით და პარალელურად თვიურად ბინის ფული 500 დოლარიდან იწყება. თან პატარა, მოცუცქნულ ოთახებზეა საუბარი, რომ განახათ, ვაიმეეე... დეპოზიტს უკან გიბრუნებენ შემდეგ.

- რას გვეტყვი კორეელ მამაკაცებზე?

- კორეელ მამაკაცებს ევროპული გარეგნობის გოგონები ძალიან მოსწონთ. ფლირტში, ძალიან რომანტიკულები არიან, ყოველთვის ცდილობენ ფილმიდან რაღაც სცენების გათამაშებას.

გამომდინარე იქიდან, რომ კორეაში კოცნა, ჩახუტება და ა.შ. საზოგადო ადგილებში არ არის მიღებული, ფლირტი ხდება თავაზიანობით, ლაპარაკით, ლამაზი მანერებით - კარების გაღებით, ჩანთის დაჭერით.

თუ საჭმელს ჭამთ ერთად, მაგალითად ხორცს, დაგიჭრიან ხორცს სანამ ჭამას დაიწყებთ. თუ წვიმს გაიქცევიან ქოლგას მოგიტანენ, გზაზე სიარულის დროს, მოტოციკლეტი თუ მოდის, აუცილებლად მხარს შეიცვლიან და შენ შიდა მხარეს დაგაყენებენ, რომ უსაფრთხო მხარეს იყო. სახლამდე აუცილებლად უნდა მიგაცილონ, ბოლოს არაფორმალურ, შინაურ საუბრის ფორმაზე რომ გადახვალთ, უნდა ელოდოთ, რომ გთხოვენ „შეყვარებულობას“...

- სოფია, შენი დედაც ემიგრანტია, ოჯახზე მოგვიყევი, რომელიც საქართველოში დატოვე...

- დედა ჯერ კიდევ მაშინ წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ, როცა მე შვიდი წლის ვიყავი... ეს ის პერიოდია, ხალხი წასვლას რომ იწყებდა საქართველოდან, სკაიპი და კომპიუტერი რა ხილი იყო, რომ არ ვიცოდით, მონატრებას დედა ჩვენს ტანსაცმელზე გაყოლებული სუნით იკლავდა... მე ბებომ გამზარდა, ძალიან პაწაწუნა ვიყავი, ბებომ რომ მიმიბარა და მიჩვეული ვიყავი დედის გარეშე ყოფნას, ჩემს დას ძალიან გაუჭირდა, სულ ტიროდა, დედის კალთას არ იყო მოშორებული...

პირველი წასვლის შემდეგ დედა რომ ჩამოვიდა, ჩემი და გადმოვიყვანეთ ქუთაისში და გვეგონა, რომ აი, ერთად ვართ, დედამ ბიზნესის წამოწყება სცადა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო, ისევ წასვლა მოუწია. წლები ისევ ასე ერთმანეთის გარეშე ვიყავით. აბიტურიენტი რომ გავხდი, ჩამოვიდა და ისევ წასვლა მოუწია, რადგან მე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ მოვინდომე ჩაბარება და სრული დაფინანსებისა და სტიპენდიის მიუხედავად, თბილისში გადასვლას მეტი სახსრები სჭირდებოდა.

მამა ამ დროს გვერდით არ გვედგა და სხვა რა გზა იყო, დედა ისევ წავიდა, ახლაც იქ არის. სანამ კორეაში წამოვიდოდი, დედამ საჩუქარი გაგვიკეთა წაგვიყვანა იტალიაში ორი კვირით, ვისიყვარულეთ და წამოვედი მე აქეთ, ჩემი ცხოვრების მოსაწყობად...

- სოფია, ინტერვიუს დასასრულს, ჩრდილო კორეაზე მოგვიყევი. რას ამბობენ სამხრეთ კორეაში, მეზობელ სახელმწიფოზე, რომლის მიმართაც მსოფლიოს ინტერესი ძალიან დიდია?

- იქაურ დიქტატურას თავდაღწეული ადამიანების ნახვა, არც ისე ადვილია, ძალიან ცოტანი არიან. სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეელებზე არ ლაპარაკობენ და ზოგადად, კორეელებს პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უყვართ. არასდროს ჩემს გარემოცვაში ამაზე ლაპარაკს არ შევსწრებივარ. თუმცა გარეთ, სხვა ქვეყნებს ჰგონიათ, რომ სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის შიშით ღამე კარგად არ სძინავთ, რაც ასე ნამდვილად არ არის. ხუმრობა და სიცილის მეტს არაფერს აკეთებენ, ანუ ამას სერიოზულად არ აღიქვამენ.

სამხრეთ კორეაში არიან ადამიანები, ვისაც გაერთიანება უნდათ და ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ გაერთიანება სამხრეთ კორეის ეკონომიკას ჩაძირავს. მაგალითად, ჩემი ლექტორი, ასაკიანი კაცია და რამდენჯერმე წამოსცდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ვერ არის კარგად, გაერთიანება უნდა ჩრდილოეთ კორეასთან და ჩვენც უნდა გვაშიმშილოსო. მაგრამ აქ საინტერესო ფაქტი არის ის, რომ კორეაში ქვეყნის წამყვან პირზე ასე საუბარი უზრდელობად ითვლება და პრეზიდენტს ვერავინ რომ ვერ იტანდეს, ამას ყველა უზრდელობად თვლის...